>IMDB-ს საუკეთესო 250 ფილმი

>აბა გაიხსენეთ, ხომ გქონიათ ასეთი შემთხვევა, როცა იხსენებთ რომელიმე ფილმის სიუჟეტს, მაგრამ არ გახსოვთ რა ქვია ფილმს?
ან გახსოვთ, რომ რომელიღაც მსახიობი თამაშობდა აქა და აქ, მაგრამ ვერ იხსენებთ მის სახელს?

ყველას (და მათ შორის მეც) აწუხებდა ეს საკითხი მანამდე, სანამ ინტერნეტში ფილმების მონაცემთა ბაზა – “IMDB არ გამოჩნდა.

მათთვის, ვინც არ იცის: აქ მარტო ფილმების შესახებ კი არაა ინფორმაცია მოგროვებული, არამედ სერიალების, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინოს შესახებ, ასევე მსახიობების, რეჟისორების, ოპერატორების, გამნათებლების, მონტაჟორების და გადასაღები მოედნის სხვა უცნობი გმირების შესახებაც კი.

ჰოდა, ამ საიტზე შედგენილია ერთი შესანიშნავი სია – ყველა დროის 250 საუკეთესო ფილმი.

ფილმები ამ სიაში ხვდება მაყურებელთა მიერ შეფასების შემდეგ. აქ ითვლება მხოლოდ მუდმივად აქტიური მომხმარებლები მიერ მიცემული შეფასება. საბოლოო ჯამში რეიტინგი გამოითვლება მეტად რთული ფორმულის – ბაიესის ჭეშმარიტი გამოთვლის მიხედვით (არ მკითხოთ, რას ნიშნავს).

ბაიესის ფორმულა, სადაც:
W = საბოლოო რეიტინგი;
V = ფილმისთვის მიცემული ხმათა რაოდენობა;
M = რეიტინგში მოსახვედრად საჭირო ხმათა მინიმალური რაოდენობა (2010 წ. იანვარში M=3000);
R = ფილმის საშუალო შეფასება (ათქულიანი სისტემით);

C = ყველა ფილმის საერთო საშუალო შეფასება (2010 წ. იანვარში C=6.9). 

ნებისმიერი ამ ფილმის ნახვა ღირს მინიმუმ სამჯერ, რასაც გირჩევთ ყველას.
მანამდე კი შევავლოთ თვალი სიას და ყოველკვირეულად 10 ფილმს გადავხედოთ ხოლმე.

ხო, ერთი დეტალი – ქართული IP-დან შესულ მომხმარებლებს უცნაური სათაურები ელანდებათ ხვდებათ ხოლმე – ლათინური ასოებით დაწერელი ფილმის ქართული სახელწოდება (დააკვირდით მე-6 ფილმს).
ეს იმის დამსახურებაა, რომ IMDB ცდილობს, ყოველ მომხმარებელს თავის ენაზე მიაწოდოს ხოლმე სათაური (მოგეხსენებათ, რომ ბევრი ფილმის სათაური სხვადასხვა ქვეყანაში არა მარტო ითარგმნება, არამედ სულ სხვა სახელი ქვია ხოლმე).

ახლა კი ჩემი სია:

ადგილი რეიტინგი სახელი ნახვა
1. 9.2 The Shawshank Redemption (1994) კი
2. 9.2 The Godfather (1972) კი
3. 9.0 The Godfather: Part II (1974) კი
4. 8.9 The Good, the Bad and the Ugly (1966) კი
5. 8.9 Pulp Fiction (1994) კი
6. 8.9 Dasatskisi (2010) კი
7. 8.9 Schindler’s List (1993) კი
8. 8.9 12 Angry Men (1957) კი
9. 8.8 One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975) კი
10. 8.8 The Dark Knight (2008) კი

თუ ამ სიაში ყველა ფილმი არ გაქვთ ნანახი და თქვენს სიაში რომელიმეს გასწვრივ “არა” წერია, გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ.
მომდევნო კვირაში კი შემდეგი ათი ფილმის სია გამოქვეყნდება🙂

11 thoughts on “>IMDB-ს საუკეთესო 250 ფილმი

  1. >პირველ ფილმზე მაქვს არა😦 ვერაფრით გავიხსენე რომელია😦 დანარჩენი ყველა მაქვს ნანახი, ნუ სამჯერ მინიმუმ😀 აწი კომენტარს მტრედს გამოვანატ ხოლმე😀

  2. >ბაიესის ფორმულის მუღამი თურმე რა ყოფილა:1350 კაცს რომ მიეცა ფილმისთვის ხმა და ყველას რომ მხოლოდ 10 ქულა მიენიჭებინათ, ფორმულის მიხედვით ფილმის რეიტინი გამოვა არა 10, არამედ:(1350×10 + 1300×6.7) / (1350+1300) = 8.4

  3. >მე საოცრებას დავწერ ახლა.. არასდროს შევსულვარ ამ საიტზე😐

  4. >ნათლია და 12 განრისხებული, დასაწყისი და კუკუშკა… დანარჩენებს – ჰოპ მაქედან.🙂

  5. >ხო, Inception მგონი ნაღდად არაა ამ სიისათვის🙂 და შაუშენკს რას ერჩი?

  6. >imdb ისე მიყვარს, რომ არ არსებობს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც არ შევიდე. ეგ 250 მართლა კარგი სიაა, მეც ხშირად ვაძლევ ხოლმე ხმას. თუმცა არ ვიცოდი და არ მეგონა, ასეთი ძნელი ფორმულით თუ ითვლებოდა. ამ 10-დან 6 მაქვს ნანახი და მართლა გენიალურებია. გაქცევა შოუშენკიდან"-ზე წინ ვფიქრობ, რომ "ნათლიმამა" უნდა იყოს, მაგრამ ნუ რას იზამ. ალბათ ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო უფრო მიყვარს, ვიდრე მორგან ფრიმანი და ტიმ რობინსი.

  7. >არაფერს ვერჩი. პირიქით, ეგ წიგნიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ფილმების 10-ულში ვერ ვატევ. :)ვინ ამოვაგდო? ვინ? :)… მოკლედ, ადგილი არ მრჩება ბანალურად.🙂

  8. >ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მაგ სიაში კი არა მარტო მთელი 250 ფილმიდან 200 ნანახი მაქვს🙂 და 50 დავიწყე არ მომეწონა და მივანებე თავი🙂

  9. უნდა დავუბრუნდე ამ ფილმების ყურებას. აი დავამთავრებ How I met your mother-ს და…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s