რა არის ჩვენი?

ქართველებს არ გვყავს მოაზროვნეები.

აი ის ხალხი არ გვყავს, ფილოსოფიურ დონეზე რომ ჩამოაყალიბებენ და დაამტკიცებენ, რას ნიშნავს ქართველობა, თვითმყოფადობა, თავისუფლება, მამული და ენა, სარწმუნოება რა ყურითაა მოთრეული თუ მართლაც ერთ-ერთი ქვაკუთხედია…

დღეს ყველას თავისი გადმოსახედიდან აქვს მოფიქრებული ამ რამე–რუმეების განმარტებები და კაცმა არ იცის, ვინ რას გულისხმობს ამ თითოეულ ტერმინში თუ ცნებაში.

აი ეგეთები ოხრად ყავდათ გერმანელებს, ინგლისელებს, ფრანგებს, რუსებს, ამერიკელებს…

ჩვენ ერთი გვყავდა და ისიც მოკლეს. ნუ კაი, ხო: ერთი არა და ხუთი ან ათი.

მაგრამ ეს ცოტაა, ბევრად მეტი გვჭირდება – და ბევრად უფრო ახალი და თანამედროვე უნდა იყოს ეს იდეოლოგია – უნდა მოერგოს 21-ეს, და არ უნდა იყოს დარჩენილი შუა საუკუნეებში.

დანარჩენს მერე განვავრცობ, ახლა ტელეფონიდან ვწერ🙂

8 thoughts on “რა არის ჩვენი?

  1. გიგა, გრიგოლ რობაქიძის “საქართველოს სათაავეები” წაიკითხე. ეგეთი მოაზროვნეები ყველას თითზე ჩამოსათვლელი ყავს. უბრალოდ გერმანელებს, ფრანგებს და ამერიკელებს თავისი წაკითხული აქვთ. ჩვენც იმათი გვაქვს წაკითხული და პრობლემაც ამაშია. საკუთარს არ ვიცნობთ. წაიკითხე “საქართველოს სათავეები” და მგონია, რომ შეიცვლი აზრს.

      • სამწუხაროდ არ მაქვს. ელექრონული ვერსია მემგონი არ არსებობს. მე მახსოვს, რომ ვიღაცას ასლი გამოვართვი და დავუბრუნე. წიგნიც დეფიციტი იყო, მაგრამ ეხლა ხომ გამოვიდა რობაქიძის სრული კრებული. წესით იქ უნდა იყოს.

    • რას ქვია “რა ხეირი”? შეხედე ბრიტანელებს, ამერიკელებს, ფრანგებს, ესპანელებს, იაპონელებს – ამაყობენ თავიანთი ერითა და წარმომავლობით. საფუძვლიანად ამაყობენ, იციან რატომ.

      ჩვენ კი უსაფუძვლოდ, სადღეგრძელოებში ყურმოკრული შრომისმოყვარებისა და სტუმარ–მასპინძლობის უნარების გამო ვიჩემებთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ.

      • არ მგონია პირადად შენ გჭირდებოდეს ვინმეს დახმარება, ქართველობის განსასაზღვრავად და ვისაც სჭირდება არ მგონია წაიკითხოს და მოისმინოს.

        ისე, მგზავრის წერილები მაგიდის წიგნი უნდა იყოს ჩვენთვის. თან ისე კი არა – მაგიდაზე რომ დევს გამოსაჩენ ადგილას და გადაფურცვლას ელის. აო უნდა დაიფლითოს კითხვაში… ან ქინდლი უნდა დაგიჯდეს, იმდენჯერ წაიკითხო.🙂
        და დეპუტატობის კანდიდატს თუ წაკითხული არ აქვს საფუძვლიანად, ხმა არ უნდა მისცეს ამომრჩეველმა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s