Samsung Galaxy Note 2-ის მიმოხილვა

დღეს ჩამივარდა ხელში შესანიშნავი ახალი ტელეფონი – Samsung Galaxy Note 2. დიდი მადლობა სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობას – Samsung Georgia-ს, რომელიც შესაშური პერიოდულობით გემრიელ და საინტერესო ტექნიკურ მოწყობილობებს გვთავაზობს ხოლმე.

უახლოეს დღეებში ტელეფონი შემოვა გაყიდვაში თითქმის ყველა მაღაზიაში, დღეს კი უკვე მისი ყიდვა შეიძლება მაღაზია ზუმერში 1267 ლარად.

სამწუხაროდ, წინა მოდელი – Samsung Galaxy Note-ის მიმოხილვა ვერა და ვერ დავამთავრე – არადა, ერთი კვირით მქონდა გადმოცემული სატესტოდ. ახლანდელ, ახალ მოდელს კი მხოლოდ ერთი დღით დავეუფლე და, შესაბამისად, უფრო მობილიზებული ვარ🙂

დავიწყოთ კრიტიკით: გასაკვირია, რომ ასე მალ-მალე უშვებს სამსუნგი თავისი ფლაგმანი სმარტფონების ე.წ. “ქილერებს” – რამდენიმე თვეა Samsung Galaxy S3-ის პრეზენტაციიდან გასული და უკვე ახალი, უფრო მძლავრი და უფრო კარგი მოდელი გამოუშვეს.

ყველაზე მეტად ეს მომხმარებელს აყენებს ზიანს – 1000-ლარიან სმარტფონს (ან უფრო ძვირს) ყიდულობ და რამდენიმე თვეში ის უკვე “მორალურად მოძველებული” ხდება🙂

ახლა რაც შეეხება თვით Note2-ს – პირველ რიგში შევადაროთ თავის წინამორბედს – მეორე თაობის ნოუთი კი დაპატარავდა, მაგრამ სტილუსი (S-Pen) ოდნავ გადიდებულია:

იხილეთ ასევე ტელეფონის შედარება Samsung Galaxy S3-თან

ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლები:

ქსელი – 

3G: HSPA+21Mbps (HSDPA 21Mbps / HSUPA 5.76Mbps)

4G LTE: 100Mbps / 50Mbps

Sim-ბარათი – Micro Sim

პროცესორი და ტაქტური სიხშირე – 1.6 GHz quad-core

ოპერაციული სისტემა – Android 4.1 (Jelly Bean)

შიდა მეხსიერება – 16/32/64GB User memory + 2GB (RAM)

დამატებითი მეხსიერება – microSD slot (up to 64GB)

კორპუსი – პლასტიკის, მთლიანი

სტილუსი – S-Pen

ზომები (სიგანე/სიმაღლე/სისქე) – 80.5 x 151.1 x 9.4 მმ

წონა – 182,5 გრ.

ეკრანი – HD Super AMOLED (1,280 x 720)

ეკრანის ზომა (დიაგონალი) – 5,55 დიუმი

კამერა –

მთავარი (უკანა) : 8 Megapixel Auto Focus Camera with LED Flash, BSI

დამხმარე (წინა) : 1.9 Megapixel VT Camera, BSI

ბატარეა – Li-ion 3,100mAh

ვიდეო 

კოდეკები: MPEG4, H.263, H.264, VC-1, DivX, WMV7, WMV8, WMV9, VP8

ფორმატი: 3GP(MP4), WMV(ASF), AVI, FLV, MKV, WebM

Full HD(1080p) Playback & Recording

აუდიო – კოდეკები: MP3, OGG, WMA, AAC, ACC+, eAAC+, AMR(NB,WB), MIDI, WAV, AC-3, Flac

3.5mm Ear Jack

GPS – A-GPS, Glonass

სხვა კავშირი 

  • Bluetooth® v 4.0 (Apt-X Codec support) LE
  • USB 2.0 Host
  • WiFi 802.11 a/b/g/n (2.4 & 5 GHz), Wi-Fi HT40
  • Wi-Fi Direct
  • NFC
  • S Beam

ცოტა მეტი დეტალები აქაა: GSMArena

მოკლედ, ერთი გადასარევი რამ ტელეფონია. თუ ამას ტელეფონი შეიძლება ეწოდოს – პატრონზე უფრო ჭკვიანი სმარტფონია, მთელ რიგ პერსონალურ კომპიუტერებზე უფრო ძლიერია, მოსახერხებელი და დახვეწილი.

ძალიან მომეწონა კორპუსის მასალა – პლასტიკია, ოდნავ მეტალის ეფექტითა და ფაქტურით. რაც მთავარია, მენიუსა და უკან დაბრუნების ღილაკები ბევრად უფრო კარგადაა გაკეთებული – ბევრად უფრო “სუფთად” ანათებს, ვიდრე პირველი თაობის ნოუთზე ან გალაქსი S3-ზე, სადაც ღილაკების განათებისას ბუნდოვნად ჩანდა დიოდის მრგვალი მოხაზულობა:

საბედნიეროდ, დღის განმავლობაში მომიწია სამსახურიდან გარეთ გამოსვლა და რამდენიმე ვიდეოც გადავიღე – Full HD, სრულ ავტომატურ რეჟიმში (თავისი “ძიორგანიებით” და რამე)
მომიტევეთ დასვრილი საქარე მინის გამო🙂
(ვინც სამივე ვიდეოს უყურებს, რაღაც საინტერესოსაც მიაგნებს)

ვიდეო 1 – დღის შუქზე

ვიდეო 2 – კონტრაჟური

ვიდეო 3 – ღამე

სპეციფიკური ტესტები და ბენჩმარკები არ ჩამიტარებია – სამწუხაროდ, დროც არ მქონდა, მაგრამ ასევე არ მინდოდა ზედმეტად ტექნიკური მონაცემებით გადამეტვირთეთ – ვისაც ეს დეტალები აინტერესებს, შეუძლია ადვილად მონახოს სპეციფიკურ ფორუმებსა თუ ბლოგებზე. მოკლედ კი შემიძლია გითხრათ, რომ გალაქსი ნოუთ 2 ძალიან, ძალიან სწრაფი აპარატია, რაც, რაღა თქმა უნდა, მიიღწევა ოთხბირთვიანი პროცესორის მეშვეობით.

გარდა ამისა, მას აქვს მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელიც უახლოეს მომავალში (2015 წლიდან) ინტერნეტის სიჩქარის წარმოუდგენელ სიმაღლეებს ეზიარება (ალბათ მაშინ, როცა ყველა ტელევიზია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, განთავისუფლდება სიხშირეები და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც LTE (4G) სიხშირეების გაყიდვას დაიწყებს).

მოკლედ, ამ სმარტფონს აქვს ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო ფუნქცია, რომელიც ცალკე დარეკლამდება სამსუნგის მხრიდან:

  • ის, რომ ტელეფონის ეკრანი არ ითიშება, სანამ შენ უყურებ
  • ის, რომ NFC ტექნოლოგიით არა მარტო ფინანსური ოპერაციებისა და გადახდების წარმოება შეიძლება, არამედ ასევე ფაილების გადაცემა
  • ის, რომ ნამდვილი მრავალფუნქციურობა აქვს – შეგიძლია ეკრანზე ორი ან მეტი ფანჯარა გახსნა, ვიდეოს უყურო და შეყვარებულს ემესიჯო, ან მეილები იკითხო და სუდოკუ ითამაშო – მოკლედ, რაც გაგიხარდება
  • ის, რომ შესანიშნავი სტილუსის დახმარებით ხელნაწერი ტექსტის შესანიშნავი ამოცნობის სისტემა აქვს – ჩემს ინგლისურ ბატიფეხურ ნაწერსაც ცნობს
  • და ის, რომ აიფონის სირთან (უკაცრავად, სირისთან) შედარებით ბევრად უფრო კარგად ესმის პლეხანოვური აქცენტით ნათქვამი ინგლისური სიტყვები
  • და ისიც, რომ ანდროიდის ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიას, ჯელი ბინს (ჟელესგან დამზადებული, ლობიოს მარცვლის ფორმის მქონე კანფეტი) მოყვება ასევე საკუთარი, ინტეგრირებული ხმოვანი ძიების პროგრამა Google Now

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტო – გადაღებული ნოუთ 2-ით, ასევე სქრინშოტები:

P.S. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სმარტფონზე, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ საბოლოოდ (მგონი, მართლა საბოლოოდ) მივაგენი ჩემთვის სასურველ ტელეფონს. არც ისე დიდია, როგორც მისი პირველი ვერსია, არც ისე მომრგვალებულია, როგორც S3, არც ისე ნელია, როგორც ჩემი ახლანდელი HTC და სხვა და სხვა…

P.P.S. ბმულები მწარმოებლის ვებსაიტებზე: ერთი და ორი

P.S.S. დაინტერესებულ პირებს სიამოვნებით გავცემ კითხვებზე პასუხს🙂

19 thoughts on “Samsung Galaxy Note 2-ის მიმოხილვა

  1. პლუსი მითხარი, რატომ უნდა გადავიდეს კაცი აიფონიდან ანდროიდზე🙂
    ოღონდ გეხვეწები simul-tasking არ მიხსენო :დ წარმოდგენაც მიჭირს შემთხვევის, როცა შეიძლება ტელეფონზე ორ რამეს ვაკეთებდე ერთდროულად :დ
    და მაქსიმალურად real-life მაგალითები მინდა. და არა nfc-file sharing მაგალითად, რომელსაც თვეში ერთხელ გამოიყენებ, ისიც იმიტომ რომ გატესტვა გინდა :დ

    • საქმეც მაგაშია როკო, რომ რეალურად ამხელა ჯაბახანა მოწობილობის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
      ამის გარდა ანდროიდზე ყოველი შეხბის შემდეგ, როცა რომელიმე მოწყობილობას ვტესტავ, ყოველთვის უკმაყოფილო ვრჩები მისი გარეგანი სახით, მინიმუმ, სხვა რამეზე რომ არ ვისაუბროთ.

      • გეთანხმები, აიფონის გარეგნული იერი არის ერთ–ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც აქვს აიფონს🙂

    • როკო, მოკლედ Mecredes vs. BMW კითხვა დასვი ეხლა შენ🙂
      აიფონი, განსაკუთრებით კი ოთხკუთხედი და კომპაქტური 4/4s მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ მაინც, ანდროიდს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
      1. ფასებისა და მოდელების მრავალფეროვნება
      2. სისტემის შედარებით “ღია” ხასიათი, სადაც შენი საკუთარი სურვილით შეგიძლია დააყენო launcher–ი ისე, რომ არ დარუტო/დააჯეილო ტელეფონი
      3. USB-თი შეერთება ისე, რომ ტელეფონი არაა დამოკიდებული ისეთ დამატებით სოფტზე, როგორიცაა iTunes
      4. ვიჯეტები – რომლებიც საკმაოდ კარგად ვიხმარე და ძალიანაც მომეწონა (და რაც არ აქვს აიფონს).
      სხვა მხრივ, მართლა გემოვნების საკითხია imho

    • მაინც ღრმად სადაო საკითხია. nfc-თ შეილება ფაილები არ ათამაშო აქეთ იქით მაგრამ დადგება Google Wallet-ის დროც. თუნდაც იმით ვგრძნობ ანდროიდზე მოქნილობას და კომფორტს რომ დარუთვის მერე ნებისმიერ მოდიფიკაციას ვარგებ (აქ ჩემი ფავორიტი Cyanogen Mod-ია) რაც საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს მიშლის თვალწინ (ოვერქლოქინგი, არგამოსული ვერსიების მორგება ძველ დროიდებზე (მაგ 2.3.7-ს როცა 2.2.2-ს ვერ აცდა ზოგიერთი HTC), და ა.შ.) ბოლოსდაბოლოს მიუხედავად იმისა რომ Apple-ს ვაღიარებ დიზაინ-მასტერობაში მე Google-ს სერვისები უფრო მემსახურება ყოველდღიურობაში ვიდრე მოკბეჩილის რომელიმე ერთი. რაც იმაზე მეტყველებს რომ ანდროიდზე ეს სერვისები შენზეა შემოჭიმული. აგერ HTC-ს ოფიციალურად მოგვცა დარუთვის საშუალება და მარტივი თულიც გამოგვიყო ამისთვის. მოკლედ ანდროიდ-ფონები ჩემთვის მრავალფეროვნებაა. თუმცა რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ აპლიკაციებს სადაც სისხლისმღვრელი ომი არ ჩერდება. P.S. შეიძლება არც ვიცი ვაშლი რა ხილია რადგან კვირაში რამდენიმე საათი მქონია შეხება და სამწუხაროდ ერთად არ გვიძინია. თუმცა ბევრიც წამიკითხავს და ბევრიც მინახავს მის გარშემო.

  2. ვიდეოები კარგი იყო : DDDD მიმოხილვა კიდო უარესი : DDDDDD

    • ცოტა მეტი ტექსტის დამატება შეიძლებოდა – ღილაკების განლაგება, მოხერხებულობა და ა.შ.

  3. დელფის ვეთანხმები🙂
    გაზ21-ზე ხუმრობდნენ – ეს ტანკი არაა, მაგრამ ჯერ არც ავტომობილიაო. ესეა ეს ნოუთებიც სმართფონიდან ტაბლეტის გზაზე შემდგარი ჯაბახანა.🙂

    თუმცა, მარკეტინგულად სამსუნგი რას ჩალიჩობს გასაგებია – რაც ეფლმა ქნა თავის დროზე – ცალკე კლასს ქმნის დივაისების. და, თითქოს, გამოსდისავით.🙂

    მიმოხილვას კი +1

  4. ნუ მიმოხილვა მართლა იყო შიკ ი ბლესკ. ყოჩაღ. ნუ მე ეჭვი არც მეპარებოდა.

    ტაკს, ახლა შემდეგი საკითხები.
    1) სამივე ვიდეოს ვუყურე და არასოდეს გაპატიებ, რომ საქარე მინდა იყო გასარეცხი.😀
    2) გინება გცოდნია, ვერაფერს ვიტყვი😀
    3) ესტაკადისა და ახალი ხიდის პიარში რამდენი გადაგიხადა მერიამ?😀
    4) სამივე ვიდეო ვნახე და საინტერესოსთვის ვერ მიმიგნია.😦 მითხარი რა.
    5) მე შენ სერიოზულ დეპრესიაში მაგდებ. ნუ პრინციპში არამარტო შენ. ვერაფრით ვეღარ ჩამოვყალიბდი, რომელი ვიყიდო. ფულზე აღარ არის უკვე საუბარი, საუბარია, რომელია კარგი, htc one მინდოდა და ნელიაო ზევით დაწერე. ნელი ნამდვილად არ მინდა. აღარ ვიცი რა.😦
    6) არ გაჩუქეს???

  5. სალამი ყველას,
    აბა რა გითხრათ როგორც ყველგან აქაც ეგრეა ის ჯობია ეს ჯობია.
    კაცო ვერ გავიგე ჯობია ის რომელიც გჭირდება და გადგება ეს ერთი🙂
    ყველას აქვს -/+. მე ამის დედავატირე🙂 მაგარი თავისუფალი ქვეყანა არის ამერიკა ხო? აიფონი რატოა ასე კონსერვატიული თუ უფრო სწორად ასე უზურპირებული, რა ძნელია მეხსიერების კარტის დამატება🙂🙂 ან მაგალიტად რა უბედურება ერთი რაიმე ბოდიში და კუანა პროგრამისათვის ეფლის უხადო ფული🙂
    სამსუნგს რაც შეეხება, გაატრაკეს თავისი პლასტმასებით.

    ამ მოდელს რაც შეეხება ჯაბახანააო რო იძახით, ეხლა იმისთვის ვინც სმს-ებს კრიბავს და ალოს მეტი არაფერერში არ ჭირდება კი ტო ჯაბახანაა, მაგრამ აბა მე მკითხეთ თუა ჯაბახან, სამსხურში არარ დავდივარ😉🙂 ყველაფერს სახლიდან ვაკეთებ, ზოგჯერ ტუალეტიდან🙂🙂. სამსახურის სერვერებზე დავქრივარ და ვმუშაობ და თან მსიამოვნებს.
    ჯაბახანისტები ნუ იყიდით კაცო🙂🙂 თუ ვინმემ დაგაზალოთ მე მომეცით.

    და კიდევ ერთხელ შეეშვით ამ უაზრო ეს ჯობია ის ჯობია თუ რაიმეში ერკვევით დაწერეთ რა აქვს ცუდი და რა აქვს კარგი და გადაწყვეტს კაცი უნდა თუ არა🙂🙂

  6. ერთ კაცს სახელად იოსებს, აი, სტალინს რომ ეძახდნენ, ერთი წითელი ტელეფონი ჰქონდა, ერთი დანჯღრეული, ძველისძველი, დისკიანი რამე, ჯაბახანა. არც ტაჩსქრინი ჰქონდა და არც ვაი-ფაი, არც 4 ჯი და მპ3-საც კი არ უკრავდა, მარა რომ აიღებდა ყურმილს, მთელი მსოფლიო სმირნაზე იდგა.
    ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, რავარი ნავაროჩენი ტელეფონია, მთავარია, ვინ მიიტანს ყურთან 🙂

  7. და რატომაა წინაზე უფრო პატარა? რა შეატყვე ასეთი?

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s