შმოტივატორი მსყიდველობითი უნარების გარშემო

ყოველთვის, როცა მოგინდება ახალი ტელეფონი, ახალი ფოტოაპარატი, ახალი კომპიუტერი, ახალი საათი, ახალი სათვალე, ან სულერთია, რამე ახალი და ძვირიანი ნივთი – გადადე ფული.

გადადე ერთი ლარი, ან ათი, ან ასი – თუ არ გაქვს ამ ნივთის პირდაპირ ყიდვის შესაძლებლობა (და ერთიანად გადახდის საშუალება). სწორედ ასე ვაპირებ გავაკეთო – დღეიდან არასოდეს არ ვიყიდი ნივთს, რომელიც 100% არ მჭირდება; პირიქით – მის საყიდელ თანხას გადავდებ და ცივ გონებაზე განვსჯი. თუ ერთიანად ვერ გადავდებ, მაშინ შეგროვებას დავიწყებ. იმ მომენტისათვის, როცა ფული შეგიგროვდება და ის ნივთი ან გაჯეტი კიდევ გინდა – ესე იგი, მართლა გჭირდება და იყიდე (თუ აღარ გინდა, აბა იმ ფულს უფრო კარგ რამეზეც დახარჯავ – უფრო გემრიელად).

ყოველთვის გვინდება ხოლმე ვიქონიოთ რამე ახალი და მოდური, არადა სინამდვილეში ახლანდელი საათიც ჩვეულებრივად გაჩვენებს დროს, მობილური რეკავს და ფეისბუქზეც შედის, სათვალე მზისგან გიცავს და ტანსაცმელიც გამოხეული არ გაცვია – დაფიქრდი.

ჩვენ ხომ ყველანი მომხმარებლურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდამ გვინდა ისეთი ნივთები, რომლებიც რეალურად სულაც არ გვჭირდება.

ნათქვამია:

ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება;

იმ ფულით, რომელიც არ გვაქვს;

იმისათვის, რომ მოვახდინოთ შთაბეჭდილება ხალხზე, რომელიც არ მოგვწონს.

დაფიქრდი და გადადე. გადადე, სანამ ეს სურვილი არ გაგივლის. გადადე, სანამ მართლა არ დაგჭირდება.

ხარ ფოტოგრაფი? მაშინ გჭირდება უფრო ახალი და უფრო კარგი ფოტოკამერა (თუმცა, ძველითად კარგი ფოტოები გამოდის).

თუ არ ხარ – მაშინ ინსტაგრამზე 2 მეგაპიქსელიან სურათებსაც კარგად დადებ, ფანრიანი ნოკიით გადაღებულს.

 

ხარ პროგრამისტი/დიზაინერი/ბიზნესმენი? კი, მაშინ გჭირდება ახალი კომპიუტერი და აქსესუარები.

არ ხარ? მაშინ ძველი კომპითაც შეხვალ ფეისბუქზე და ეჩეტავები შეყვარებულს სკაიპში.

 

P.S. პოსტი დაწერილია თვითშთაგონებისათვის – არ იყიდო ის, რაც არაფერში არ გჭირდება – როცა დაგჭირდება, თავისით მოვა😉

 

მაგალითისათვის – მინდა ქენონის რამე კარგი ფოტოაპარატისა (და ობიექტივის) ყიდვა. დავუშვათ, ეს ყველაფერი 1500 აშშ დოლარი ჯდება. განვადება/სესხი კი მაძლევს საშუალებას, რომ ახლავე ვიყიდო, მაგრამ ეს აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოტოაპარატით მე ჩემს სარჩოს ვშოულობ – ოჯახს თუ ვარჩენ ან ჩემი პროფესიის ნაწილი მაინც თუა.

თუ მხოლოდ ჩემი მოყვარული ფოტოგრაფობის სურვილის დასაკმაყოფილებლად მინდა, მაშინ რატომ გადავიხადო მეტი და რატომ ვიჩქარო? არაფერში არ მჭირდება დღესვე – ამიტომ გადავდებ თვეში 100 დოლარს და ერთ წელიწადში ვიყიდი – გაისად. თუ მენდომება – ხომ კაი; თუ არა და – დასასვენებლად წავალ სადმე თბილ ქვეყანაში და ჩემი ტელეფონით გადავიღებ პლიაჟზე საინსტაგრამო სურათებს.

9 thoughts on “შმოტივატორი მსყიდველობითი უნარების გარშემო

  1. ვაიმეეეეე!
    ეს ლინკი რომ დამიდე, პირველი რაც გავიფიქრე: ეს პოსტი რატომ არ ვიცოდი???
    თურმე ახალია.
    ხოდა “შმოტივატორი”?😀
    ისე აი ზუსტად ისე დაემთხვა და თანაც შემთხვევით, რომ ჩემი ფბ სტატუსი და ეს შენი პოსტი ერთსა და იმავე ქვაბიდანაა.
    აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში.
    ალბათ ჩემთვის არავინაა ისეთი კარგი და თვალსაჩინო მაგალითი, როგორიც საკუთარი თავი. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაზოგვა და როგორ ხდება დაზოგვა. ხშირად ყოფილა, რომ სტუდენტობისას (მაშინ, როდესაც არ ვმუშაობდი) დედაჩემის მოცემული 10 ლარიც კი ანაბარზე შემქონდა და დედაჩემი გიჟდებოდა, ვერ ხარო.
    ხოდა აი მე ვიწყებ დაგროვებას გალაქსი S 3-თვის ( ისე არასოდეს ვყოფილვარ მობილური ტელეფონის პრეზენტაციაზე და რა სიმბოლურია, რომ მაგის პრეზენტაციაზე ვიყავი).

    • ხოდა როგორც ტაილერ დურდენი იტყოდა: “The things you own end up owning you.”
      ხოდა now Samsung galaxy S3 is owning me.

    • ხო, კაკ რაზ დაემთხვა – ეს პოსტი დავწერე და მერე შენი პოსტი ვნახე :)))

      • აააა ოკი.😀

        შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, გეცოდინება რატომაა სხვადასხვა მაღაზიებში s3-ზე სხვადასხვა ფასები… და ისიც გეციდონება, რომელ მაღაზიაში ვიყიდო.

    • ხო, მოტივატორი–შმოტივატორი, პარლამენტი–შარლამენტი და ა.შ.🙂

  2. ოო, სულ რამდენიმე ლარშია განსხვავება და მთავარია, გარანტიას რა პირობებით მოგცემენ🙂

  3. ამოვბეჭდო, გავიკრა, რა ვქნა?… (რიტორიკული).
    ესეთი შეგონებები შიგადაშიგ როგორ მჭირდება ხოლმე…

    აი ახლაც. რაღაც ჩანთა/საათი/ჩექმა მომწონს. ღრმად ვსუნთქავ და ხელახლა ვკითხულობ პოსტს.~

    პ.ს. სარკული მეც დიდი ხანია მინდა, მაგრამ ასევე ვითრევ ფეხს, იმიტომ რომ საღლაბუცოდ მობილიც მყოფნის🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s