გუშინ, დღეს, ხვალ

ადრე არასოდეს მიყვარდა დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული აჟიოტაჟი.
არ ვიცი, რითი აიხსნება ეს – მძიმე ბავშვობით თუ დუხჭირი თინეიჯერობით, როცა შენი დაბადების დღისთვის არავის ეცალა და ახალი წელიც ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო – ცივი, ბნელი და ნავთის ქურით გალამაზებული.
საჩუქრებს მჩუქნიდნენ 9 წლამდე, სანამ თოვლის ბაბუის მსგავსი რამის მჯეროდა, მერე კი აღარ ჩათვალეს საჭიროდ – გაიზარდა ბავშვიო. არადა, ის ვერ მოიფიქრეს, რომ ახლა უკვე თავისი სახელით ეჩუქებინათ…
მერე რა ხდებოდა, ყველამ იცის: 90-იანები მოსული იყო და თავისი დაუნდობელი გაჭირვებით, შიმშილით, ძმათამკვლელი ომით და ყაჩაღობით შეცვალა ნირი თბილისელების.
90-იანების ბოლოს კი თინეიჯერობაც დასრულდა და ლუკმა პურის საშოვნელ და საგანმანათლებლო ფერხულში ჩავებით – მე და ჩემნაირები, Generation Y-ს უკანასკნელი წარმომადგენლები.
საბოლოოდ ჩამოვყალიბდი უჟმურ, ბრაზიან და დღესასწაულთმოძულე ინდივიდად, რომელსაც უმძიმს დამატებითი ხელოვნური სიხარულის გამოვლინება და არც ესმოდა, კიდევ ერთი ბიოლოგიური წლის მატება როგორ უნდა უხაროდეს ადამიანს.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც სურათი იცვლება – ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც დღესასწაულებზე თუ ვერ, მაგრამ აი საჩუქრებზე კი ნამდვილად შემაცვლევინა აზრი: საჩუქრის არსი არა დღესასწაულია, არამედ ყურადღებისა და ზრუნვის გამოხატვა. როდესაც გიყვარს ვინმე, მისთვის არაფერი არ გენანება – და ყოველთვის მზად ხარ სულ მცირედი სიხარულიც კი გაუნაწილო. ეს კი გამოიხატება ყურადღებაში – ამ ადამიანის საჭიროებისა და სურვილების ცოდნა/გამოცნობაში.
დაბოლოს, რამხელა სიხარულია, როცა სხვას ახარებ! ადრე არ მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე🙂
დიდი მადლობა ჩემს თოვლის ბებოს🙂 :-*

3 thoughts on “გუშინ, დღეს, ხვალ

  1. ასწორებს დღესასწაულები როცა გაქვს შესაბამისი განწყობა

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s