>შოპინგი ქართულად

>ამას წინათ კომერსანტის რადიოში მოვისმინე საინტერესო ფრაზა – რომელიღაც ქართული ონლაინ-მაღაზიის მფლობელი წუხდა:

“მომხმარებლებმა უკვე თვითონ ისწავლეს საქონლის გამოწერაო, თანაც გადამზიდავ კომპანიებთან პირდაპირ ამყარებენ კონტაქტსო და ამიტომ ჩვენ ვზარალობთო”.

გასაგებია – ამას მომხმარებლები დებილები ეგონა და ამ გათვლით ქონდა აწყობილი ბიზნესი. კიდევ კარგი, რომ ვისწავლეთ უცხოური საიტებიდან საქონლის გამოწერა და საკმარისი გადამზიდავ/ჩამომტანი კომპანიებიც არსებობს.

თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა უცბად დაგჭირდა რამე საქონლის ყიდვა და ორი და სამი კვირაც არ გაქვს, რომ ელოდო, როდის ჩამოვა ცხრა მთას იქიდან.
სწორედ ამისთვის უნდა არსებობდეს ქართული, კარგი, მამა-პაპური შოპინგ-საიტები, არა?

მოდი გადავხედოთ ბაზარს – კომპიუტერული და სხვა ტექნიკის მაღაზიების გამოკლებით, მხოლოდ ტანსაცმელს და სხვა აქსესუარების შოპინგს გადავხედოთ:
http://myshop.ge
http://mymarket.ge
http://marketi.ge
http://www.1infoshop.com
http://akit.ge – მხოლოდ საათები
http://cupidon.ge – სექს-შოპი
http://fshop.ge
http://www.i-shop.ge
http://kidsshop.ge – საბავშვო მაღაზია
http://bestshops.ge
http://e-shops.ge

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ზედმეტი იქნება – ჯერ ამ სიას გადახედეთ და თქვით – იყიდდით კი ამ მაღაზიებში რამეს?

მე არცერთი არ მომეწონა – ზოგს ძიება არ უმუშავებს, ზოგზე – გამყიდველს ვერ დაუკავშირდები, ზოგზე ძველი და აწ უკვე გაყიდული საქონელი დევს…

ქართველო ონლაინ-გამყიდველებო – მოგიწოდებთ, უფრო კარგად იზრუნეთ თქვენს საიტებზე – ონლაინ-შოპინგი პერსპექტიული ბიზნესია და კარგადაც იხეირებთ 🙂

P.S. თუ რამე კარგი საიტი იცით, მომწერეთ და ჩავამატებ სიაში.

Advertisements

7 thoughts on “>შოპინგი ქართულად

  1. >მე თქვენს ადგილას სანამ ასეთ რამეს დავწერდი ცოტათი მაინც დავფიქრდებოდი რას ვწერ. თუ თქვენს მიერ ჩამოთვლილ საიტებს კარგად დააკვირდებით თქვენ ერთმანეთში გაქვთ არეული ონლაინ მაგაზიები და განცხადებების დაფა ერთმანეთში.მაგალითისთვის mymarket.ge, e-shops.ge, 1infoshop.com და მსგავს საიტებზე ნივთის არარსებობა ტელეფონის უზუსტობა და თუნდაც ის რომ იქ თქვენი მოსაწონი ნივთი ვერ აღმოაჩინეთ სულაც არ არის საიტის ადმინისტრაციისა თუ მფლობელის ბრალი. თითქმის ყველა მსგავს საიტს უწერია რომ განცხადების სისწორეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რამეთუ ამ განცხადებებს თვითონ გამყიდველები ტვირთავენ. საიტების სიმრავლე შენი აზრის გასამყარებლად თუ გჭირდებაეგ შენი პრობლემაა, მინდა გითხრა რომ შენდა სამწუხაროდ ბევრმა იცის სწორი კითხვა. ასე რომ ჩემო მეგობარო კრიტიკოსო სანამ დაწერ შავად დაწერე წაიკითხე და მერე გადმოათეთრე.

  2. >გუშინ ვითომ ვაპირებდი მეორადი აიპოდი მეყიდა mymarket.ge–ზე, მაგრამ ისევ ebay.com ვარჩიე, არადა იქაც ნახმარი იყო და იქაც და ქართული 16გბ–იანი იყო, ამერიკიდან კი 4–იანი ჩამომივიდოდა. ისეთი სურათები იდო, რომ გადავწყვიტე, ისევ იბეიდან გამომეწერა 4გბ–იანი, ვიდრე ქართველთან შემეძინა. საერთოდ არ შევდივარ ქართულ ონლაინ საიტებზე, არ მომწონს არასოდეს არაფერი. და თან რატომ გადავიხადო ზედმეტი, როცა უცხოურ საიტებზე ბევრად კარგი ხარისხით არის ესა თუ ის პროდუქტი წარმოდგენილი.

  3. >კი, კი, არაა ადმინისტრაციის ბრალი – სწორედ თქვენს საიტზე ვიპოვნე ის ნივთი, რისი ყივაც მინდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვუკავშირდები გამყიდველს.ესე იგი შენ ამბობ, რომ არ გაქვს ონლაინ-მაღაზია და გაქვს განცხადებების დაფა – მაშნ რატო ქვია mymarket-ი? :)მაგას ვამბობ ზუსტად – გააუმჯობსეთ სერვისი-მეთქი და უკეთესი ბიზნესი გექნებათ

  4. >მეც არ შევდივარ ხოლმე და არ ვყიდულობ, იმიტომ რომ ვერ შეედრება უცხოურ და გამოცდილ სერვისებს.მაგრამ ამ ერთ შემთხვევაში სწორედ იმ ჩანთის ყიდვა მინდა და რა ვქნა 🙂

  5. >განცხადებების დაფა – LOLერთ განცხადებების დაფა უნდა გავაკეთო, იქნება ფული ვიშოვო. ასეთი ადვილი რომ იყოს ონლაინ მაღაზიის ან თუნდაც განცხადებების დაფის გაკეთება. ყველა ზემოთჩამოთვლილ საიტს არ ვიცნობ, მაგრამ რაც მინახავს, მართლაც ყველა განცხადებების დაფაა, მეტი არაფერი. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ არაფერს ვყიდულობ და ვერც ვერაფერს ვყიდი.1. არ არის სანდოობის შემოწმების/შეფასების პოლიტიკა არცერთ საიტზე (იუზერების რეიტინგები)2. თითქმის არცერთს არ აქვს ონლაინ აგდახდის სისტემა3. თითქმის არცერთს არ აქვს delivery – მე უნდა დავურეკო და შევხვდე პატრონს და გამოვართვა4. ყველას აქვს საშინელი ინტერფეისი, მოუხერხებელი საძიებო სისტემადა ასე უსასრულოდმე საბოლოოდ მაინც ვერ გამიგია, რით შოულობენ ეს საიტები ფულს? მგონი საიტზე განთავსებაში რომ 3 ლარი აქვთ დაწესებული, იმით.

  6. >უცხოურები ვიცი ქართული არა :)ზოგი ისეთი უცხოურები ვიცი, 600 დოლარიან პიჯაკს რომ 100 დოლარად ყიდიან განსაკუთრებული სუპერ-სეილების დროს. :)ჰოდა რავი… მაგ კომერსანტთა წუწუნ-პრუწუნზე კი ფრედერიკ ბასტიამ დაწერა გენიალური პეტიცია რაააამდენი წლის წინ და ვაი, რომ კიდევ ძალაშია.http://wp.me/pXQxp-qx აი, ამ ფამფლეტს ვგლუსიხმობ.

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.