ექსპერიმენტი – საქართველოს ფოსტა

ამას წინათ (სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე კვირის წინ) MOO.com-ზე შევუკვეთე უფასო სავიზიტო ბარათები – სპეციალურად Facebook Timeline-ზე დაფუძნებული დიზაინით და რამე.

საფოსტო მისამართში მივუთითე ჩვეულებრივი თბილისური მისამართი და დავიწყე ლოდინი.

გუშინწინ მომივიდა საფოსტო უწყება, რომელიც მატყობინებს, რომ ჩემს სახელზე ჩამოსულია ამანათი და უნდა მივბრძანდე და წამოვიღო. იხილეთ თანდართული ფოტო:

ხოდა, მაინტერესებს ასეთი რამ: ამათ ხომ არ ძმარავთ? მე ვარ ფოსტალიონი თუ ეგენი? ამ უწყების მოტანაში დრო და ფული ხომ დახარჯეს, ჰოდა ბარემ მოეტანათ ამანათი.

რაც მთავარია – უფასოდ გამოგზავნილ ამანათში, სადაც დევს უფასო სავიზიტო ბარათები, თურმე უნდა გადავიხადო რაღაც ორი, სამი თუ ხუთი ლარი.

თანაც, დააკვირდით – მე თვითონ უნდა მივაკითხო და მივუტანო ჩემი ფული.

რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გიხსნის, რატო ხდება ასე და რატომ არ მოაქვთ ამანათები გამოწერილ მისამართზე.

ამიტომაც, ვატარებ ექსპერიმენტს – არსადაც არ მივალ და არაფერსაც არ გადავიხდი. ვნახოთ, რამდენ უწყებას გამომიგზავნიან და როდის მოიტანენ (ან საერთოდ თუ მოიტანენ).

მოიტანონ თვითონ, ბლიად.

Update – დღეს მოვიდა კიდევ ფოსტალიონი და მომიტანა მეორე უწყება. ამანათი რატომ არ მოგაქვთ მეთქი და დაიწყო – მე არა მაქვს ამის უფლება, ის სხვა განყოფილებისაა და ა.შ.

ხოდა არც თქვენი ამანათი მინდა და არც თქვენი ფოსტა მეთქი. გავისტუმრე უკან.

ასე რომ, სანამ ფოსტა რეფორმას არ განიცდის, სანამ არ მოხდება ოპტიმიზირება, სანამ კომუნისტურ სტრუქტურებს და გაუგებარ იერარქიებს არ მოეშვებიან, არაფერი არ ეშველებათ.

Advertisements