ჩიტის მოტანილი ამბავი

ეს ის პოსტია, უსათაუროდ და უმიზნოდ რომ წერს ავტორი.
წერს იმიტომ, რომ უბრალოდ რამე დაწეროს – არც კი იცის, რისი თქმა უნდა და რა გამოუვა.

ბოლო წელს ძალიან მოვუკელი წერას – შეიძლება მუზამ მიმატოვა, ან ცოტა დრო მაქვს ბლოგისთვის.
შეიძლება, სულაც არ მინდა პირადი ცხოვრების გამომზეურება – რამდენიმე წლის წინანდელი (და რამდენიმე წლის ხანგრძლივობის მქონე) დეპრესია დამთავრდა და არავის უნდა მისი გახსენება.

შეიძლება სათქმელი შემომელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ხდება გარშემო, მეზარება ხოლმე წერა, მიმოხილვა, კრიტიკა…

ჩვენს საზოგადოებას არ აკლია ვნებათა ღელვა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შეეხება ხოლმე – ამიტომაც ვცდილობ, მაქზიმალურად დავიცვა თავი და ნაკლები ვინერვიულო.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შევეცდები გავაცოცხლო ბლოგი და მისი თავდაპირველი ფუნქცია აღვადგინო – “განათლება ხალხის მასებს”!

არა, მგონი ცოტა სხვა იდეა ქონდა ამ ბლოგს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს🙂

ერთი ახალი და კარგი ამბავი კი მაინც მინდა გამცნოთ: ახლახან გაიხსნა შესანიშნავი საინფორმაციო სააგენტო “ჩიტი” – გირჩევთ, მოინახულოთ, გაეცნოთ და ცოტა უფრო მხიარულად შეხედოთ ცხოვრებას🙂

6 thoughts on “ჩიტის მოტანილი ამბავი

  1. ოოო, წერე რა.
    მიყვარს შენი ნაწერები. ჩემს სულში შემოდის ხოლმე.

    დეპრესია ალბათ შენს მარტო ყოფნას გაატანე. ახლა 2 ქალი არ გაძლვს დეპრესიაში ყოფნის საშუალებას.

  2. არადა მინდა მჯეროდეს, რომ ოჯახი არაა ის, რასაც ადამიანი დეპრესიიდან გამოჰყავს.

    • არ გჯეროდეს.
      გამოყავს. ოღონდ იმ ოჯახს – შენსას, შენ რომ შექმნი და შენ რომ ხარ “საჭესთან”.
      მშობლების ოჯახს არ გამოყავს, რა თქმა უნდა.

      • ხო მაგ ოჯახს ვგულისხმობდი, თორემ მშობლების ოჯახს რომ არ გამოყავს, ეგ ცხადზე ცხადია.
        გათხოვება იგივე ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეა.
        სად მაქვს მაგის ნერვები.😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s