სკ

სტივენ კინგი გვეუბნება, წერა თუ გინდათ, პირდაპირ უნდა დაიწყოთო. წარმოიდგინეთ, რომ ის ამბავი, რომელსაც თქვენ აღწერთო, დიდი ქვა ან რამე სხვა ობიექტია, რომელიც ღრმადაა ჩაფლული და არქეოლოგის რუდუნებითა და მოთმინებით უნდა ამოთხაროთო.

გამოდის, რომ ავტორი სულაც არ წერს წიგნსა თუ მოთხრობას, არამედ ამ განძს უბრალოდ პოულობს და მზის შუქზე გამოაქვს.

მთავარია, პირველი ფრაზა, საწყისი, ხელშესავლები ძაფი თუ ყუნწი იპოვნოთ და მერე თხრა დაიწყოთ.

კინგი თურმე სწორედ ასე წერს წიგნებს: რამე საწყისს ჩაავლებს ხოლმე – რა მოხდება, რომ ერთი ვინმე ცნობილი მწერალი ავარიაში მოყვეს, დაშავდეს და რომელსაც მისი ფსიქიურად შეშლილი ფანი დაატყვევებს და აწამებს🙂

მოკლედ, ვიწყებ ისევ წერას🙂

 

P.S. @4.07.2011 – გადაწყდა, ერთ მოთხრობას დავწერ პირდაპირ აქვე, ბლოგზე, მეორეს კი – ცოტა დიდ და სერიოზულ თემას – ოფლაინ დავამუშავებ

12 thoughts on “სკ

  1. ძალიანაც კარგი, უიმე.
    ნუ იცი ხოლმე შენ გაქრობები.
    მხოლოდ დეპეშასავით რომ იცი ხოლმე.
    ხოდა მიყვარს შენი ბლოგი და მიხარია დაბრუნება თუ რაც არის.
    პ.ს. ნუ იდეაში არც წასულხარ, მაგრამ პოსტის ბოლო ფრაზის პასუხია ეს კომენტარი.

    პ.ს. დისკასით ვტოვებდი ადრე კომენტარს.:/

    • ხოდა როგორ გავაკეთო – დავწერო პირდაპირ აქ, ბლოგზე?
      თუ ცალკე დავწერო, დასრულებული ფორმა მივცე და მერე გამოვაქვეყნო?

      ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ უბრალო პოსტის დაწერა კი არ მინდა, პატარა მოთხრობის იდეა მაქვს:)

      • მე გირჩევ, რომ პირდაპირ აქ წერო. უფრო საინტერესო იქნება იმჰო.

  2. თუ მოთხრობას წერ მაშინ ჯობია ჯერ ცალკე დაწერო, მერე ერთი დღე დაელოდო, მეორე დღეს წაიკითხო და თუ ჩათვლი რომ ღირს გამოსაქვეყნებლად, გამოაქვეყნო.

    • შენ რა ოპტიმისტი ხარ, ერთ დღეში მოთხრობის დამწერი ვარ?🙂

  3. აქვე დაწერე,მაგარი ხიბლი-აზრი-ისტორია აქვს, ”დღიურია”-რა! :)))

  4. მთავარია მონდომება:)
    მე მაინც მგონია რომ ცალკე დაწერა სჯობს და მერე გამოქვეყნება. თუმცა ბოლოს არჩევანი შენ უნდა გააკეთო. ასე რომ ველოდებით მოთხრობას:)
    ონლაინ ან ოფლაინ:)

  5. ვცადე ეგ მე.. კაი ხნის წინ.
    არაფერი გამომივიდა და მადლობა მეთ მულენვეგს, მომისწრო და ვორდპრესი დააფუძნა🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s