ჯოკერის წესები

ვინაიდან და რადგანაც ამ ბლოგს საინფორმაციო/საგანმანათლებლო მისია აკისრია, შევეცდები შევავსო ყველანაირი სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაციით.

გთავაზობთ ოპერა-ბეთის საიტიდან აღებულ ჯოკრის თამაშის წესებს (იქ მუქ ფონზე ბაცი შრიფტით წერია და შეიძლება თვალები დაითხაროს ადამიანმა).

ჯოკერის წესები

მოგეხსენებათ, ჯოკერის სათამაშოდ გამოიყენება 36–იანი კარტის დასტა: ოთხივე მასტის (♠, ♣, ♦, ♥) კარტი 6-დან ტუზის ჩათვლით. აქედან 6♠ და 6♣ კარტებს „ჯოკერის“ წონა აქვს და ის მარკირებულია წარწერით Joker.

თამაშის მსვლელობა

ჯოკერის თითოეულ დარიგებაში განისაზღვრება კოზირი, რომელიც ამოდის ბოლო კარტად დასტაზე. იმ შემთხვევაში, თუ კარტის დასტაზე გაიხსნება ‘ჯოკერი’, თამაში მიმდინარეობს უკოზიროდ, მხოლოდ შესაბამისი მასტის კარტების წონების მიხედვით.

პირველ რაუნდში თითოეულ მოთამაშეს თანმიმდევრულად ურიგდება 1,2,3,4,5,6,7 და 8 კარტი. პირველ დარიგებაში მოთამაშეს ურიგდება ერთი კარტი. რითიც მან უნდა გადაწყვიტოს არსებული კარტით მოუგებს თუ არა სხვა მოთამაშეებს (ამ შემთხვევაში ძირითადად უპირატესობა ენიჭება ჯოკერს ან მაღალ კოზირს, შემდგომი დარიგიბები იზრდება 8 კარტამდე. ამის შემდეგ ხდება მოთამაშეების ქულების დაჯამება და თამაშის პირველი რაუნდის დასრულება.

შემდეგი რაუნდში რიგდება მხოლოდ 9 კარტი. ყოველი დარიგებისას, დილერის შემდეგ მჯდომმა მოთამაშემ პირველი სამი კარტის ნახვის შემდეგ უნდა განსაზღვროს კოზირი ან უკოზირო თამაში. მეორე რაუნდი შედგება მხოლოდ ოთხი დარიგებისაგან და მისი დამთავრების შემდგომ ჯამდება ქულები და ემატება პირველი რაუნდში დაგროვილ ქულებს.

თამაშის მესამე რაუნდი პირველის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რიგდება შებრუნებული მიმდევრობით (8,7,6,5,4,3,2,1). თამაშის მეოთხე რაუნდი კი ანალოგიურია მეორე რაუნდისა.

ცხადება და ქულები

მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით რიგ-რიგობით აცხადებენ ასაღები კარტის რაოდენობას. რაც უფრო მაღალი კარტი უჭირავს მოთამაშეს, კარტის აღების მით უფრო მეტი შანსი აქვს მას, მოთამაშემ მთავარია სწორად განსაზღვროს შესაძლო კომბინაციები და ზუსტად აიღოს ნაცხადები რაოდენობის კარტი.

ნაცხადები და აღებული კარტის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ქულები:

ნაცხადები რაოდენობა აღებული რაოდენობა ქულა
1 1 100
2 2 150
3 3 200
4 4 250
5 5 300
6 6 350
7 7 400
8 8 450
9 9 900

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მიერ აღებული კარტების რაოდენობა განსხვავდება ნაცხადებისაგან, მაშინ ქულა განისაზღვრება აღებული რაოდენობის 10-მაგი ოდენობით (1-სთვის 10, 2-სთვის 20 და ა.შ.).

თუ ნაცხადები და აღებული კარტების ოდენობა ემთხვევა დარიგებულს, მაშინ ქულა შეადგენს აღებული კარტის 100-მაგს (1-სთვის 100, 2-სთვის 200 და ა.შ.).

მოთამაშეს ასევე აქვს უფლება აცხადოს პასი და შესაბამისად არ წაიყვანოს არც ერთი კარტი. ასეთ შემთხვევაში პასის ქულა განისაზღვრება 50-ით.

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე აცხადებს 1-ს ან მეტს, მაგრამ ვერც ერთ კარტს ვერ აიღებს, მას ეწერება ნიშანი — (ე.წ. ხიშტი). ხიშტს ქულა უარყოფითია და ის არჩევადია თამაშის დაწყებისას. ხიშტის არჩევადი ქულებია: -200, -500 და „სპეც ხიშტი“. სპეც ხიშტის აღებისას მოთამაშეს აკლდება დარიგებული კარტის 100-მაგი ოდენობის ქულა.

კარტის წონები

თამაშში კარტის წონა განისაზღვრება შემდეგი მიმდევრობით (მაღლიდან დაბლისაკენ):
Joker, A, K, Q, J, 10, 9, 8, 7, 6.

კოზირი ითვლება ყველა დანარჩენ მასტზე მაღალ კარტად. იმ შემთხვევაში, თუ კოზირი არ არის განსაზღვრული, მსგავსი კარტების წონები თანაბარია ყველა მასტისათვის, ზემოთ აღნიშნული მიმდევრობით.

მოთამაშის სურვილის მიხედვით ჯოკერი შეიძლება გათამაშდეს როგორც უმაღლესი, ასევე უმცირესი რანგის კარტად. თუ მიმდინარე კარტის პირველი სვლის ჯერი ჯოკერის მფლობელზეა, შეიძლება ნებისმიერი მასტის მაღალი კარტების მოთხოვნა (კოზირის ჩათვლით), ასევე მიმდინარე სვლისას კონკრეტული მასტის კარტისათვის მისი მიცემა.

თამაშის მიმდინარეობისას ჯოკერის მფლობელს შეუძლია ასევე ნებისმიერი კარტის მოჯოკვრა (უკვე ჩამოსული ჯოკერის ჩათვლით) ან სხვა კარტისათვის მისი ქვემოდან შეცურება.

ჯოკერის თამაში არ არის რთული.

4 thoughts on “ჯოკერის წესები

  1. Pingback: ჯოკერის წესები

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s