საწვავი

ასაკთან ერთად მოდის რომი. მოაქვს სითბო და რაღაცნაირი სიბრძნე. სიმშვიდე და სისავსის გრძნობა. ღვინოს, კონიაკს და ვისკის თავისი მიმართულებები აქვთ, ასევე white russian-ს და მასთან ერთად მისაყოლებელ თრიაქს.
რომი კი სულ სხვაა – შიგნიდან გიკიდებს ცეცხლს. Truly, огненная вода.

Nikon თუ Canon?

ეს კითხვა იმ სერიიდანაა: მერსედესი ჯობია თუ BMW, დედა უფრო გიყვარს თუ მამა და ა.შ.

ჩემთვის დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ – Canon.

დაჩხაკუნების ხმაც კი მაგარი აქვს 🙂

ბრაუზერთა ომი

ინტერნეტ-ბრაუზერებზე მილიონობით ადამიანი ჩხუბობს – რომელი ჯობია?

მე ქრომს ვიყენებ აგერ უკვე 2008 წლიდან – ყველა კომპზე და ტელეფონზე პირველივე პროგრამად მაგას ვაყენებ.

და ხო, სინქრონიზაციასაც კარგად ვხმარობ – ყველა ბუქმარქი თუ პაროლი ერთიანად ინახება და კომპიუტერის მიუხედავად, ხელმისაწვდომია 🙂

მაგრამ აგერ, მაიკროსოფტი ამბობს, კარგი ინტერნეტ ექსპლორერი გამოვუშვიო და უნდა ვცადო ერთი 🙂