მწეველები კვდებიან. ასევე არამწეველებიც


დღევანდელი ცხოვრების პარადოქსები – დადიხარ მანქანით, მაგრამ ჯიბეში არც ფული, არც სიგარეტი არ გიდევს.

გაქვს მხოლოდ ერთი დაღუნული ლარიანი – წავიდა ის დრო, დახეული ლარიანები რომ არსებობდა…

მივედი სიგარეტის ჯიხურთან და ლარიანს ვატრიალებ – მიტყდება რამე იაფფასიანი სიგარეტის ყიდვა: პრიმა და ეგეთები რა მოსატანია. არადა მოწევა მინდა მაგრად – მთელი სამი საათია, შეხვედრიდან შეხვედრაზე დავრბოდი, საქმეებში ვიყავი თუ საქმე თავზე მეყარა – მოკლედ, სიგარეტის მოწევა მინდა, მაგრამ არ შემიძლია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დაჟე იმაზეც გავიწიე – ვისესხებ მეთქი და ფულს მერე მივუტან. მაგრამ ჩემს უბანში და ნაცნობ ჯიხურში არ ვიყავი – ამიტომაც ეს გზაც მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩემთვის…

როგორ გგონიათ, როგორ გადაიჭრა პრობლემა?
ლარიანი სიგარის ყიდვით🙂
აი ასე, მოვაბიჯებდი ქუჩაში სიგარის წევით და ვინ იცის, ხალხი ჩემზე რას ფიქრობდა😉

5 thoughts on “მწეველები კვდებიან. ასევე არამწეველებიც

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s