>ლოგოს დიზაინი და შრიფტები

>ამას წინათ დამჭირდა ლოგოს დამზადება – ან შეკვეთა. რა თქმა უნდა, ჩემგან დიზაინერი არ გამოვა და არც მოპარული ლოგოს ან შრიფტის გამოყენება არ მინდა; ამიტომ უნდა შევუკვეთო/დავახატინო.

აქაც (როგორც სხვა ყველაფერში), პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს:

1. ზარი ახლობელთან (ვინმე დიზაინერ/მხატვართან), რომელიც უფასოდ და უხალისოდ გაგიკეთებს რამე ლოგოს, სავარაუდოდ, ცუდს.

2. მიმართვა პროფესიონალებს, რომლებიც დიდი თუ მცირე თანხის სანაცვლოდ დაამზადებენ კარგ ლოგოს.

სანამ ლოგოს დამამზადებელს/შემქმნელს ვეძებდი, ბევრი საინტერესო რამ მოვნახე ინტერენეტში და მინდა გაგიზიაროთ:

პირველ რიგში, ესაა 20 ყველაზე პოპულარული შრიფტის ჩამონათვალი.

მეორე საინტერესო მიგნება კი არის ძალიან კარგი დიზაინერის, ბრაიან ჰოფის 20 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვას დამკვეთს დიზაინერმა ლოგოს დამზადებამდე.

ნაწილი პირველი – შეკითხვები კომპანიის შესახებ:

1. როგორ აღწერდით თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას?

2. დამისახელეთ თქვენი კომპანიის გრზელვადიანი სტრატეგიული გეგმები/მიზნები.

3. რაში დაგჭირდათ ახალი ლოგო (თუ დამკვეთს უკვე აქვს ლოგო)? რისი მიღწევა გინდათ თქვენი ახალი ლოგოს მეშვეობით?
ეს შეკითხვა დაგეხმარებათ პრობლემის გაგებაში.

4. ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
დამკვეთის მიერ მოწოდებული ბმულები ან ინფორმაცია დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ ბაზრის ამ სეგმენტში და კონკურენციის პირობებში.

5. რითი გამოირჩევით თქვენი კონკურენტებისაგან?

6. რა საშუალო ასაკი აქვს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას?
პასუხი ამ შეკითხვაზე დაგეხმარებათ ლოგოტიპის ძირითადი მონახაზის აღქმაში.

ნაწილი მეორე – შეკითხვები პროექტის შესახებ:
7. გაქვთ თუ არა სლოგანი? თუ კი, გინდათ თუ არა მისი განთავსება ლოგოზე?
8. გაქვთ თუ არა თქვენი წარმოდგენა/იდეები ლოგოსთან დაკავშირებით?
9. რაიმე ფერებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას, ან კორპორატიული ფერები ხომ არ გაქვთ?
10 . ხომ არ გინდათ რომელიმე კონკრეტული ფერის გამოყენებაზე უარის თქმა?  
11. რომელი ზედსართავი სახელით აღწერდით თქვენს ლოგოს?
12. როგორი შეგრძნება ან შეტყობინება უნდა გადასცეს თქვენმა ლოგომ მის მნახველს?
13. როგორი ფორმით უნდა იყოს თქვენი ლოგოს ტექსტი დაწერილი? 
მაგალითი: thedesigncubicle ან the design cubicle

14. ტექსტის როგორ გაფორმებას ისურვებდით?
მაგალითი: სქელი, დახრილი, ხელნაწერი და სხვა.

15. სად გამოიყენებთ თქვენს ლოგოს?
მაგალითი: ინტერნეტი, ბეჭდური მედია, სხვა.

16. უფრო ხშირად სად გამოიყნებთ ლოგოს?
როგორც წესი, ინტერნეტში გამოყენებისათვის ჰორიზონტალური ლოგოები უფრო მოსახერხებელია.

17. დაახლოებით რა დროს, რა ვადაში, ან ზუსტად რა თარიღისათვის გინდათ რომ დამზადდეს ლოგო?

18. ბიუჯეტი?
თანხაზეა დამოკიდებული როგორც მთლიანი ფასი, ასევე ის, თუ რამდენ წინასწარ ვარიანტს მიიღებს დამკვეთი.

19. გსურთ თუ არა, რომ ლოგოსთან ერთად დამატებითი დიზაინერული მასალები მიიღოთ?
მაგალითად, სავიზიტო ბარათი, კონვერტი, წერილის ბლანკი და სხვა.

20. რომელი ლოგოები მოგწონთ და რატომ?
აქაც სასურველია, რომ დამკვეთმა მოგაწოდოთ ბმულები ან სხვა ვიზუალური მასალა.

7 thoughts on “>ლოგოს დიზაინი და შრიფტები

  1. >20 xvelaze popularuli shrifti vigacis reitingia da ara globaluri tesi…aseve kitxvebi ki unda gkitxos, ubralod aramgonia rame zusti recepti arsebobdes imisa tu ra kitxvebi unda gkitxos. xvelas midgoma sxvadasxvaniri ikneba… da ar arsebobs globaluri tesebi clientan urtiertobis tumca rchevebis gatvalistineba xoveltvis sasargebloa…

  2. >როგორ მინდა ჩემი კომპანიის ლოგოს შეცვლა და ისევ ჩემს იდეებს ელოდებიან, რომელიც არ გამაჩნია :შ

  3. >მერე სცადე და შენ თვითონვე უპასუხე ამ 20 შეკითხვას, იქნებ რამე გამოიკვეთოს🙂

  4. >რა თქმა უნდა ვიღაცის შედგენილია ეს სიაც, ისევე როგორც ყველა სხვა. იქვე მითითებულია პირველწყაროც – net magazine-მა გამოაქვეყნა შარშან: http://bit.ly/fzyD05

  5. >მადლობთ, ნიკი, ჯერ-ჯერობით ახლობელზე ვარ შეჩერებული.თუ არაფერი გამოვა, მომდევნო კვირას პატარა კონკურსს გამოვაცხადებ😉

  6. >თუ არაფერი გამოიკვეთა და ახლობელიც ვერ ნახეთ ვინც ამაში დაგეხმარებთ მომმართეთ მე და შევეცდები დაგეხმაროთ, თუ რა თქმა უნდა საინტერესო პროექტია და ცოტა ფული მაინც გაქვთ🙂

  7. >იდეაში სწორი კითხვებია, მაგრამ ზოგი მათგანი ხომ უსარგებლოა სინამდვილეში? უბრალოდ ძალიან ბევრი წარმატებული ლოგოა, რომელიც ლოგიკურად არ იხსნება, ბევრი ისეთია, რომელიც სხვანაირად დაიხატა და ბაზარს სხვანაირად ესმის, ბევრი სრულიად შემთხვევით გაჩნდა… ისეთებიც არის, თითქოს, სულ რომ არ უხდება კომპანიის ბიზნესს… მთავარი კრიტერიუმი, იმჰო, სხვაა – კეჟერაძისა არ იყოს – ლოგოს რომ დახედავ, უნდა დაგბურძგლოს.🙂 და დაგამახსოვრდეს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s