მაშ როგორი იქნება ახალი ქალაქი ლაზიკა?

ლაზიკა და ანაკლია – ეს თემა ძალიან აინტერესებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას.

მრავალმხრივი კრიტიკისა მითქმა-მოთქმის მიუხედავად დღემდე მაინც არ იყო ცნობილი – რა და როგორ იქნება ამ ქალაქში.

არსებობს უამრავი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ შენდებოდა ქალაქები ნოლიდან ან თითქმის ნოლიდან; მათ შორის, დაჭაობებულ ადგილებზეც კი (სანკტ-პეტერბურგი, ასტანა) – ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ ლაზიკის აშენება შეუძლებელია.

მეორე საკითხია – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ქალაქის აშენება. უფრო სწორად, გავავსებთ თუ არა ნახევარი მილიონი მოსახლით ჩვენს ახალ, სიდიდით მეორე ქართულ ქალაქს?

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – გავლენა მიკროკლიმატზე და გარემოზე ზემოქმედება. გავლენა უდავოდ იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ იცის, კარგი თუ ცუდი გავლენაა ეს. სამწუხაროდ, ამ პროექტის როგორც ოპონენტები, ასევე მომხრეები მხოლოდ ზედაპირული გამონათქვამებით შემოიფარგლებიან და გზშ-ს მსგავსი რაიმე ნორმალური დოკუმენტი არავის უნახავს.

P.S. არსებობს სპეციალური დარგი – ქალაქმშენებლობა, რომელიც სწორედ ასეთი საკითხებითაა დაკავებული. იმედია, უცხოელ გამოცდილ კოლეგებთან ერთად (და, რაც მთავარია, აუჩქარებლად) რამე ნორმალური აშენდება🙂

ვიდეო ვიპოვნე cyxymu-სთან

2 thoughts on “მაშ როგორი იქნება ახალი ქალაქი ლაზიკა?

  1. ხოო, გრაფიკა კარგია. მაგრამ ახალი ქალაქის მშენებლობის ნაცვლად არსებულისთვის მოგვეხედა უკეთესი იქნებოდა.. ნახევარი მილიონი მოსახლით ქალაქის გავსება არარის პრობლემა. ბათუმის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მაქ მოსახლეობის გემრიელი წილი (აწ უკვე საქართველოს მოქალაქე) თურქი ეროვნების ლაზიკელები იქნებიან. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – რაც პორტს უკავშირდება. ძველი დროიდან ყველაზე ხელსაყრელი ნავსადგური ყურე იყო. სწორედ ამიტომაც აირჩიეს ნაოსნებმა ბათუმი. ქარისგან დაცული, ძალზედ სუსტი დინების მქონე და საკმაოდ ღრმა ადგილი. და არა ფოთი სადაც მოსილული ფსკერის გამოწმენდვა საკმაოდ ძნელი და თითქმის ყოველწლიური საქმეა.მე არ ვამბობ “ხელები შორს ბათუმის პორტიდან” და ასე შემდეგ. როგორც გავიგე აქ ტვირთმზიდი გემების ნაცვლად იახტები და “ვამე რაღავქნა” გემები იქნებაო – ნუ ეგ კარგია. მაგრამ ამ პორტის თანამშრომლებს რა უნდა უყონ.
    თორე ისე ახალი ქალაქის მშენებლობას დილაუთენია არაფერი არ ჯობს🙂 ისე რაღა ეროვნულ ნაკრძალში….

    პ.ს. ბოდიში დიდი კომენარისთვის🙂

    • რა ბოდიში, პირიქით მადლობა კომენტარისთვის🙂
      სამსახურის მერე ჩავუჯდები და ჩემ აზრსაც მოგწერ

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s