Dies Irae

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, ყოველთვის ყველაფერი უხარიათ, ყოველთვის კმაყოფილი გამომეტყველება აქვთ სახეზე და, მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხშირად უმიზეზოდ ხდება ხოლმე.

აი ისეთ ტიპზე ვლაპარაკობ, უცბად რომ შეუძლია, წამოხტეს და იცეკვოს – მუსიკით ან უმუსიკოდ, სულერთია.

არ მესმის ასეთი ხალხის. უფრო სწორად, არ შემიძლია გავიგო, თუ საიდან მოაქვთ ეს ენერგია, სილაღე, სიხარული.

მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე, სულ მუდამ უხასიათოდ, უჟმურად ვიყურები და არაფერს არ შეუძლია, ეს შეცვალოს.

მართალია, ხანდახან კი ვიღიმები კიდეც, ხან გავიხუმრებ და, ძალიან იშვიათად, მიხარია ხოლმე რამე სიახლე. მაგრამ ეს ყველაფერი პარალელურად ხდება – პარადოქსალურად უთავსდება ერთმანეთს უჟმური ხასიათი და ღიმილი, მოწყენილობა და ხუმრობა, გაბრაზება და სიხარული.

ამის მიზეზი ალბათ წარსულ ცხოვრებაში (ან ბავშვობაში) უნდა ვეძებოთ – ემოციების გაცვეთა და გაუფასურება მაშინ ხდება, როცა ძლიერ ტრავმას გადაიტან, ან დიდ დანაკარგს განიცდი.

ყველაზე დიდი დანაკარგი კი საკუთარი თავია – შენი ოცნებების და სურვილების აუსრულებლობა ნელ-ნელა ასამარებს ყველა დადებით ემოციასაც შენს გულში და გრჩება მარტო ავი, ქოფაკი ძაღლის ბრაზი, შხამიანი ეკლიანი მცენარის გესლი და გატეხილი სამლიტრიანი სამურაბე ქილის სიცარიელე…

10 thoughts on “Dies Irae

  1. პოზიტივიიი, პოზიტივი ძააალიან იოლია! დანაკარგის გარეშე არაფერი არსებობს. მაგრამ ეცადე ქილა ნახევრამდე მაინც შეავსო… მერე გაგიადვილდება ბოლომდე ავსებაც🙂

  2. 🙂🙂 გიგა, შენ ჩემი გუშინწინდელი ფიქრები დაწერე, ცოტა შემეშინდა რომ წავიკითხე))

    • და ეხლა გადაგიარა? ეტყობა დროებითი მიზეზი გქონდა🙂

    • რავი, ეგ ისეთი ცოტა რიჟა ატმაზკაა🙂
      თან, ახალ სამსახურში ვარ მესამე თვეა და ძალიანაც მომწონს.

  3. გადაღლა და დასვენება არაფერ შუაშია. არსებობს მომენტი, როდესაც არც დაღლილი ხარ, არც დასვენება გჭირდება და მაინც ასე ხარ.

    მეც არ მესმის ეგეთი ხალხის. ჩემი ყოფილი ჯგუფელი ნინოა ეგეთი. გოგო სულ იცინის. უმუსიკოდ არ ცეკვავს, მაგრამ სულ იღიმის. არა, იღიმის არა, იცინის 28-32 კბილით და მე ვდებილდები. ნუ ახლა აღარ, მაგრამ მთელი 4 წელი ვდებილდებოდი და ალბათ მაგის გამო იყო, რომ საერთო ენა ვერ გამოვნახე. კი, კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ მე ვერ ვქაჩავ. სამაგიეროდ ტიროდა, როდესაც საგანში ცუდ ნიშანს მიიღებდა და ამაზე კიდევ ცალკე ვდებილდებოდი. წარმოიდგინე, ჩემნაირი ემოციური ადამიანი ეგეთ რამეებზე რომ დებილდება. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ეს უმიზეზო და უაზრო ემოციები და მიმიკები.
    მეორე უკიდურესობაა ჩემი თანამშრომელი ვახო, რომელიც ფაქტიურად მიზეზს ეძებს, რომ რაღაცაზე გაბრაზდეს, ვიღაცას აგინოს, მუშტი დაარტყას მაგიდაზე, ტელეფონი დაახეთქოს (ბოლო ორი ჩემი თვალით ვნახე და მე “აჩირიდნოი რაზ” დავდებილდი.) მასთანაც მხოლოდ გამარჯობა-ნახვამდის მაკავშირებს.

    შენ კარგი ხარ. მართლა. შენ ხარ დაბალანსებული, ზომიერი და მშვიდი. მე პირადად არასოდეს მინახავხარ უხასიათო ან უჟმური, პირიქით, არაჩვეულებრივი იუმორი გაქვს და შენთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა. თუ ოდესმე გნახე უჟმური და უხასიათო, ამ ფაქტს მშვიდად შევხვდები და “გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია”-ს არ გეტყვი.

    მეც ეგრე ვარ ხოლმე. ჩემთვის. და მგონი მართალი ხარ ბავშვობის ტრამვასთან დაკავშირებით. სულ სხვანაირად რომ წარმომედგინა ყველაფერი და ახლა სულ სხვანაირად რომ არის. მთელი რიგი აუხდენელი ოცნებებისა და ახლა ბევრ რამეს უღიმღამოდ ვუყურებ. არადა დრო გადის და სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება ყველაფრისთვის.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s