ექსპერიმენტი – საქართველოს ფოსტა

ამას წინათ (სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე კვირის წინ) MOO.com-ზე შევუკვეთე უფასო სავიზიტო ბარათები – სპეციალურად Facebook Timeline-ზე დაფუძნებული დიზაინით და რამე.

საფოსტო მისამართში მივუთითე ჩვეულებრივი თბილისური მისამართი და დავიწყე ლოდინი.

გუშინწინ მომივიდა საფოსტო უწყება, რომელიც მატყობინებს, რომ ჩემს სახელზე ჩამოსულია ამანათი და უნდა მივბრძანდე და წამოვიღო. იხილეთ თანდართული ფოტო:

ხოდა, მაინტერესებს ასეთი რამ: ამათ ხომ არ ძმარავთ? მე ვარ ფოსტალიონი თუ ეგენი? ამ უწყების მოტანაში დრო და ფული ხომ დახარჯეს, ჰოდა ბარემ მოეტანათ ამანათი.

რაც მთავარია – უფასოდ გამოგზავნილ ამანათში, სადაც დევს უფასო სავიზიტო ბარათები, თურმე უნდა გადავიხადო რაღაც ორი, სამი თუ ხუთი ლარი.

თანაც, დააკვირდით – მე თვითონ უნდა მივაკითხო და მივუტანო ჩემი ფული.

რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გიხსნის, რატო ხდება ასე და რატომ არ მოაქვთ ამანათები გამოწერილ მისამართზე.

ამიტომაც, ვატარებ ექსპერიმენტს – არსადაც არ მივალ და არაფერსაც არ გადავიხდი. ვნახოთ, რამდენ უწყებას გამომიგზავნიან და როდის მოიტანენ (ან საერთოდ თუ მოიტანენ).

მოიტანონ თვითონ, ბლიად.

Update – დღეს მოვიდა კიდევ ფოსტალიონი და მომიტანა მეორე უწყება. ამანათი რატომ არ მოგაქვთ მეთქი და დაიწყო – მე არა მაქვს ამის უფლება, ის სხვა განყოფილებისაა და ა.შ.

ხოდა არც თქვენი ამანათი მინდა და არც თქვენი ფოსტა მეთქი. გავისტუმრე უკან.

ასე რომ, სანამ ფოსტა რეფორმას არ განიცდის, სანამ არ მოხდება ოპტიმიზირება, სანამ კომუნისტურ სტრუქტურებს და გაუგებარ იერარქიებს არ მოეშვებიან, არაფერი არ ეშველებათ.

9 thoughts on “ექსპერიმენტი – საქართველოს ფოსტა

  1. გამოგზავნის თანხა თუა გადასახდელი, კნდა მიხვიდე, გადაიხადო და პაკეტი გამოართვა. არ მიხვალ და გააგზავნიან უკან ერთ კვირაში. გაუგებარია ვის ებუტები. როცა ადრესატი სახლში არ ხვდება ფოსტალიონს, ის ტოვებს უწყებას.

    • ოფისის მისამართი მივუთითე სპეციალურად – რომ დავხვედროდი.

      გარდა მაგისა, ხომ შეიძლება შემოიღონ ისეთი სისტემა, როგორიც ყველა სხვა უწყებაში უკვე მუშაობს – მოიტანონ 2-ასლიანი ქვითარი, სადაც წერია, რომ გადასახდელი მაქვს ესა და ეს თანხა (ტრანსპორტირების), მე მოვუწერ ხელს და რაღაც ვადაში გადავიხდი.
      მეორე ასლს წაიღებს ფოსტალიონი და ეგაა.

      თუ გვინდა, რომ ფოსტამ იმუშაოს კარგად, ფულიც უნდა გადავიხადოთ. და შესაბამისად, ფოსტასაც უნდა უნდოდეს (!), რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა საკურიერო თუ მსგავს სერვისებს. ამისათვის საჭიროა მომსახურების ოპტიმიზირება და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.

  2. რაღაცას იხდი, ფოსტალიონს ვერ გადაუხდი, თანაც, რაც უფრო მეტი ხანი გაჩერდება შენი ამანათი მათთან, უფრო მეტის გადახდა მოგიწევს, ასე, რომ თუ გინდა ის, რაც ჩამოგივიდა, მიდი და აიღე🙂

    • ზედა კომენტარში უკვე დავწერე – მოიტანონ ქვითარი, სადაც მოვაწერ ხელს და ავიღებ ვალდებულებას, რომ დავფარავ გადასახადს (დავუშვათ, ერთ ან ორ კვირაში).

  3. ეგ კიდე არაუშავს, ამხელა ფულს გვახევენ და ერთი საიტი ვერგააკეთეს.

  4. ხშირად აქაც არ მოაქვთ ამანათები, ჩვენც უწყება მოგვდის და უნდა მივიდეთ წამოსაღებად. მაგრამ!!!! ფულს გამომგზავნი იხდის და არა “ადრესატი”. შენ რაში გართმევენ ფულს ვერ ვხვდები ნამდივლად.

    • აი, სწორედ მაგაშია საქმე – მეც ვერ გავიგე, რა უნდათ. საბოლოოდ უარი ვუთხარი და იდოს თქვენთან მეთქი, არ მოვაკითხავ თქო

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s