# 4 საათი

ესე იგი, მოდი დავთვალოთ:

დღე-ღამეში 24 საათია.

აქედან 8 საათი გვძინავს.

დარჩენილი 16 საათიდან 8 საათს ვმუშაობთ.

დარჩენილი 8 საათიდან 1 საათი მიდის მგზავრობაზე სახლიდან სამსახურში და უკან.

დარჩენილი 7 საათიდან 1 საათი სამსახურის დროს იხარჯება - სადილის შესვენება, ყავის და სიგარეტის პატარ-პატარა პაუზები.

დარჩენილი 6 საათიდან 1 საათი მიდის საუზმეზე და ვახშამზე.

დარჩენილი 5 საათიდან 1 საათი გვეხარჯება შხაპზე, ტუალეტზე, თავის მოწესრიგებაზე...

ესე იგი, ჩვენი საკუთარი თავისათვის დღე-ღამეში 4 საათი გვრჩება.

და ამ ოთხ საათში ჩვენ რამდენი რამე უნდა მოვასწროთ - საოჯახო საქმეები (ბაზარი, საყიდლები, ათასი რამე სხვა), ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მეგობრებთან შეხვედრები, სწავლა/განათლება (ხანდახან), ტელევიზორი, ახალი ამბები, გაზეთები, დასვენება, წიგნი, სპორტი, სექსი...

ცოტაა 4 საათი. ძალიან ცოტა :(
