# ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს.

მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გერმანია ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა, ომის წაგებიდან 12 წელიწადში, 1957 წელს რომის ხელშეკრულებების ინიციატორი გახდა - რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო ევროკავშირს.

და ეს, ომში მოგებული "ქვეყნის" "შვილი" მთელი ცხოვრება ოცნებობდა გერმანიაში ჩასვლაზე. ავტოინჟინერი იყო და გიჟდებოდა გერმანულ ავტოინდუსტრიაზე.

მე როცა სასწავლებლად წავედი გერმანიაში, მთხოვდა, მანდ დარჩიო შვილოო, კარგად მოეწყვე და მერე წაიყვანე ბაბუაშენიო, სიბერე მანდ მინდა გავატაროო... :(((

სტალინის ფანი იყო თავის დღე და მოსწრება, მაგრამ ბოლო წლებში ბევრი სხვადასხვა წიგნი ვაჩუქე და წავაკითხე სტალინზე, საბჭოთა კავშირზე, ამ ყველაფერზე - და ბოლოს, სუუულ ბოლოს, კი თქვა - ეს რა დამპალი სისხლიანი ტირანი ყოფილაო.
