პარასკევის სახე

ანუ The Face of Friday ან სულაც Friday Face – ეს არის სახე, რომელსაც ღებულობს ოფისში მომუშავე  ხალხი, როდესაც პარასკევი საღამო ახლოვდება 🙂

Advertisements

დაკარგული პოსტი

აი დილით რომ მქონდა მაგარი პოსტის იდეა, სად ტრაკში წავიდა?

ტანჯული სული

ადამიანის სიკეთე და ბოროტება უნდა იზომებოდეს მის მიერ ტანჯული სულების რაოდენობით.

აი, რამდენად მეტი ხალხი გყავს დატანჯული, ნაწვალები, ნაწყენინები, დამცირებული – იმდენად ბოროტი ხარ.

და სიკეთეს უნდა ქონდეს უარყოფითი ნიშანი – მაგალითად, დალაი ლამაზე უნდა ვამბობდეთ, რომ მისი სიკეთე იზომება “მინუს 5 მილიონი ადამიანის სულით”.

რატომ უარყოფითი ერთეული? იმიტომ, რომ ადამიანის ავ-კარგიანობა ზუსტად შიდსის ან ორსულობის ტესტს გავს – დადებითი პასუხი რომ არ გიხარია და უარყოფითზე რომ ბედნიერი ხარ. ზუსტად ეგრე უნდა მოდიოდეს წერილი სიკეთისა და ავ-კარგიანობის სამინისტროდან:

“მოგესალმებით, მოქალაქევ! თქვენი ტესტის შედეგი უარყოფითია – თქვენ კეთილი ხართ, სერ!

რა ჯობია ასეთ წერილს, მითხარით.

გუგლის სურათების ძიების შედეგი “ტანჯულ სულზე”

Где твои семнадцать лет?

საინტერესოა, სად მიდის ის, რასაც ჩვენ ახალგაზრდულ ენერგიას და “ოფსილას” ვეძახით? 🙂

რატომ ხდება ისე, რომ თითქოს გუშინ შეგეძლო მთელი ორი ღამე გადაბმულად გაგეთენებინა – ახლა კი 8–საათიანი ძილის რეჟიმში ხარ და ერთი წუთიც თუ დაგაკლდა ძილი, ცუდად ხდები.

რატომ ბერდება ორგანიზმი ასე ადრე? ნეტა არ შეიძლება, რომ 50 წლის მერე გამოიჩინოს თავი სიბერის ნიშნებმა, მანამდე კი ყველანი ახალგაზრდები, ჯან–ღონით სავსენი და ლამაზები ვიყოთ?