მწეველები კვდებიან. ასევე არამწეველებიც


დღევანდელი ცხოვრების პარადოქსები – დადიხარ მანქანით, მაგრამ ჯიბეში არც ფული, არც სიგარეტი არ გიდევს.

გაქვს მხოლოდ ერთი დაღუნული ლარიანი – წავიდა ის დრო, დახეული ლარიანები რომ არსებობდა…

მივედი სიგარეტის ჯიხურთან და ლარიანს ვატრიალებ – მიტყდება რამე იაფფასიანი სიგარეტის ყიდვა: პრიმა და ეგეთები რა მოსატანია. არადა მოწევა მინდა მაგრად – მთელი სამი საათია, შეხვედრიდან შეხვედრაზე დავრბოდი, საქმეებში ვიყავი თუ საქმე თავზე მეყარა – მოკლედ, სიგარეტის მოწევა მინდა, მაგრამ არ შემიძლია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დაჟე იმაზეც გავიწიე – ვისესხებ მეთქი და ფულს მერე მივუტან. მაგრამ ჩემს უბანში და ნაცნობ ჯიხურში არ ვიყავი – ამიტომაც ეს გზაც მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩემთვის…

როგორ გგონიათ, როგორ გადაიჭრა პრობლემა?
ლარიანი სიგარის ყიდვით 🙂
აი ასე, მოვაბიჯებდი ქუჩაში სიგარის წევით და ვინ იცის, ხალხი ჩემზე რას ფიქრობდა 😉

Advertisements

სტივ ჯობსის 10 გაკვეთილი

ფრინველების ხორუმი

ფრინველების ხორუმი

ფრინველების ხორუმი

რას არ ნახავ ქართულ რესტორნებში…

ჩიტის მოტანილი ამბავი

ეს ის პოსტია, უსათაუროდ და უმიზნოდ რომ წერს ავტორი.
წერს იმიტომ, რომ უბრალოდ რამე დაწეროს – არც კი იცის, რისი თქმა უნდა და რა გამოუვა.

ბოლო წელს ძალიან მოვუკელი წერას – შეიძლება მუზამ მიმატოვა, ან ცოტა დრო მაქვს ბლოგისთვის.
შეიძლება, სულაც არ მინდა პირადი ცხოვრების გამომზეურება – რამდენიმე წლის წინანდელი (და რამდენიმე წლის ხანგრძლივობის მქონე) დეპრესია დამთავრდა და არავის უნდა მისი გახსენება.

შეიძლება სათქმელი შემომელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ხდება გარშემო, მეზარება ხოლმე წერა, მიმოხილვა, კრიტიკა…

ჩვენს საზოგადოებას არ აკლია ვნებათა ღელვა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შეეხება ხოლმე – ამიტომაც ვცდილობ, მაქზიმალურად დავიცვა თავი და ნაკლები ვინერვიულო.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შევეცდები გავაცოცხლო ბლოგი და მისი თავდაპირველი ფუნქცია აღვადგინო – “განათლება ხალხის მასებს”!

არა, მგონი ცოტა სხვა იდეა ქონდა ამ ბლოგს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს 🙂

ერთი ახალი და კარგი ამბავი კი მაინც მინდა გამცნოთ: ახლახან გაიხსნა შესანიშნავი საინფორმაციო სააგენტო “ჩიტი” – გირჩევთ, მოინახულოთ, გაეცნოთ და ცოტა უფრო მხიარულად შეხედოთ ცხოვრებას 🙂