# აფხაზეთის მოგონებები

გაგრა.  
მე - 6 წლის.  
ცისფერი ზღვა, რომელიც ისე შეუმჩნევლად გადადის ცაში, რომ ვერ ხვდები, სად გადის ჰორიზონტის ხაზი.  
ყვითელი ქვიშა პლაჟზე.  
მოკლე ქუჩა, პლაჟის უკან.  
ქუჩის გადაღმა - პატარა სასტუმრო.  
სასტუმროს უკან - უკვე მთები.  
კავკასიონი.  
ტყე, გადაშლილი მთის კალთაზე.  
ტყის ფერი კი - ლურჯი. მუქი-მუქი.  
ხომ გინახავთ ლურჯისფერი მწვანე ტყე?  
მე იმ ზაფხულის მერე აღარ მინახავს.  
ერთხელ შევავლე რაჭაში თვალი, მაგრამ ისეთი ლურჯი მაინც არ იყო, როგორც გაგრაში...
