10 რამ, რაც უნდა აკეთო ყოველ სამუშაო დღეს

1. წავიკითხო რამე, რაც ჩემს საქმიანობის სფეროს ეხება.

2. წავიკითხო რამე, რაც ბიზნესის განვითარებას შეეხება.

3. გავგზავნო მინიმუმ ორი იმეილი ძველ კოლეგებთან კონტაქტის შენარჩუნებისათვის.

4. დავცალო პირადი მეილების ინბოქსი და შევეცადო, ყველა წერილზე გავცე პასუხი.

5. დავეკონტაქტო ჩემი სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს და გავიგო, სამუშაოს რა ეტაპზე არიან.

6. ყველა დაქვემდებარებულ პირთან მოკლე, არასამსახურებრივი დიალოგი ვიქონიო.

7. გადავხედო ჩემი კომპანიის სამ უმთავრეს მიზანს, რომელიც ემსახურება მის ზრდას.

8. შევასრულო ერთი ამოცანა, რომელიც ამ სამი უმთავრესი მიზნის შესრულებას ემსახურება.

9. ჩემს სოცმედია ექაუნთზებიდან რამდენიმე უმთავრესზე ხუთი შინაარსიანი განახლება მაინც გამოვაქვეყნო.

10. ერთი სრული წუთი დავხარჯო დღეში იმისათვის, რომ გავიაზრო, რა გამაჩნია, სად ვარ და დავაფასო ეს.

P.S. ეს ჩემი თავისუფალი თარგმანია, შეგიძლიათ ორიგინალს აქ გაეცნოთ.

Advertisements