30 საყვარელი მწერალი

სამმა ადამიანმა, ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა დიმამ, ნინომ და ირინამ ახალ მაიმუნობაზე დამთაგა – 10 საყვარელი წიგნი დაასახელეო.

ჯერ ერთი: დავიწყოთ იქიდან, რომ ყველამ ძალიან კარგად იცით, როგორ მიყვარს კითხვა: ბავშვობიდან, განურჩევლად ხარისხისა და ასაკობრივი შეზღუდვისა, ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა.

მეორეც – მაქვს პერიოდები, როცა რამდენიმე წიგნს ერდროულად ვკითხულობ. მაგალითად, ეხლა ვკითხულობ სუნ ძის “ომის ხელოვნებას”, ჰიუ ლორის (ხო, აი დოქტორ ჰაუსს ვინც თამაშობს, იმ მსახიობის) წიგნს “იარაღით მოვაჭრეს”, მაიკლ ირვინის “კოპირაიტინგის საიდუმლოებებს” და გაი კავასაკის “სტარტის ხელოვნებას”. ოთხივეს ინგლისურად ვკითხულობ, აქედან ორი კი უკვე მესამე-მეოთხეჯერ გადაკითხვის ეტაპზეა.

მესამეც – ჩემმა მეგობრებმა ისიც კარგად იციან, რომ მე არ მაქვს საყვარელი ფერი, საყვარელი საჭმელი, საყვარელი ფილმი ან რეჟისორი, საყვარელი მხატვარი, მუსიკოსი და ა.შ. შესაბამისად, არც საყვარელი წიგნები მაქვს. უბრალოდ, არ შემიძლია გამოვყო და ვთქვა, რომელი მომწონს. აი, მაგალითად, კლასიკაც მიყვარს, ჯაზიც, როკიც, პოპიც, ელექტრონული მუსიკაც (ტექნო, ტრანსი, პროგრესივი), რეგიც, რეპიც და ეთნო მუსიკაც. მიდი და ამოირჩიე ეხლა აქედან 10 საყვარელი კომპოზიცია – სისულელეა რა🙂

take a seat, read a book

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დავასახელებ მხოლოდ მწერლებს, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს, რომლებსაც ვუბრუნდები ან არ ვუბრუნდები, რომლებიც შეიძლება აღარც მომწონს – მაგრამ გავლენა დარჩა:

0. ილფი და პეტროვი – უბადლო გენიოსები.

1. მარკ ტვენი. სრულად, ყველა დიდი თუ პატარა მოთხრობა უნდა წაიკითხო, რომ გაიცნო ეს ადამიანი. მარტო ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი არაა საკმარისი – მაგალითად, ადამის და ევას დღიურებიც ნახეთ.

2. ო’ჰენრი – აუცილებელია იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორი მწარეა ხანდახან ის, რაც თქვენ ტკბილი გგონიათ. საოცარი მეტამორფოზაა, როცა გაღარიბებული და გამათხოვრებული ადამიანი ასე ფიქრობს: “ჯენტლმენი არ აშანტაჟებს ადამიანს, ვინც მას ვისკით უმასპინძლდება”. მაგრამ როცა უსახსრობა საბოლოოდ მოუღებს ადამიანს ბოლოს და ნამუსზე ხელს ააღებინებს, დაშანტაჟებისა და ფულის გამოძალვის ფაქტის შემდეგაც კი, განადგურებული ადამიანი უარს ამბობს ვისკიზე: “ჯენტლმენი არ სვამს ვისკის იმ ადამიანთან, ვისაც აშანტაჟებს”.

3. ჯეკ ლონდონი – თავისი უამრავი, თითქოს ერთნაირი მაგრამ ამავე დროს სრულიადნ განსხვავებული ისტორიებით და სულში ჩამწვდომი ყრუ ტკივილით. ფიზიკური შიმშილით და გენეტიკური, სისხლის ყიჭინით.

4. ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ლუი ბუსენარი, ჟიულ ვერნი, რობერტ ლუის სტივენსონი, რაფაელ საბატინი, მაინ რიდი, ჰენრი რაიდერ ჰაგარდი და კიდევ უამრავი სხვა მწერალი, რომლებიც წერდნენ თავგადასავლებზე, მეკობრეებზე, მოგზაურებზე, დაკარგულ საგანძურებსა თუ გაუვალ ტყეებზე, ველურ ტომებზე და ათასგვარ სხვა სისულელეზე, რაც ნებისმიერ ადამიანში იწვევს თავგადასავლების ძიების სურვილს.

5. არტურ კონან დოილი – არა მარტო შერლოკ ჰოლმსი, არამედ დაკარგული ქვეყანაც კარგი საკითხავია – ისევ და ისევ თავგადასავლებზე დინოზავრების თანდასწრებით.

6. ზღაპრები – ყველა სახის ზღაპრები, როგორც ხალხური, ასევე მწერლების მიერ შედგენილი შეთხზული ამბები. ძირითადად ინდიელების, ჩინელების, იაპონელების, სკანდინავიელების, არაბების, აფრიკელების ზღაპრები მომწონდა – უცხო და სხვანაირად აწყობილი. ჩვენებური, ქართულ-რუსულ-ევროპული ზღაპრები მობეზრებული მქონდა – დედინაცვალი გერს აწვალებს, მერე წითელ ქუდს კერავს, მერე ჯუჯები გამოდიან და ასე შემდეგ… უცხო ქვეყნების ზღაპრებს კი აბსოლუტურად სხვა, ზღაპრული, წარმოუდგენელი სამყაროს ჩვენება შეეძლოთ.

7. ასტრიდ ლინდგრენი – აქ ზედმეტია რაიმეს დამატება.

ქართველებიც არ დავივიწყოთ – საკლასო პროგრამაში ყველა ძირითადი რამ, რაც გავიარეთ, შეიძლება ტოვებს კიდეც ადამიანზე დიდ გავლენას, მაგრამ ვერ იტყვი, რომ გიყვარს ან რომ გადაიკითხავ ხელახლა. ამის თქმა მხოლოდ ორ მწერალზე შემიძლია, რომლებიც არ შედიოდნენ საკლასო ლიტერატურაში და რომელთა ხელახლა გადაკითხვა ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რამეს გვძენს ჩვენ:

8. გურამ დოჩანაშვილი – ძალიან ღრმა და ფილოსოფიური, ალეგორიებით აღსავსე და მშვენიერი მაგალითების მომცემი.

9. ოთარ ჭილაძე – უმძიმესი და ურთულესი ენა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით წერდა და შენც ერთი ჩასუნთქვით უნდა წაიკითხო, თორემ ვერაფერს გაიგებ.

სხვა, სერიოზული ლიტერატურა და არა მარტო, კლასიფიკაციისა და სისტემის გარეშე:

10. ალექსანდრე დიუმა-მამა, სომერსეტ მოემი, ჰარუკი მურაკამი, ანტონ ჩეხოვი, მიხაილ ბულგაკოვი, ტერი პრეჩეტი, აგატა კრისტი, იან ფლემინგი, ალისტერ მაკლინი, ჯეიმს ჰედლი ჩეიზი, არტურ ჰეილი, რექს სტაუტი და კიდევ უამრავი, რომლებიც უკვე აღარ მახსენდება.

დაბოლოს, ჩემი ყველაზე საყვარელი ჟანრი – ფანტასტიკა:

11. ჯორჯ რონალდ რუელ ტოლკიენი

12. ჯორჯ რ. რ. მარტინი

13. აიზეკ აზიმოვი

14. ფრედერიკ პოლი

15. ფრენკ ჰერბერტი

16. ჰერბერტ უელსი

17. როჯერ ჟელიაზნი

18. რობერტ ჰაინლაინი

19. კლიფორდ საიმაკი

20. რობერტ შეკლი

21. ფილიპ დიკი

22. დუგლას ადამსი

23. კურტ ვონეგუტი

24. ურსულა ლე გუინი

25. ჰარი ჰარისონი

26. სტივენ კინგი

27. არტურ კლარკი

28. ძმები სტრუგაცკები

29. რეი ბრედბერი

აი, ყველა ის ავტორი, ვინც გამახსენდა და ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ცალკეულ ნაწარმოებებს ნუ მკითხავთ, მაინც ვერ დავასახელებ. როგორც თავიდანვე დავწერე – თითოეულმა ამ მწერალმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მთლიანობაში, მთელი თავისი შემოქმედებით.

P.S. ბლოგერებო, შეგიძლიათ აიტაცოთ და თქვენ-თქვენი საყვარელი მწერლები ჩამოწეროთ.

One thought on “30 საყვარელი მწერალი

  1. ძმობას გაფიცებ მანდედან რამდენი მწერალი გაქვს გუგლით ნაპოვნი ვაფშე რომ არ იცოდი ისეთი?😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s