შაბათის ზოოპარკი – Watasenia scintillans

იგივე Sparkling enope squid

Advertisements

სიამოვნებით ვუერთდები საყოველთაო მოწოდებას და როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული (თანამედროვე მოდური სიტყვა ALUMNI), მივმართავ ახლანდელ, მაშინდელ და საერთოდ, ყველა ფორმის გაუკუღმართებულ სტუდენტურ თვითმმართველობას – თქვენ ხართ ყლეები.

როგორ დავხატოთ კატა?

ყველა მშობლის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დგება უხერხული მომენტი, როდესაც თქვენი შვილი მოდის და გთხოვთ:

– ფუტკარი დახატე!

– ფისო დამიხატე!

– აუა მინდა, დამიხატე!

და სხვა მრავალი მსგავსი მოთხოვნა.

ამიტომაც, შევეცდები დავპოსტო ხოლმე ასეთი ტუტორიალები ჩემნაირი უნიჭო მშობლებისათვის:

ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან

ბევრი მითქმა-მოთქმა წავიდა ამ თემაზე. შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო.

1. ბევრი ბრალდება წამოვიდა ბლოგერების მისამართით – ეს საშინელი, გაყიდული ბლოგერებიო, როგორ გაბედესო.

ამაზე პასუხის გაცემა, რაღა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ქართული საზოგადოების სავალალო მდგომარეობა: ყველას ყველაფერში ეჭვი ეპარება, ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს და, აქედან გამომდინარე, მთელი ხალხი დაყოფილია ასე: ან ჩემთან ხარ, ან მტერი ხარ.

ამის ფონზე არცაა გასაკვირი, რომ ჩვეულებრივი, ცივილიზებული და ნორმალური მიდგომა საკითხის მიმართ აღარ არსებობს – აქ იგულისხმება ნებისმიერი საკითხი: დიეტა იქნება ეს, პოლიტიკური შეხედულება თუ საფეხბურთო გემოვნება.

შესაბამისად, ოფიციალური პასუხი ბრალდებაზე ასეთია: ჩვენ შევხვდებით ყველას, ყველგან და ყოველთვის; ვილაპარაკებთ ან ვიჩხუბებთ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ დონეზე (სამთავრობო თუ კერძო სფერო); და მსგავსი შეხვედრების შემდეგ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ: დავწერთ ან არ დავწერთ პოსტს; ეს პოსტი ან კარგი და საქებარი იქნება, ან ცუდი და სალანძღავი.

ალბათ დაკონკრეტებაც იქნება საჭირო – каждый понимает в меру своей испорченности. ასე რომ, ვისაც ყველგან ფული და შეთქმულება ელანდება, თვითონაა სწორედ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ფულის ან სხვა გამორჩენის გამო შეხვდებოდა პრემიერ-მინისტრს. აბა, თუ არაფერი მიიღო მაქედან, რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრას და რატომ უნდა დახარჯო დრო კიდევ ერთი ადამიანის გასაცნობად?

2. ბლოგერებმაც დაცხეს ერთმანეთს და უერთიერთბრალდებებით წაიღეს ტვინი. ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ საკითხებს (ხოლო ვინც ამ დისკუსიაში მონაწილეობს, ისედაც კარგად იცის, რაზეა ლაპარაკი).

Continue reading

შაბათის ზოოპარკი – ციცინათელების შეჯვარების სეზონი

იაპონია, ივნისი-ივლისი, წვიმების სეზონის დროს

წყარო