დაზოგვის ეკონომია

ახალგაზრდობაში გავიცანი ერთი კაცი, ეკონომისტი, რომელიც ძალიან ამაყობდა იმით, რომ ყველაფერზე ფულს ზოგავდა. საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, მიუნხენის ერთ–ერთ კვლევით ინსტიტუტში. ეკონომიკისა და ფინანსების განხრით, რა თქმა უნდა.
მახსოვს, ამაყობდა იმით, რომ არ ხმარობდა ოდეკოლონს – წვერის პარსვის მერე. დეზოდორს და დუშ–გელს კი ვყიდულობო, დამამშვიდა, როცა ცოტა გავიკვირვე.
ოდეკოლონის გარდა, ასეთი საინტერესო რამ მითხრა – არასოდეს ვყიდულობ კალმებსა და ფანქრებსო. მაშინ ჯერ კიდევ ის დრო იყო, ბევრი წერა რომ გვიხდებოდა ყველას ფურცელზე.

აბა რას შვები მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა – სამსახურიდან გამომდინარე იმდენ ღონისძიებაზე მიწევს ხოლმე მოხვედრაო, რომ იქ სულ უფასოდ არიგებენ კალმებს და ფანქრებსო. ეს კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, სიმპოზიუმები სულ მაგისთვის არისო – ფანქრები და პასტები მომაქვს ბლომადო. თან, მარტო თავისას კი არ დაავლებდა ხოლმე ხელს, არამედ ყველა სხვა ზედმეტ ფანქარს ჩაიჯიბებდა ხოლმე: სხვების დატოვებულებს, სასტუმროსა თუ ტრენინგ ცენტრში უპატრონოდ დადებული პასტებიც კი ვერ გადაურჩებოდნენ ხოლმე მის რისხვას.

მაშინ გულიანად გამეცინა კიდეც და მეუცნაურა ამ კაცის ასეთი ახირება. დღეს კი დავაკვირდი და ჩემშიც ვიპოვნე ასეთი ჩვევა – ბლოკნოტ–კალენდარ–რვეულები. დიდი ხანია აღარ მიყიდია, სულ სადღაც “მირიგებენ” და მჩუქნიან.

ეხლაც დამჭირდა ახალი ბლოკნოტის ყიდვა – Coursera-ზე დავიწყე ერთ–ერთი სასწავლო კურსის გავლა და სერტიფიკატის ასაღებად ბევრი სამეცადინო მაქვს. დავაპირე საკანცელარიოში წასვლა და ახალი, სპეციალურად სასწავლებლად გამოყოფილი ბლოკნოტის ყიდვა, მაგრამ სამუშაო მაგიდის უჯრაში ვიპოვნე მორიგი ბლოკნოტი – ხელუხლებელი და ცარიელი, რომელიც მშვენივნად გამომადგება.

თან, დავზოგავ 10–15 ან 20–25 ლარს. მერე რა, რომ 2010 წლის ბლოკნოტია🙂

6 thoughts on “დაზოგვის ეკონომია

  1. same here😀
    ნუ ოღონდ მე მაგის მეასედ ტრეინინგ/შეხვედრებზე არ დავდივარ, რასაც შენ. სამსახური მჩუქნის წლის ბოლოს. ჯერ კიდევ 2012 და 2013 წლის ბლოკნოტები მაქვს. რამდენიმე თვეში კი 2014 წლის მექნება.

    ჩემი კურსი coursera-ზე ოქტომბერში იწყება და აპრილიდან ველოდები. ჩამომეძინა უკვე.
    თან მართვის მოწმობის აღება მინდა და შესაბამისად, მაგაზე სიარული. 2010 წლის ოქტომბერში ვიარე და მერე საჭესთან ჯდომის აზარტში ისე შევედი ( თან ისიც გავიხსენე, რაც მამაჩემმა 13 წლის ასაკში 2000 წელს ანუ 13 წლის მასწავლა), რომ თეორიის წიგნი გვერდით გადავდე. ხოდა უნებისყოფობა In action.

  2. საახალწლოდ ნაჩუქარ ყოველდღიურ ბლოკნოტებს აქვე კოლეგებს შოკოლადებში ვუცვლი ხოლმე😀

      • ყოველდღიურები არ მიყვარს, შოკოლადი მირჩევნია და არაყოველდღიურებს ვინახავ ხოლმე და სადმე თუ მომეწონა, ვყიდულობ კიდეც😀 თუ დაგაკლდება ბლოკნოტები წლის ბოლოს, ამომიარე შოკოლადებით😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s