სმარტფონები და საკონტრაქტო სისტემის შედარება

როგორც იქნა, ჩვენთანაც მოვიდა გაზაფხული – ანუ საქართველოში მოქმედმა მობილურმა კომპანიებმა საკონტრაქტო სისტემით ტელეფონების გაყიდვა დაიწყეს.

იხილეთ ბმულები: მაგთი და ჯეოსელი

მოგეხსენებათ, ეს სისტემა ძალიან გავს ჩვეულებრივ განვადებას, თუმცა აქვს ერთი დიდი პლიუსი – მობილური ოპერატორი ყოველთვიურ გადასახადში გვითვლის სასაუბრო დროს, SMS-ებს და ინტერნეტ–პაკეტებს.

განვიხილოთ ორივე ოპერატორის მიერ შემოთავაზებული სმარტფონი Samsung Galaxy S2, რომლის ფასიც ბაზარზე  845-დან 1001 ლარამდე მერყეობს (იხილეთ ბმული).

გთავაზობთ შედარებით ცხრილს და ჩვენს რეკომენდაციას🙂

Samsung Galaxy S2 კონტრაქტით

მაგთი
ჯეოსელი
კონტრაქტის ხანგრძლივობა
18 თვე
12 თვე
საწყისი გადასახადი
 არა
300 ლარი
ყოველთვიური მინიმალური გადასახადი
79 ლარი
65 ლარი
საჭირო გადახდების რაოდენობა
18–ჯერ
11–ჯერ
სასაუბრო დრო (შიდა ქსელში)
 არა
100 წუთი
სასაუბრო დრო (სულ)
120 წუთი
 არა
SMS
120
 არა
ინტერნეტი (MB)
200
500
საჩუქარი
SMS-მდივანი
 არა
ფასი სულ
1422 ლარი
1015 ლარი
რეკომენდებული
 არა  კი

ცხრილიდან ჩანს, რომ მაგთის შემთხვევაში ვიხდით მაქსიმუმ 577 ლარით ზედმეტს, რაც 18 თვიან ვადაზე გადაანგარიშებით გამოდის 32 ლარი თვეში – ანუ ტელეფონის ღირებულების გარდა მაგთის ვუხდით ამ “ზედმეტ” თანხას (რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ 32 ლარში შედის სასაუბრო დრო, ინტერნეტი, SMS-ები).

ჯეოსელი კი გვახდევინებს “ზედმეტ” 170 ლარს, რაც 12 თვეზე გადაანგარიშებაზე გამოდის თვეში 14,16 ლარი. ცხრილიდან ჩანს, რომ ჯეოსელს ბევრად უფრო სუსტი სერვის–პაკეტი აქვს, ასევე საწყისი გადასახადიც აქვს დაწესებული, მაგრამ მთლიანობაში მაინც უფრო მომხიბვლელი ფასი აქვს.

5 thoughts on “სმარტფონები და საკონტრაქტო სისტემის შედარება

    • მეც არ ვარ ჯეოსელის კლიენტი, მაგრამ ბევრი მათი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია🙂

  1. უიმე ჯეოსელს საერთოდ როგორ უნდა მიეკარო.😦

    htc-ზეც გაეკეთებინათ განვადება უჰ.
    არ მომწონს ეს სამსუნგი და მომკალით თუ გინდათ.

    • S 3 -ზე მაინტერესებს. მიღირს აქ ყიდვა თუ მაღაზიებს მივაკითხო??? მგონი არ მიღირს.

  2. მშვენიერია – ჯეოსელში ვარ ლაილაის დაარსებიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ !

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s