Alcatel One Touch 818 – მიმოხილვა

მას შემდეგ, რაც ჩემი ძირითადი ტელეფონი – iPhone – გაფუჭდა და მაღაზიაში დავაბრუნე ხარვეზის გასასწორებლად, სასწრაფოდ დამჭირდა ახალი აპარატი, რომელსაც რამდენიმე მინიმალური და ჩემთვის საჭირო ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თაჩ-სქრინიანი აპარატი, რომელსაც ექნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური ოპერაციული სისტემა, სადაც პროგრამების ინსტალაციას შევძლებდი. რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირი, რადგან ჩემი ძირითადი ტელეფონის აღდგენის შემდეგ მეორე აპარატის ფუნქციას შეიძენდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამახსენდა ის, რომ ცოტა ხნის წინ ბილაინმა თბილისში მოაწყო ალკატელის ახალი თაობის ტელეფონების მსოფლიო პრეზენტაცია. მობილური ტელეფონების ეს ხაზი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და ბილაინის ბრენდირებით იყიდება.

ერთკვირიანი ტესტის შედეგად გთავაზობთ მიმოხილვას – Alcatel One Touch 818 ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და, რაც მთავარია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

ეკრანზე შესაძლებელია დამატებითი პროგრამების გამოტანა. სულ 5 ეკრანის გადაფურცვლაა შესაძლებელი

ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლები:

პროცესორი – MTK 6235

ტაქტური სიხშირე – 208 MHz

ოპერაციული სისტემა – Native (ანდროიდზე დაფუძნებული ჯავა პლატფორმა)

შიდა მეხსიერება – 50 MB

დამატებითი მეხსიერება – Micro SD ბარათები, 16 GB (არ მოყვება)

კორპუსი – პლასტიკის, მთლიანი

ზომები (სიგანე/სიმაღლე/სისქე) – 5,34 სმ / 10,95 სმ / 1,23 სმ

წონა – 80 გრ.

ეკრანის ტიპი – ფერადი TFT რეზისტიული (სენსორული, თაჩი)

ეკრანის ზომა (დიაგონალი) – 3,2 დიუმი

ფერები – 262 ათასი

გარჩევადობა – 240×400 px

კამერა – 2 MP, ფოტო & ვიდეო

ბატარეა – 1000 mAh

ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ასევე ოფიციალურ საიტზე: ტექნიკური აღწერა და მომხმარებლის ინსტრუქცია

ტელეფონის კომპლექტაცია

ალკატელ 818-ს სტანდარტული კომპლექტაცია აქვს: ყუთში დევს თვითონ აპარატი, ბატარეა, მოყვება ორი დამტენი (ჩვეულებრივი, ცვლადი დენისა და USB-სათვის) – ერთი სამსახურისთვის, მეორეც სახლისათვის. ყუთში ასევე დევს ჩვეულებრივი გარნიტურა – ყურსასმენი, რომელიც არა მარტო მუსიკის მოსმენისათვის, არამედ ტელეფონზე ლაპარაკისთვისაცაა განკუთვნილი.

გარეგნული იერი და გამოყენება

უნდა ვაღიარო, რომ ეს ტელეფონი არაა კლასიკური სმარტფონი, ანუ მას საკმაოდ შეზღუდული ფუნქციონალი აქვს. პირველ რიგში ლაპარაკია ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც დაფუძნებულია ცნობილ Android-ზე, მაგრამ მომხმარებლისათვის ხელმისწავდომია მხოლოდ ჯავა-აპლიკაციების ინსტალაცია.

ფოსოები Micro USB დამტენისათვის და სტანდარტული 3,5 დიუმიანი ყურსასმენისთვის

ტელეფონის უკანა პანელი ძალიან ადვილად იხსნება, დამატებითი ხელსაწყოების გარეშე

ტელეფონი საკმაოდ სასიამოვნოა სახმარად, ხელში კარგად ჯდება და ლაპარაკისას არანაირ დისკომფორტს არ გიქმნით. ქვემოთ მოყვანილ სურათზე ჩანს ერთი თავისებურება – ტელეფონის ჩართვა/გამორთვის ღილაკი, რომელიც ამავე დროს ეკრანის ბლოკირებად გამოიყენება, საკმაოდ უცნაურ ადგილასაა მოთავსებული და მისი ერთი მოძრაობით დაჭერა შესაძლებელია მხოლოდ მარჯვენა ხელში ჭერისას, ისიც თუ ე.წ. უსახელო თითს იხმართ. მარცხენა ხელში ჭერისას დაბლოკვა საკმაოდ მოუხერხებელია – ცერა თითი უნდა გამოიყენოთ.

მარცხენა გვერდზე განთავსებული სამი ფუნქციური ღილაკი – ხმის აწევა/ჩაწევა და ეკრანის ბლოკირება

ალკატელის მთელს ახალ სერიას აქვს კარგი ხმამაღალი დინამიკი, ასე რომ ქუჩაში ყოფნისას ჯიბეში შენახული ტელეფონის ზარსაც კარგად გაიგებთ, დილით მაღვიძარაც ეფექტიანად გაგაღვიძებთ. შიდა დინამიკსაც კარგი, მკაფიო ხმა აქვს და ტელეფონზე ლაპარაკისას თანამოსაუბრის ჩურჩულსაც კი იგებთ. ზოგიერთი სხვა ტელეფონისგან განსხვავებით, ალკატელ 818-ს შიდა დინამიკის ხმა საუბრის დროს მხოლოდ თქვენ გესმით და თქვენს გვერდით მყოფ ხალხს არ აწუხებს.

სხვა სასარგებლო ფუნქციები და პროგრამები:

სტანდარტულ მაღვიძარა/კალკულატორებთან ერთად ტელეფონის ოპერაციულ სისტემას ასევე აქვს შემდეგი პროგრამები:

  • ელ.ფოსტისა და ახალი ამბების წასაკითხი პროგრამები;
  • რადიო, რომელიც მუშაობს სტანდარტულ 3.5 დიუმიან ყურსასმენებზე და მუსიკის ჩაწერის ფუნქციაც აქვს (მოწონებულ სიმღერას ტელეფონი იწერს მეხსიერების ბარათზე, ასე რომ მოგიწევთ დამატებით Micro SD ბარათის შეძენა);
  • ფაილების გადაცემა Bluetooth-ით;
  • E-book წასაკითხი პროგრამა (კითხულობს txt და fb2 ფორმატებს);
  • ბრაუზერი Opera Mobile ქართული ენის მხარდაჭერით;
  • სოციალური სერვისები Facebook-ისა და Twitter-ისთვის;
  • Palringo – სწრაფი შეტყობინებების სერვისი;
  • ჩანაწერებისა Notes და დავალებების Tasks პროგრამები;
  • ხმის ჩამწერი

დაახლოებით ერთკვირიანი ხმარების შედეგი: ტელეფონის დატენვა დამჭირდა მხოლოდ ერთხელ, ანდროიდის სენსორულ ეკრანს კი ორ-სამ დღეში მივეჩვიე – iPhone-თან შედარებით ეს ეკრანი ოდნავ შენელებული შეიძლება გეჩვენოთ.

ვისაც დამატებითი პროგრამების დაყენება და ტელეფონის ფუნქციების გაფართოება უნდა, ან თამაშები და სხვა გასართობი პროგრამები აინტერესებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ აპარატზე შესაძლებელია მხოლოდ java-აპლიკაციების დაყენება. ალკატელ 818-ს აქვს ნაწილობრივ შეზღუდული მრავალფუნქციურობა (multitasking) – ერთდროულად შეიძლება მხოლოდ ერთი ჯავა აპლიკაცია და ერთიც სისტემური პროგრამა გქონდეთ გაშვებული.

უარყოფითი მხარეები:

  • ტელეფონს არა აქვს WiFi-ს მხარდაჭერა; ასე რომ მხოლოდ მობილური ინტერნეტით შეიძლება სარგებლობა;
  • მობილური ინტერნეტის სიჩქარე საკმაოდ დაბალია, ვინაიდან ამ აპარატს არა აქვს 3G მხარდაჭერა;
  • ფოტოაპარატის ხარისხი – ორ მეგაპიქსელიანი კამერა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფოტოებს იღებს მხოლოდ კარგი განათების პირობებში – ანუ დღისით (ან პროფესიონალური განათებით აღჭურვილ შენობებში);

2011 წელს გამოშვებული მოდელისათვის ფუნქციები მართლაც რომ საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის შედარებით დაბალ ფასს (150 ლარი ბილაინის მაღაზიებში და დილერებთან), მაშინ გასაგებია, რომ ამ სეგმენტისათვის მისი ფუნქციები საკმარისია.

ტელეფონის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა

ყველა მობილური ტელეფონის მფლობელისათვის მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. USB-კაბელის მეშვეობით თქვენც ძალიან ადვილად შეძლებთ თქვენი აპარატის ოპერაციული სისტემის განახლებას, თანაც ისე, რომ მასში ჩაშენებული ბილაინის სერვის-მენიუ არ დაიკარგება. ამისათვის უნდა შეხვიდეთ მწარმოებლის ვებსაიტზე და გადმოიწეროთ პროგრამა One Touch Upgrade (4.9.5)

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამაა – Alcatel PC Suite (7.0.24), რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ ტელეფონის მიერთებას კომპიუტერთან შემდეგი ოპერაციების ჩასატარებლად – კონტაქტების მართვა, SMS-ების მართვა, მონაცემთა (ფოტოები, ვიდეოები და სხვა) გადაწერა, ასევე შესაძლებელია მობილური ტელეფონის მოდემის რეჟიმში გადაყვანა და კომპიუტერის დაკავშირება ინტერნეტთან.

P.S. დღეს უკვე ძალიან რთულია, დახმარებისა და რჩევის გარეშე რაიმე ტექნიკის შეძენა – მეც იმედი მაქვს, რომ ეს განხილვა თუ მიმოხილვა დაგეხმარებათ არჩევანის მიღებაში ახალი ტელეფონის შეძენისას. გაითვალისწინეთ, რომ ეს აპარატი სიმ-ლოკიანია, ანუ მიბმულია ოპერატორზე და მხოლოდ ბილაინის სიმ-ბარათებზე მუშაობს.

18 thoughts on “Alcatel One Touch 818 – მიმოხილვა

  1. ფრანგული ტელეფონებიდან საჟემები იყო ერთ დროს მახსოვს ქართული მენიუთი🙂

    • აბა, რა ტელეფონები იყო… ეჰ, სად გაგახსენდა ეგენი…
      მოტოროლა სტარტაკი გახსოვს?🙂

    • ბლოკის მოხსნა ისეთი საკითხია – საკამათო.
      ბილაინს ისედაც საკმაოდ იაფი ტარიფები აქვს, შეიძლება სულაც არ იყოს ბლოკის მოხსნა საჭირო😉

  2. ჰო ეგ არის🙂
    კაი რეკლამა იყო. თუმცა, მე მაშინაც ნოკია მქონდა 8110.

  3. მართლა კარგი ტელეფონია ძალიან. თან ძალიან იაფია ყველას გირჩევთ ეს ტელეფონი იყიდოთ ნაღდი სენსორითაა ს სულ არ არის ძვირი მე მაქვს ეს ტელეფონი და ძალიან კმაყოფილი ვარ უკვე 2 წელია მაქ და არ გაფუჭებულა ბლოკიც საჭიროა რომ ჰქონდსეს არ არის საჭირო ბლოკის მოხსნა ნუ ახლა აიფონი ჯობია 10000 თავთ რაზეა ლაპარაკიო მაგრამ, მაინც კარგი ტელეფონია და ძალიან გამძლე მე პირადად აიფონიც მაქვს და ეწსეც მაგრამ ძალიან კარგი თან ფასშიც ეტევა ძალიან კარჰად ძალიან კმაყოფილია ყველა ბილაინის მომსახურებთ კარგი ტარიფები და ფასდაკლებები აქვთ მაგრამ ამ ტელეონს 10 ლარი რომ დაუკლონ უკეთესი იქნება ყველას მოგიწოდებთ თუ გინდათ ტელეფონოის ყიდვა და ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი იყიდოთ? მე გირჩევთ რომ იყიდონ ბილაინი სმარტფონი ყველანაირად გამოგადგებათ თაჩ სქრინიანი ტელეფონი.

  4. ძალიან კარგი მობილურია რას უწუნებთ ვერ გავიგე თან ეხლა უკვე 110 ლარი ღირს

  5. au martla magari teleponia…
    magram WFi rom ar akvs teexavs…😦 ar sheidzleba rom rogorme chavwero es programa?

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s