საქართველო ისეთი ქვეყანაა…

სადაც არავის არაფერი არ მოსწონს.
მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ – პესიმისტები…

მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა – აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.

თანამშრომლებს არ მოსწონთ უფროსები, უფროსებს – მათი ქვეშევრდომები, დამლაგებლებს არ მოსწონთ დაცვა, დაცვას – მძღოლები, მძღოლებს არ მოსწონს პატრული, პატრულს არ მოსწონს სკვერებში ლუდი, ლუდს არ მოწონს ლიმონათი, ლიმონათს კი რძის პროდუქტი, რძის პროდუქტის მწარმოებელს არ მოწონს მომხმარებელი, მომხმარებელს არ მოწონს პოპული და ჯიმარტი, ამ ორს კი არ მოწონს გუდვილი, გუდვილს არ მოწონს კიდევ სხვა ქსელი, სხვა ქსელს არ მოწონს ვაი-ფაი, ვაი-ფაის არ მოწონს საკაბელო ტელევიზია, საკაბელო ტელევიზიას არ მოწონს ოპოზიციური არხები, ოპო-არხებს არ მოწონთ სხვა ჟურნალისტები, ჟურნალისტებს არ მოწონთ პოლიტიკური ესტებლიშმენტი, პოლიტიკურ ესტებლიშმენტს არ მოწონს, როცა ედავებიან; მთავრობას არ მოწონს ოპოზიცია, ოპოზიციას კიდევ – ერთმანეთი…

ისე, ერთმანეთი საერთოდ არავის არ მოსწონს – და-ძმა თმებს აწიწკნის, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, უბნელები ცემენ ერთმანეთს, კოლეგები ინტრიგებს ხლართავენ, კონკურენტები ერთმანეთს ძირავენ…

არავის არაფერი არ მოსწონს ამ ქვეყანაში, გარდა წარსულზე ოცნებისა.
მე კი წარსულზე ოცნება არ მომწონს – წინ გავიხედოთ, ამხანაგებო!
წინ, ნათელი მომავლისაკენ!

10 thoughts on “საქართველო ისეთი ქვეყანაა…

  1. იცი როგორი პოსტია? “შემოხაზეთ ნომერი ხუთი” რო მოუხდებოდა სადმე შუაში😀
    ან ბოლოსკენ :)))

    ბულეთპოინტებად უნდა ჩამოყარო ხოლმე :))

  2. გეთანხმები ლევან,წარსულის გარდა არავის არაფერი მოსწონს სამწუხაროდ.

  3. :))
    ადრე სადღაც წავიკითხე: “წინ დავით აღმაშენებლისკენო”
    ჰოდა ასეა, საქართველოში წინ ნიშნავს უკუსვლას🙂

    • ჰოდა ეგაა ჩვენი ტრაგედია.
      აბა, დავით აღმაშენებლის ნამდვილი დამსახურება და მის მიერ გატარებული რეფორმები რომ იცოდნენ, მგონი პირიქით იქნებოდა საქმე🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s