ავტობუსი და დაუბანელი მაჩვი

სხვათა შორის, მარტივი აღმოჩნდა პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არ ხმარობენ ქართველები დეზოდორანტებს (და სხვა მსგავს ჰიგიენურ საშუალებებს).

ორნაწილიანი პასუხია: ძვირია და სუნი არ მოწონთ.

მართლა, მართლა – აწუხებთ მძაფრი ალკოგოლურ-ფერმენტებიან-რაღაცნაირი ქიმიური სუნი. ვერ იტანენ, მიუჩვევლები არიან, არ იციან რა ქნან, როცა ეს სუნი სცემთ. შესაბამისად, უცხო რამეს არ ეკარებიან.

და ძვირიც არის – დამეთანხმებით და, 5 ლარი ღირს საშუალოდ დეზოდორი, რომელიც დაახლოებით ორი-სამი კვირა ყოფნის ადამიანს.

ხოდა რა გინდათ ეხლა, თაობების განმავლობაში არ ყიდულობდნენ, იმიტომ რომ ადრე კიდევ უფრო ძვირი იყო და ვერ შეეჩვივნენ. ეხლა კიდე ვერ შეჩვეულებიც აღარ ყიდულობენ – იმიტომ რომ საჭიროებას ვერ ხედავენ.

რამე უნდა მოვიმოქმედოთ და მასებში შევიტანოთ განათლება.
სასწრაფოდ.

Advertisements