არა – თეოკრატიას!

ara-teokratias

ყველაფერი მარტივად იწყება – ჯერ გიყვებიან ამბავს და გაჯერებენ. ცდილობენ, ბავშვობიდანვე ჩაგაგონონ და მოგაწონონ. დაგაჯერონ ის, რაც ერთი შეხედვით, სულაც არაა ადვილი დასაჯერებელი.

მერე შემდეგ ეტაპზე გადაყევხარ – გიგონებენ რაღაც რიტუალებს და გეუბნებიან, ბავშვობაში რასაც გიყვებოდით, ეგრე კი არაა, სხვანაირად არისო. იმ წიგნში რაც ეწერა, ეგ არ არის ის, რაც შენ გეგონა. სამაგიეროდ, ეგ წიგნი სხვებმა წაიკითხეს, შენზე ბევრად ადრე და ბევრად უფრო მეტი გაიგესო. მერე ადგნენ, დაწერეს თავიანთი წიგნებიო – და აი უკვე მაგას უნდა დაუჯეროო.

რიტუალები რთულია. რაღაც ელემენტარულ წესებს გიხსნიან, ძირითადს და ზოგადს. დანარჩენს კი – გიმალავენ. ნაჩქარევად ბუტბუტებენ და ნახევრად ყლაპავენ მარცვლებს – ეჩქარებათ. ღმერთმა უწყის, საით ეჩქარებათ. ალბათ, შენნაირი მეორეს მონახვა ეჩქარებათ, რომ ისიც მოატყუონ.

მერე ლეველები რთულდება – როგორც თამაშებში: ვალდებულებები გიჩნდება. აკრძალვები. გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო და რა – არა. რა შეიძლება შენნაირებისთვის და რა არის სასიკვდილო ცოდვა. თან, შეპარვით – უფლის ნებაზე დაყრდნობით.

ყველა სიკეთესთან ერთად, რაც უფრო მეტ ხანს ატარებ მათთან, მით უფრო ნაკლები კითხვის დასმის უფლება გაქვს. თავიდან ბავშვი ხარ და ეკითხები: რა, როგორ, რატომ, საიდან? მერე მოზარდი ხდები და უხერხულ კითხვებს იწყებ: ნუთუ მართლა ორი ადამიანისგან? ანუ როგორ? და-ძმამ “იმასქნა”? და დინოზავრები არსებობდნენ? და კოსმოსი? აქ გასტოპებენ, ერთი-ორ სასჯელს მოგარჭობენ და დაგარიგებენ: მეტი ასეთი უაზრო კითხვები არ დასვაო.

მერე, მოზრდილი/ზრდასრული/ბებერი იქნება ადამიანი და მოუნდება კითხვა – კანტზე/ჰეგელზე, გრამშიზე და კირკეგორზე, ალბათ ჰიტლერზე და სტალინზე, თერმოდინამიკის მეორე კანონზე და სიმების თეორიაზე, პაზოლინიზე ან ჰარი პოტერზე… და ანათემას თუ გადაურჩა, მადლობელი უნდა იყოს ღვთის🙂

არსებობს რამდენიმე ძირითადი პოსტულატი, რაზეც იგება ხალხის დამონება/დაბნელების სტრატეგია. პირველი და კლასიკური: “ღმერთი სიყვარულია”. ოღონდ, არ უნდა გადაუხვიო მის აკრძალვებს, თორემ დედას უტირებს ყველას და ყველაფერს.

“ღმერთის უნდა გეშინოდეს” – იგივე სფეროდანაა. რატომ უნდა მეშინოდეს, იმას თუ ვუყვარვარ?

“ჭეშმარიტების გზით იარე და ღმერთთან მიხვალ” – თუ რაღაც მსგავსი. ანუ, რასაც გეტყვით, უნდა გააკეთო და სამაგიეროდ, გაუგებარ და დაუზუსტებელ სიკეთეებს მიიღებ.

ყველაზე მეტად ეს მომწონს: რელიგია ისეთი რამეა – უნდა ირწმუნო, სხვანაირად ვერ აგიხსნის ვერავინ. რისი ვირწმუნო – რაც არ არსებობს? ან არსებობს და ცოცხალი თავით არ უნდა, რომ დამენახოს.

ეს და მსგავსი ტექსტები მხოლოდ ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის შეტანას ემსახურება. თორემ ადამიანს, რომელსაც მართლა უნდა, დაიჯეროს და გაიგოს რაშია საქმე – ვერაფერს ეუბნება. ხო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია სჯეროდეს რაღაცა ზებუნებრივი ძალის, უფრო კომფორტულად და დაცულად გრძნობენ ხოლმე თავს ამ შემთხვევაში.

მაგრამ…

სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით – რომ რელიგია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ჩამოყალიბების პირველად ეტაპზე საჭირო წესების ერთობლიობა იყო. ადამიანს აშინებდა ყველაფერი, რისი ახსნაც არ შეეძლო პირდაპირ – ამიტომ ანიჭებდა ყველაფერს ზებუნებრივ ძალას და ცდილობდა, ამით გაემართლებინა ბუნებრივი მოვლენები. მერე კი საჭირო გახდა ხალხის მასების მართვა და დამორჩილება – სწორედ რომ კარგი ინსტრუმენტი იყო რელიგია (ნებისმიერი რელიგია), რომელიც გარკვეულ აკრძალვებს აწესებდა და საზოგადოებას ჩარჩოებში აქცევდა. დღევანდელ ადამიანს უკვე კანონები აქვს, რომლებიც იგივეს აკეთებს – კრძალავს ქურდობას, მკვლელობას და სასჯელით გემუქრება.

მოდი შევხედოთ დღევანდელ ქართულ რეალობას. რამდენიმე კითხვა მაქვს და იმედია, ვინმეს ეცოდინება პასუხი: რატომ არის გაიგივებული მართლმადიდებლობა ქართველობასთან? რატომ გვაძალებენ: თუ ეკლესიის არ გჯერა, ესე იგი სამშობლოს მოღალატე ხარ?

რითი ასაბუთებენ-თქო, რომ ვიკითხოთ, რა აზრი ექნება? ეგენი არაფერს ასაბუთებენ, რაღა ამაზე შეიწუხებენ თავს🙂

საერთოდ, რას ნიშნავს ეს სიტყვა – ქართველობა? რას კონკრეტულად? ყანწის სმას? ქალის პატივისცემას? უფროსის პატივისცემას? სტუმარ-მასპინძლობას? მტერთან დაუძინებელ ბრძოლას ქართული მიწა-წყლის სადარაჯოზე? ბოლოს და ბოლოს, გლეხურ-ფერმერულ შრომას?

არა.

ქართველობა ნიშნავს რეგრესს. წიგნების არ-კითხვას. ქალების სადღეგრძელოს მერე სახლში მათ ცემას და დედის გინებას. უფროსის პატივისცემა და სტუმართ-მასპინძლობა კანტი-კუნტად შემორჩა. მტერთან ბრძოლა ვნახეთ 2008-ში. ქართველ გლეხს თოხის მოქნევა ეზარება, უცხოტომელ მეზობელს კი წელიწადში ორჯერ მოყავს იგივე მიწაზე მოსავალი.

რეგრესი – ესაა 1000 წლის წინანდელი აკადემიები იყალთოში და გელათში. იგივე ეკლესიის მსახურნი კი დღეს წიგნების კითხვას უკრძალავენ ხალხს. გასაგებია, რომ მაშინ მხოლოდ რამდენიმე წიგნი ქონდათ და იმას ასწავლიდნენ, რაც შეეძლოთ. დღეს კი საკმარისზე მეტი წიგნი აქვთ, მაგრამ არაფერს აღარ ასწავლიან.

რეგრესია, როცა ქვეყანაში არაფერი არ იქმნება – როცა მანქანა, ტელეფონი, ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური მიღწევა უცხოურია, როცა გამომგონებლები, მეცნიერები, მედიკოსები გარბიან შენი ქვეყნიდან (ან, სულაც, არც არსებობენ შენს ქვეყანაში).

რეგრესია, როცა კრძალავ პირად ჰიგიენას და სუნამოებთან ერთად დეზოდორებს, რეგრესია როცა ზღვაზე წასვლას კრძალავ, რეგრესია, როცა მთელი ერის დაბრუნება გინდა არა შუა საუკუნეებში, არამედ უფრო ადრეულ ხანაში.

ერსა და საზოგადოებას როცა ყოფ ორ ნაწილად: ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით – ესეც რეგრესია. როცა არაქართველი სალანძღავ სიტყვად გადაიქცა, როცა განვითარებასა და წინსვლას ებრძვი.

ვიცით კი საერთოდ, რა გვინდა ქართველებს? აი გლობალურად და ზოგადად, რა გვინდა. საით მივდივართ? რამე მიზანი გვამოძრავებს? ქართულ საზოგადოებას ვგულისხმობ – ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანლებს, ქურთებს, ჩინელებს და ინდოელებს, რუსებს და უკრაინელებს – ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

და ბარემ ისიც მითხარით – თუ 2000 წლის წინანდელი წესებით გვინდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

ვწუხვარ, რომ ათასობით ადამიანს რწმენა, რელიგია, ეკლესია ერთმანეთში ერევა. ვწუხვარ, რომ ხალხის უმეტესობა დროს და ენერგიას უქმად ხარჯავს – მხოლოდ მექანიკურად ემსახურებიან რაღაცას, რაც არც კი ესმით ბოლომდე. საქმის კეთება ხომ სულ სხვაა.

5 thoughts on “არა – თეოკრატიას!

  1. ეჰ, შენნაირები უმცირესობაში არიან…….

    მაინც ირანიზაცია მიდის და არ კიდია ხალხს შენი ლოგიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, ბიოლოგია და საერთოდ აზროვნება და მეცნირება ? მთავარია რომ კაბიანი ბიზნესმენები იყვნენ კარგად, მათი ბიზნესები და ძალაუფლება გაიზარდოს

    არაფერი არ გვეშველება😐

  2. ცოტა მწირი ლექსიკითაა დაწერილი და ეს დაუტოვებს ზოგიერთს გადმოცემული აზრის უნდობლობას, თორე შინაარსობრივად მშვენიერია…:)) ათეისტური ფილოსიფიის მოკლე ექსკურისა…ყველა საღად მოაზროვნე უნდა იზიარებდეს მსგავს შეხედულებას რელიგიების მიმართ…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s