WordPress Meetup Tbilisi

Posting a post about WordPress from WordPress on WordPress with Android 🙂

image

Advertisements

მართვის თანამედროვე მეთოდები

მართვა (იგივე მენეჯმენტი) – არის დღეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემა. იდეაში, წინა მთავრობის დროს, კარგი მენეჯერი თუ იყავი, კარგ თბილ მინისტრის სკამს შემოგთავაზებდნენ კიდეც.

დღეს უკვე (ანუ ხვალ) ახალი მინისტრები დაინიშნებიან და კარგმა მენეჯერებმა უნდა სხვაგან ეძებონ დასაქმების პერსპექტივები 🙂

ახლა კი ხუმრობის გარეშე – გთავაზობთ მართვის აკადემიის პრეზენტაციას ამ თემაზე.

შმოტივატორი მსყიდველობითი უნარების გარშემო

ყოველთვის, როცა მოგინდება ახალი ტელეფონი, ახალი ფოტოაპარატი, ახალი კომპიუტერი, ახალი საათი, ახალი სათვალე, ან სულერთია, რამე ახალი და ძვირიანი ნივთი – გადადე ფული.

გადადე ერთი ლარი, ან ათი, ან ასი – თუ არ გაქვს ამ ნივთის პირდაპირ ყიდვის შესაძლებლობა (და ერთიანად გადახდის საშუალება). სწორედ ასე ვაპირებ გავაკეთო – დღეიდან არასოდეს არ ვიყიდი ნივთს, რომელიც 100% არ მჭირდება; პირიქით – მის საყიდელ თანხას გადავდებ და ცივ გონებაზე განვსჯი. თუ ერთიანად ვერ გადავდებ, მაშინ შეგროვებას დავიწყებ. იმ მომენტისათვის, როცა ფული შეგიგროვდება და ის ნივთი ან გაჯეტი კიდევ გინდა – ესე იგი, მართლა გჭირდება და იყიდე (თუ აღარ გინდა, აბა იმ ფულს უფრო კარგ რამეზეც დახარჯავ – უფრო გემრიელად).

ყოველთვის გვინდება ხოლმე ვიქონიოთ რამე ახალი და მოდური, არადა სინამდვილეში ახლანდელი საათიც ჩვეულებრივად გაჩვენებს დროს, მობილური რეკავს და ფეისბუქზეც შედის, სათვალე მზისგან გიცავს და ტანსაცმელიც გამოხეული არ გაცვია – დაფიქრდი.

ჩვენ ხომ ყველანი მომხმარებლურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდამ გვინდა ისეთი ნივთები, რომლებიც რეალურად სულაც არ გვჭირდება.

ნათქვამია:

ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება;

იმ ფულით, რომელიც არ გვაქვს;

იმისათვის, რომ მოვახდინოთ შთაბეჭდილება ხალხზე, რომელიც არ მოგვწონს.

დაფიქრდი და გადადე. გადადე, სანამ ეს სურვილი არ გაგივლის. გადადე, სანამ მართლა არ დაგჭირდება.

ხარ ფოტოგრაფი? მაშინ გჭირდება უფრო ახალი და უფრო კარგი ფოტოკამერა (თუმცა, ძველითად კარგი ფოტოები გამოდის).

თუ არ ხარ – მაშინ ინსტაგრამზე 2 მეგაპიქსელიან სურათებსაც კარგად დადებ, ფანრიანი ნოკიით გადაღებულს.

 

ხარ პროგრამისტი/დიზაინერი/ბიზნესმენი? კი, მაშინ გჭირდება ახალი კომპიუტერი და აქსესუარები.

არ ხარ? მაშინ ძველი კომპითაც შეხვალ ფეისბუქზე და ეჩეტავები შეყვარებულს სკაიპში.

 

P.S. პოსტი დაწერილია თვითშთაგონებისათვის – არ იყიდო ის, რაც არაფერში არ გჭირდება – როცა დაგჭირდება, თავისით მოვა 😉

 

მაგალითისათვის – მინდა ქენონის რამე კარგი ფოტოაპარატისა (და ობიექტივის) ყიდვა. დავუშვათ, ეს ყველაფერი 1500 აშშ დოლარი ჯდება. განვადება/სესხი კი მაძლევს საშუალებას, რომ ახლავე ვიყიდო, მაგრამ ეს აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოტოაპარატით მე ჩემს სარჩოს ვშოულობ – ოჯახს თუ ვარჩენ ან ჩემი პროფესიის ნაწილი მაინც თუა.

თუ მხოლოდ ჩემი მოყვარული ფოტოგრაფობის სურვილის დასაკმაყოფილებლად მინდა, მაშინ რატომ გადავიხადო მეტი და რატომ ვიჩქარო? არაფერში არ მჭირდება დღესვე – ამიტომ გადავდებ თვეში 100 დოლარს და ერთ წელიწადში ვიყიდი – გაისად. თუ მენდომება – ხომ კაი; თუ არა და – დასასვენებლად წავალ სადმე თბილ ქვეყანაში და ჩემი ტელეფონით გადავიღებ პლიაჟზე საინსტაგრამო სურათებს.

Samsung Galaxy Note 2-ის მიმოხილვა

დღეს ჩამივარდა ხელში შესანიშნავი ახალი ტელეფონი – Samsung Galaxy Note 2. დიდი მადლობა სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობას – Samsung Georgia-ს, რომელიც შესაშური პერიოდულობით გემრიელ და საინტერესო ტექნიკურ მოწყობილობებს გვთავაზობს ხოლმე.

უახლოეს დღეებში ტელეფონი შემოვა გაყიდვაში თითქმის ყველა მაღაზიაში, დღეს კი უკვე მისი ყიდვა შეიძლება მაღაზია ზუმერში 1267 ლარად.

სამწუხაროდ, წინა მოდელი – Samsung Galaxy Note-ის მიმოხილვა ვერა და ვერ დავამთავრე – არადა, ერთი კვირით მქონდა გადმოცემული სატესტოდ. ახლანდელ, ახალ მოდელს კი მხოლოდ ერთი დღით დავეუფლე და, შესაბამისად, უფრო მობილიზებული ვარ 🙂

დავიწყოთ კრიტიკით: გასაკვირია, რომ ასე მალ-მალე უშვებს სამსუნგი თავისი ფლაგმანი სმარტფონების ე.წ. “ქილერებს” – რამდენიმე თვეა Samsung Galaxy S3-ის პრეზენტაციიდან გასული და უკვე ახალი, უფრო მძლავრი და უფრო კარგი მოდელი გამოუშვეს.

ყველაზე მეტად ეს მომხმარებელს აყენებს ზიანს – 1000-ლარიან სმარტფონს (ან უფრო ძვირს) ყიდულობ და რამდენიმე თვეში ის უკვე “მორალურად მოძველებული” ხდება 🙂

ახლა რაც შეეხება თვით Note2-ს – პირველ რიგში შევადაროთ თავის წინამორბედს – მეორე თაობის ნოუთი კი დაპატარავდა, მაგრამ სტილუსი (S-Pen) ოდნავ გადიდებულია:

Continue reading

Banking word of the day ქართულად

  1. dv0rsky
    #banking #word of the #day: პიგუს გადასახადი: ესაა გადასახადი, რომელიც დაწესებულია გარეგანი უარყოფითი ეფექტების კორექტირებისათვის. #bwotd
  2. dv0rsky
    #banking #word of the #day: რიმესა – ყოველგვარი თამასუქი, რომლითაც შეიძლება ფულის მიღება. #bwotd

მე რომ მოვკვდები…

მე რომ მოვკვდები, იწვიმებს და მზე იქნება.

მე რომ მოვკვდები, არავინ არ იტირებს.

მე რომ მოვკვდები, 21–ე საუკუნე იქნება. ან 22–ე.

მე რომ მოვკვდები, ფანტასტიკური მომავალი უკვე რეალობა იქნება.

მე რომ მოვკვდები, კრემაცია უკვე იარსებებს.

მე რომ მოვკვდები, სასაფლაოებზე ანიმირებული, LCD-ეკრანები იდგება ქვაზე ამოტვიფრული სურათების მაგივრად.

მე რომ მოვკვდები, ჩემს საფლავზე დადგმულ დიდ ეკრანს iSight კამერა ექნება.

მე რომ მოვკვდები, ჩემი საფლავის iSight კამერა მოსანახულებლად მოსულ ჭირისუფალს ამოიცნობს და ჩემი ანიმირებული სურათი შესაბამისად მიესალმება: ახლო ნათესავს და მეგობარს – ღიმილით; შორეულ ნათესავს – ზრდილობიანი, თავშეკავებული თავის დაკვრით; უცხო გამვლელს – სასაცილო პოზებით და გრიმასებით.

მე რომ მოვკვდები, არ მოვკვდები და ჩემს ტვინს პროცესორში გადაიტანენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ ჩემ ტვინიან პროცესორს რობოტში ჩადგამენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტს ძაღლის ან გუვერნანტი ქალის ფორმას მისცემენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტ–ძაღლს (ან გუვერნანტს) ჩემს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს აღმზრდელად მიუჩენენ.

მე რომ მოვკვდები, მკვდარი არ ვიქნები.