ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

geofootballქართული ფეხბურთის Dream Team-ის შედგენა რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ამიტომ ბლოგზე გადმოვიტან ფეისბუქიდან დისკუსიას და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც მე ვადგენ სიას, ერთი ფეხბურთელი ავტომატურად უკვე ჩასმული მყავს: ბორის პაიჭაძე.

დანარჩენ წევრებზე კი გავმართოთ დისკუსია – შემომთავაზეთ ვარიანტები.

მოკლედ, ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის “საოცნებო” გუნდის შედგენის კრიტერიუმები ორნაირია:

1. შევარჩიოთ 11 ყველაზე ცნობილი, ყველაზე წარმატებული ან ყველაზე “მაგარი”, მათი სათამაშო პოზიციის მიუხედავად;

2. შევარჩიოთ 11 ფეხბურთელი კლასიკური განლაგების შესაბამისად: მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა. შემოთავაზებული სქემა: 4-4-2

ახლა კი, საკუთრივ კანდიდატები:

  • დავით ყიფიანი
  • მურთაზ ხურცილავა
  • ოთარ გაბელია
  • მანუჩარ მაჩაიძე
  • მიხეილ მესხი
  • თემურ ქეცბაია
  • ვლადიმერ გუცაევი
  • ალექსანდრე ჩივაძე
  • ვიტალი დარასელია
  • გიორგი ქინქლაძე
  • სერგო კოტრიკაძე
  • ირაკლი ზოიძე
  • ცხადაძე
  • კახა კალაძე
  • ნემსაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • ლევან კობიაშვილი
  • ასათიანი
  • ყენია
  • ჯაბა ანანიძე 
  • შოთა არველაძე
  • იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • თენგიზ სულაქველიძე
  • ღოღობერიძე
  • სლავა მეტრეველი
  • კალოევი
  • ილია დათუნაშვილი
  • გრიგოლ ცაავა
  • რევაზ ძოძუაშვილი

გთხოვთ, მომწეროთ დამატებით ინფო კანდიდატურებზე: სახელები, თამაშის წლები და სათამაშო პოზიციები.

რამდენიმე დღეში გავაკეთებ კითხვარს და ერთთვიანი გამოკითხვა გავუშვათ ფეისბუქზე, ფორუმზე და ა.შ.

P.S. შეგვიძლია გამოკითხვა უკვე დავიწყოთ – https://www.facebook.com/questions/503485949710474/

5 thoughts on “ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

  1. 1. გელა კეტაშვილი;
    2. დავით მუჯირი;
    3. მიხეილ ყაველაშვილი
    და კიდევ უამრავი …..

    რთულ საქმეს შეჭიდებიხარ და ძალიან ცოტა ფეხბურთელი გყავს ჩამოთვლილი.
    ანანიძეს დაწერა ყიფიანის გვერდით ცოტა ადრე მეჩვენება.

  2. მრავალი გამოჩენილი ფეხბურთელი გვყავდა მაგრამ მე პირადად გამოვყოფ მალხაზ ასათიანს, როგორც ერთ ერთ ყველაზე მოაზროვნე ფეხბურთელს..

  3. გიგა ჩემეული Dream Team ასე გამოიყურება:

    1.გაბელია – მეკარე
    2.კალაძე – დაცვა მარცხნივ
    3.ჩივაძე – ცენტრი
    4.ხურცილავა – ცენტრი
    5. გელა კეტაშვილი -დაცვა მარჯვნივ
    6. გიორგი ნემსაძე – საყრდენი
    7.დავით ყიფიანი – გამთამაშებელი
    8. მიხეილ მესხი – მარჯვენა ფრთა
    9. კობი – მარცხენა ფრთა
    10. შოთა არველაძე – თავდასხმა
    11. ბორის პაიჭაძე – თავდასხმა (გიგას ხათრით)

    მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

    შეცვლა:
    12. ნიკა ჩხეიძე
    13. თემურ ქეცბაია
    14. გიორგი ქინქლაძე
    15. კახი ცხადაძე
    16. ზურა ხიზანიშვილი
    17. ვოვა გუცაევი
    18. გოგა გახოკიძე

  4. ნუ ვინაიდან მე უშუალოდ ჩართული ვიყავი ამ საკითხის შესახებ დისკუსიაში, აქ აღარ დავპოსტავ. უბრალოდ 1 თვით რომ დადებ სადმე, შემატყობინე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s