ფოტო

ავტორი: crontab

დიდი ხანია, რაც მივაგდე ფოტოგრაფიით გატაცება. სამწუხაროდ, ვერა და ვერ მოვაბი თავი იმას, რომ წესიერი კამერა შევიძინო – და, შესაბამისად, წესიერი ფოტოები გადავიღო.

თუმცა ვიცი, რომ ამ წესიერ კამერას ჩემი ქალიშვილის კბილები დაემუქრება და სხვა სათამაშოების ჩვეულ ბედს გაიზიარებს – გატყდება ან რამე 🙂

გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ “უადგილო” ადგილას “რამე ისეთი” ფოტოების გადაღება, ხოლო შემდგომში მათი გამოქვეყნება, ვინმესთვის გადაცემა ან სულაც, ღმერთმა დაიფაროს, გაყიდვა – სავალალო შედეგით მთავრდება ხოლმე.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ საერთოდ შევეშვა ფოტოგრაფიას.

თანაც, საბოლოო წერტილი ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას დაესვა იმით, რომ გამოჩნდა ახალი თაობის ფოტოაპარატები, რომლებიც RAW ფორმატში იღებენ ფოტოებს და ფოკუსის გასწორების საშუალებას ფოტოს გადაღების შემდეგ იძლევიან – lytro.com

დატესტეთ იქვე, საიტზე ეს ფანტასტიკა.

Advertisements

IE

ამიერიდან ყველა სემინარი/ტრენინგი/ვორკშოპი უნდა დავიწყო ასე:
– მოგესალმებით, ხელი აიწიეთ, ვინც ხმარობს ინტერნეტ ექსპლორერს…

და ვინც ხელს აწევს, უნდა გავაგდო.

აი დადასტურებაც – ინტერნეტ ექსპლორერის მომხმარებლების ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ბრაუზერების მომხმარებლებისა.