5 რამ მოძალადე კაცებზე

10313512_758029940954751_7365150843809752011_n

დღეს არის 25 ნოემბერი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – და რისი თქმა მინდა:

1. კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, ამით თავის სიძლიერეს კი არ ამტკიცებს, არამედ თავის სისუსტეს უსვამს ხაზს.

2. ამ აგრესიული ენერგიის გამოყოფა სინამდვილეში შეიძლება არა კონფლიქტის, არამედ პროდუქტიულობის სახით – სამსახურში, კარიერაში, ბიზნესში, სპორტში… მაგრამ ეს მხდალი კაცები სინამდვილეში გაურბიან ამას – იმიტომ რომ დამარცხების ეშინიათ. მათ არ იციან წაგება და, შედეგად, საერთოდ აღარ მონაწილეობენ არანაირი სახის შეჯიბრებაში. ერთადერთი სახის კონფლიქტი კი, სადაც კაცი 100%-ით გამარჯვებული გამოვა – ესაა კონფლიქტი ოჯახში, ესაა ცოლისა და შვილის ცემა, ჩაგვრა, დამცირება.

3. მეორე პუნქტიდან გამომდინარეობს იგივე “ქალიშვილობის” საკითხთან დამოკიდებულება – ქალს როგორ შეიძლება, ვინმე ყოლოდა ჩემამდეო, ამბობენ. ესეც ხომ შეჯიბრია, რისიც ქვეცნობიერად ეშინიათ “ჯიგიტებს” – ვაითუ, ჩემზე უფრო მაგარი ტიპი ყავდა ადრე შეყვარებულიო (ან საყვარელზე ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია). იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ წუთას იმ ქალის რჩეული თვითონ არის – გამორიცხავენ იმას, რომ ქალს საკუთარი ნებით შეუძლია აირჩიოს კაცი.

4. დაბოლოს, მოძალადე კაცების უმეტესობა მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში ახერხებს რომ ატეროროს ცოლი და შვილები. სიბერეს ძაღლივით მშიერი და უპატრონოები ამთავრებენ – იმიტომ რომ ეგეთი კაცი არავის არ ჭირდება, პირველ რიგში კი მისი ოჯახის წევრები ამბობენ მასზე უარს.

5. მეხუთე პუნქტი თქვენ დაამატეთ. აბა, გისმენთ!

Advertisements

კორუფცია საქართველოში

ნუ, ეს ანგარიშები და მაგარი ამბები ყოველთვის სასიხარულოა. განსაკუთრებით მაშინ მიხარია ხოლმე, როცა სხვა რამე “ინდექსს” ვხედავ და კარგად გვაქვს საქმე.

მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი ერთ-ერთი მსგავსი ინდექსის ავტორი – Freedom on The Net, სადაც საკმაოდ კარგად გვაქვს საქმე.

კორუფციის რისკების ინდექსი „Trace International“-მა „RAND Corporation“-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. „Trace“-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს.

კორუფციის ამბავშიც რომ კარგადაა საქმე, ძალიან სასიხარულოა.

ინფოგრაფიკის წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ისტორია, რომელიც არ განმეორდება!

10347714_10204204252361516_6314266586704945049_n

7 ნოემბერი – ისტორია, რომელიც არ განმეორდება!

არ უნდა განმეორდეს!

მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიოს.

და არც მედიაზე ზეწოლის უფლება არა აქვს სახელმწიფოს.