# ბათუმი! უუუ...

წვიმს...მაგრად.უკვე ორი დღეა.ნესტი ძვლებამდე ატანს.  
ერთადერთი ნუგეში არის ჩემი სამსახურის ჯიპის "ფეჩი" და ტელევიზორი, რომელიც უამრავ თურქულ, ბულგარულ და რუმინულ არხს აჩვენებს.მოკლედ, შავი ზღვის აუზის პატრიოტი TV.  
საღამოობით - რესტორნები, სადაც ვერ ვსვამ, იმიტომ რომ ჩემი უფროსი თითოეულ ჭიქას მითვლის. მაგას რა უშავს, მძღოლი ატარებს აქეთ-იქით, და სკდება (უფროსი), იმდენს სვამს.  
დილა ისეთივე ნათელია, როგორც საღამო - სულ ღრუბლიანი ამინდია, და ვერ გაარჩევ, რა დროა, თუ საათი არ გიკეთია.  
ჟორჟი ამადუს სქელტანიანი წიგნიც კი ვერ მშველის, ისე მოვიწყინე.მწირი კონტაქტი ერთი-ორ მეგობართან SMS-ების მეშვეობით.  
ძლივს მივაკვლიე რაღაც ინტერნეტ-კაფეს და ეგრევე აქ შემოვძვერი. მეილებიც შევამოწმე, კომენტარებზე პასუხს ჯერ ვერ დავწერ, მხოლოდ ხუთშაბათს, როცა თბილისში ჩამოვალ.  
მომენატრა თბილისი. თბილი ქალაქი (ვიცი, რომ აცივდა, მაგრამ მაინც თბილია ჩემთვის ეგ ოხერი) :)  
აქ მითხრეს, რომ "ბათუმი" თურქულად "წვიმიანს" ნიშნავს. მართლა დავრწმუნდი თურქების სიბრძნეში - რა სწორად შეურჩევიათ სახელი...  
ეჰ, წავედი, წავედი...დავლიო რამე.
