ნაბიჭვრების ქვეყანა

ხო, ადრე ყვავილების ქვეყანა იყო, ეხლა გადაიქცა იმათ, რაც წაიკითხეთ.

ნახეთ ეს ვიდეოები და მერე მომიყევით კომენტარებში, რომ თურმე მართლაც ესე უნდა მოექცე ყველა პატიმარს თუ დამნაშავეს და ხო, ქურდებთან ბრძოლის ყველაზე გამართლებული ხერხია ის, რომ მათზე უფრო დიდი ნაბიჭვარი იყოს მათთან მებრძოლი.

და მერე იმაზეც მელაპარაკეთ, დემოკრატია როგორ შენდება ვიღაცეების ძვლებზე – ოღონდ არგუმენტირებულად.

ვიდეო 1

ვიდეო 2

ვიდეო 3

აბუ გრეიბიც გაიხსენეთ აუცილებლად.

19 thoughts on “ნაბიჭვრების ქვეყანა

  1. Reblogged this on კნუტის ბლოგი and commented:
    “ის მომენტი, როცა გინდა რამე რაციონალური დაწერო და მხოლოდ გინება მოგდის აზრად.”

    ნაბიჭვრებო!

    ამიტომ ვერ ვიქნები იურისტი ვერასდროს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ის ძირითადი უფლებებიც კი ყველას (!) ჰკიდია, როგორც სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება ან წამების აკრძალვაა. მე არ მინდა ასეთ სისტემაში ვმონაწიეობდე და რამე შეხება მქონდეს ამ “სამართალთან”

    და ჩვენ არასდროს გვეშველება. არ გვეშველება სანამ ყველა ისეთი “პოლიციელი” იარსებებს, რომელიც სკოლიდან გამოყოლილ ბოღმას პატიმრებზე ანთხევს. რომელიც სხვებს აწამებს, აუპატიურებს და ამით იმკვიდრებს თავს. რომელიც პატიმარს / 16 წლის გოგოს / ნებისმიერ ადამიანს სცემს/აწამებს/აუპატიურებს იმ იმედით, რომ მაინც არაფერი მოხდება და არ დაისჯება.

    მეზიზღებით!

  2. Pingback: ნაბიჭვრების ქვეყანა « კნუტის ბლოგი

  3. გირგვლიანის მკვლელობის გახმაურების მერე ვისაც ნაცებისთვის ხმა მიუცია, ყველა ამ ბადრაგზე უარესია, აბსოლუტურად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
    სწორედ იმისთვის აძლევდნენ ხმას, რომ ის ადამიანები, ვინც ამ არარაობებს თვალში არ მოსდიოდათ, ეწამებინათ და დაეხოცათ.
    ეს პირუტყვები მხოლოდ დაკვეთას ასრულებდნენ, დაკვეთა კი ამომრჩევლებისგან – ნაცების ამომრჩევლებისგან ჰქონდათ.

  4. ყველაფერი ის, რაც სახალხო დამცველის დასკვნაში ხვდებოდა რა ხანია და ყველას ეკიდა – აქაოდა კადრები არ გაქვსო. მოისმინეს და მორჩა არც არაფერი.
    აჰა, ახლა კადრებიცაა.
    ამერიკაში ის სამხედროები გასამართლდნენ. იქ სასამართლო სისტემა არსებობს ცალკე და მართლა დამოუკიდებლად.

    • ვშიშობ, რომ მარტო ამ დამნაშავეების გასამართლება არაა საკმარისი

      • ჰო, აბუ ღრაიბი ვიგულისხმე უფრო – იქ სასამართლო სისტემამ იმუშავა. ჩვენთან კიდევ სხვა თემაა რა თქმა უნდა… ეს რომ ერთეული შემთხვევები არაა – ნათელია.

        და მთავარი სხვაა – ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ადმინისტრაციული სისტემის შეცვლა, თუ მოინდომა და თუ სასამართლოში ამდენი წელია ბუქსაობენ – ლოგიკურად შეგნებულად ხდება ეს.

  5. Pingback: ხმაური და ვუვუზელა

  6. Pingback: ნაბიჭვრების ქვეყანა « ხმაური და ვუვუზელა

  7. Pingback: ნაბიჭვრების ქვეყანა « Dreaming Girl

  8. Pingback: Thousands protest violence in Georgian prisons [PHOTO/VIDEO] « The Young Georgians

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s