>თიბისი ბანკი და ბლოგერები

>

ეს არის კანაბისის შესანიშნავი პოსტის ასლი, რომელსაც მოგვიანებით დავაკომენტებ.
მოკლედ, რამოდენიმე თვის წინ, (ნოემბერში თუ არ ვცდები) TBC ბანკმა ჩაატარა კონკურსი ბლოგერებს შორის, საუკეთესო პოსტის ავტორები დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით, ხოლო რამოდენიმე ათეულ შერჩეულ ავტორს TBC და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” დაჰპირდა ამ პოსტების მიხედვით წიგნის გამოცემას . მე კონკურსის ჩატარების სამართლიანობაზე ( ლაიქებით კონკურსი lol)  ან მის სხვა ასპექტზე არ შევჩერდები, მთავარი ისაა რომ დღეს კონკურში შერჩეულმა მონაწილეებმა e-mail-ით მიიღეს კონტრაქტი, მათსა და თიბისი ბანკს შორის.
კონტრაქტი რბილად რომ ვთქვათ სადღაც შუაშია არაადეკვატურს და კაბალურს შორის.
(მათთვის ვინც TLDR ტალღაზეა – “არ მოაწეროთ ამ კონტრაქტს ხელი”. )
ეს იურიდიული შედევრი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ :
თბილისი 2010 წლის 4 იანვარი
ერთი მხრივ, სახელი, გვარი (შემდგომში `უფლებათა მფლობელი”) და მეორე მხრივ, სს `თიბისი ბანკი~ (შემდგომში `უფლებათა მიმღები~), წარმოდგენილი მისი გენერა…ლური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის მიერ, ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
უფლებათა მფლობელი უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო უფლებათა მიღები უსასყიდლოდ იღებს უფლებათა მფლობელის მიერ ბლოგზეwww.blog.ge (შემდგომში “ბლოგზე”) გამოქვეყნებული პუბლიკაციების (შემდგომში “ბლოგპოსტების”) გამოყენების (რეპროდუცირების) უფლებას.
ბლოგპოსტებთან დაკავშირებული ყველა უფლების (მათ შორის რეპროდუცირების უფლების) გადაცემა ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლებათა მიმღებს უფლება ექნება:
გამოიყენოს ბლოგპოსტები, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული დანიშნულებით;
განახორციელოს ბლოგპოსტების რეპროდუცირება განუსაზღვრელი (შეუზღუდავი) რაოდენობით და ტირაჟით, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული და სხვა საშუალებებით;
გამოაქვეყნოს ბლოგპოსტები, როგორც ცალკე, ისე კრებულებში და ნებისმიერი სხვა სახის გამოცემაში თუ პუბლიკაციაში;
ნებისმიერ მესამე პირს გადასცეს ამ ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული რომელიმე, რამდენიმე ან/და ყველა უფლება.
ამ ხელშეკრულების ხელმოწერით უფლებათა მფლობელი ადასტურებს, რომ:
ბლოგი და ბლოგპოსტები შექმნილია მხოლოდ მის მიერ (სხვა ნებისმიერი პირის მონაწილეობის ან/და დახმარების გარეშე);
ყველა უფლება (მათ შორის საავტორო) ბლოგსა და ბლოგპოსტებზე ეკუთვნის მას;
ბლოგპოსტებთან დაკავშირებით არ აქვს დადებული ამ ხელშეკრულების იდენტური ან ანალოგიური ხელშეკრულება.
მხარეთა ვალდებულებები
უფლებათა მფლობელი ვალდებულია:
არაუგვიანეს 2010 წლის 14 იანვრისა მისი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან: blogger@yahoo.com უფლებათა მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართზე: skokosadze@tbcbank.com.ge გააგზავნოს ბლოგპოსტები და შესაბამისი ბმულები (ლინქები);
არავისთან დადოს ამ ხელშეკრულების იდენტური ან ანალოგიური ხელშეკრულება;
უფლებათა მიმღების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა უზრუნველყოს ხელმოწერა და უფლებათა მიმღებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა ნებისმიერი საბუთისა (განცხადების, შეთანხმების და სხვა), რომელიც საჭირო იქნება უფლებათა მიმღებისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული რომელიმე რამდენიმე ან ყველა უფლების სრულფასოვანი განხორციელებისთვის.
მხარეთა პასუხისმგებლობა
ამ ხელშეკრულებით პირობების დარღვევისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს უფლებათა მიმღებს პირგასამტეხლო 10 (ათი) ლარის ოდენობით თითოეული ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ხელშეკრულების 1.3 პუნქტში მოცემული რომელიმე, რამდენიმე ან ყველა განცხადება არის მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო) უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება უნაზღაუროს უფლებათა მიმღებს ამით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი.
უფლებათა მიმღებს, როგორც კომერციულ ბანკს უფლება აქვს, უფლებათა მფლობელის ვალდებულებების შესრულების მიზნით ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უფლებათა მფლობელის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები უფლებათა მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
სხვა პირობები
ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
უფლების მიმღებს უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით შესთავაზოს უფლების მფლობელს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღების შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლების მფლობელი წერილობით არ განაცხადებს უარს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე, უფლების მიმღების შეთავაზება ჩაითვლება მიღებულად უფლების მფლობელის მიერ, ეს ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ იმოქმედებს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა ნაწილების ნამდვილობაზე.
წერილობითი შეტყობინება ან/და საფოსტო გზავნილი ადრესატს უნდა გადაეცეს დაზღვეული ფოსტის ან კურიერის მეშვეობით გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა ნებისმერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული ან/და სხვა).
ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება.
მხარეთა შორის წამოჭრილ დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად. უფლებათა მიმღებს უფლება აქვს დავა განსახილველად გადასცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს “დავების განმხილველი ცენტრი” (Dღჩ), რომელიც დავას განიხილავს მისი დებულების შესაბამისად, რაზეც უფლებათა მფლობელი თანხმობას აცხადებს ამ ხელშეკრულების ხელმოწერით.
ესეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება უფლებათა მფლობელს, ხოლო ერთი გადაეცემა უფლებათა მიმღებს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
უფლებათა მფლობელი
უფლებათა მიმღები
სახელი, გვარი
სს “თიბისი ბანკი”
პირადი ნომერი:
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595
მის.: თბილისი,
მის.: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7
ტელეფონი:
————————
დააკვირდით აბზაცსს
უფლებათა მფლობელი უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო უფლებათა მიღები უსასყიდლოდ იღებს უფლებათა მფლობელის მიერ ბლოგზეwww.blog.ge (შემდგომში “ბლოგზე”) გამოქვეყნებული პუბლიკაციების (შემდგომში “ბლოგპოსტების”) გამოყენების (რეპროდუცირების) უფლებას.
ე.ი ბლოგერი, თვისი ნებით გადასცემს ტიბისი ბანკს, მის ბლოგზე გამოქვეყნებულ ნებისმიერი პოსტის რეპროდუქციის უფლებას, არ აქვს მნიშვნელობა, შარშანდელი პოსტი იქნება თუ მომავალი წლის, ხელმოწერის მომენტიდან ტიბისი თქვენი ყველა პოსტის და ინტელექტუალური საკუთრების ერთპიროვნული განმკარგავი ხდება.
ეს მხოლოდ დასაწყისი გამოდგა :დ
ბლოგპოსტებთან დაკავშირებული ყველა უფლების (მათ შორის რეპროდუცირების უფლების) გადაცემა ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლებათა მიმღებს უფლება ექნება:
გამოიყენოს ბლოგპოსტები, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული დანიშნულებით;
განახორციელოს ბლოგპოსტების რეპროდუცირება განუსაზღვრელი (შეუზღუდავი) რაოდენობით და ტირაჟით, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული და სხვა საშუალებებით;
გამოაქვეყნოს ბლოგპოსტები, როგორც ცალკე, ისე კრებულებში და ნებისმიერი სხვა სახის გამოცემაში თუ პუბლიკაციაში;
ნებისმიერ მესამე პირს გადასცეს ამ ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული რომელიმე, რამდენიმე ან/და ყველა უფლება.
ნებისმიერ დროს, თიბისი ბანკს შეუძლია, ნებისმიერ სხვა კომპანიას (სარეკლამოს მაგალითად) მიჰყიდოს თქვენ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტში გამოყენებული, სლოგანი, ქეჩფრაზა, ან მთლიანად პოსტი და განახორციელოს განუსაზღვრელად ამ ყველაფრის გამოყენება.
გავაგრძელეთ, ნაწილი მესამე :დ
ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებათა მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს უფლებათა მიმღებს პირგასამტეხლო 10 (ათი) ლარის ოდენობით თითოეული ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისთვის.
უფლებათა მიმღებს, როგორც კომერციულ ბანკს უფლება აქვს, უფლებათა მფლობელის ვალდებულებების შესრულების მიზნით ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უფლებათამფლობელის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები უფლებათა მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
მემგონი ამას კომენტარი არ ჭირდება.. :D
მეოთხე –
ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. კიდევ ერთხელ, ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.ანუ ცალმხრივად კი არა, წერილობითი შეთანხმებით, ფაქტიურად ბლოგერის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტა გამორიცხულია მატერიალური ან ინტელექტუალური ზარალის მიღების გარეშე
და ამ ყველაფრის პიკი
იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღების შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლების მფლობელი წერილობით არ განაცხადებს უარს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე, უფლების მიმღების შეთავაზება ჩაითვლება მიღებულად უფლების მფლობელის მიერ, ეს ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, თუ ახალ წლებზე შვებულებაში იმყოფებით მაგალითად მადაგასკარზე და არანაირი სურვილი არ გაქვთ შეამოწმოთ იმეილი, თქვენ ამ კაბალურ პირობებს ავტომატურად ეთანხმებით. Good job squad!
ორში ერთი, ან თიბისის იურიდიულ განყოფილებაში არაკომპეტენტური ბაბუინების ბატალიონი მუშაობს, ან უბრალოდ ბლოგერები ჰგონიათ პითეკანტროპები რომლებსაც რაზეც უნდა იმაზე მოაწერინებენ ხელს და როგორც უნდა ისე გამოიყენებენ. მე უფრო მეორესკენ ვიხრები.
Best Regards
Cannabis.

Advertisements

13 thoughts on “>თიბისი ბანკი და ბლოგერები

  1. >გიგა, შენ ხომ იურისტი ხარ, ეს ამიხსენი რა:"უფლების მიმღებს უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით შესთავაზოს უფლების მფლობელს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღების შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლების მფლობელი წერილობით არ განაცხადებს უარს ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე, უფლების მიმღების შეთავაზება ჩაითვლება მიღებულად უფლების მფლობელის მიერ, ეს ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად."—-უფლების მიმღები ხომ ბანკია. ისინი გვთავაზობენ რაღაცას წერილობით ან ელექტრონული შეტყობინებით, პასუხს ელიან მხოლოდ წერილობით.ჰოდა, ახლა მე რომ უარი მივწერე ფოსტით, მათი "წესებით" ითვლება? თუ უნდა მივიდე იქ. თუ რა ხდება საერთოდ. ეს რა ხელშეკრულებაა, გადავირიე. 🙂

  2. >ითვლება კაცო, აბა რა.ხელშეკრულებას თუ არ მოაწერ ხელს – არცერთი დებულება ძალაში არ შევა და ნუ ნერვიულობ 🙂

  3. >ბანკები და არა მარტო ეს ბანი, არაერთხელ არს ,,გამოჭერილი'' საკრედიტო ხელშეკრულებებში ბათილი და კაბალური პირობების შემოთავაზებით, ასე მაგალითად:იპოთეკის შემთხვევაში მესაკუთრეს ეკრძალება იპოთეკის საგნის გასხვისება ან შემდგომი დატვირთვა ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე.სამოქალაქო კოდექსი კი ამბობს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.მუხლი 294, ნაწილი 4.ხოდა როცა ამაზე უთითებ ძირითადად ასეთ პასუხს ღებულობ, სადაც გამდის ვწერ და ვინც მაგდენი არ იცის გონიათ რომ მართალიაო…რაც შეეხება ამ ,,ბლოგერების'' ხელშეკრულებას……..სასაცილოა…… და ამაზე კარგი პოსტი ვნახე აქ: http://www.lasharela.com/2011/01/reply-all.htmlასე იუმორთ თუ მიუდგები ამ ამბავს, თორე, ასე სერიოზულად მსჯელობა ამ შემთხვევაში არ გამოვა……

  4. >მე აგიხსნი მარტივად, ეს გარიგება თავისი ბუნებით არის ,,ხელშეკრულების სტანდარტული პირობები'' რადგან ერთი მხარე – ბანკი ცალმხრივად უდგენს მეორე მხარეს, აქ ასევე მნიშვნელობა აქვს რომ ბანკი არის მეწარმე სუბიექტი, ფინანსური ინსტიტუტი, იურიდიული დეპარტამენტებით და მრჩევლებით, მეორე მხარეს არის სამართლებრივად ნაკლებად დაცული სუბიექტი, ფიზიკური პირი, ამიტომ კანონი ამ შემთხვევაშ ძალიან მკაცრ პირობებს უყენებს სტანდარტული პირობების დამდგენს და მოკლედ რომ მოვჭრა ამ გარიგების პირობების უმრავლესობა არის ბათილი.და თქვენს ადგილას მე მოვაწერდი ხელს და აი მერე ფეხებს ვერ მომჭამდა ბანკი უმრავლეს შემთხვევაში…. შედეგს ვერ დაიყენებდა. რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან კანონიდან, თუ რა შემთხვევებშია ეს სტანდარტული პირობები ბათილი და არაიურისტებიც ადვილად მიუსადაგებთ:1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი,რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. – ამ ხელშეკრულებაში მართლა ყველა პირობა უჩვეულოა….2. ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. – გასაგებია ხო? თითქმის ყველა მუხლი ბათილი გამოდის…ვაგრძელებ კიდე მეტ კონკრეტიკას:3.ბათილია დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება: შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის თანახმად აქვს, 4. ბათილია – შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ(ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა); 5. ბათილია დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევისას: ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან "ვ" ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების შესრულების დარღვევა); 6. ბათილია დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევებში ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა ინტერესი ნაწილობრივი შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას);7. ბათილია დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის, ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების მიღებისა და შესრულების ვადები); ხოდა აქედან გამომდინარე, გეკითხათ იურისტებისთვის თქვე კაი ხალხო და მოგეწერათ ხელი… ხეირი?1. დაგიბეჭდავდნენ პოსტებს…2. თუ არ დაგიბეჭდავდნენ ვერც ასე ბეჭდავთ და… ან სხვა დაბეჭდავდა….უხეირობა? 3. ბანკს ხელთ ექნებოდა აღუსრულებელი კონტრაქტი, ვერცერთ მის კაბალურ პირობას ვერ შეასრულებდა და ,,შერცხვებოდნენ'' ნებისმიერ სასამართლოში…..

  5. >ვიკითხე ბატონო, ავყვირდი, დავაშეარე ყველა პოსტი, ყველას ავტორი მეგობრებში გყავს, შენს და ჩემს მეგობარს ვოლზეც დავუდე და ისეც მოვუყევი (პრინციპში, ზეპირად კი მითხრა იგივე), ამასობაში აიღო სულაკაურის გამომცემლობამ თავის თავზე ნორმალური კონრაქტის დადება და კი მივალთ და მოვაწერთ ხელს 🙂 ტიბისის შერჩა პატარა სკანდალუკა :)მადლობა ამხელა გარჯისთვის 🙂

  6. >თავიდან მინდოდა რომ კომენტარები მიმეწერა და უბრალოდ დავაკოპირე ის პოსტი (თან ვიფიქრე, არ წააშლევინონ-მეთქი).მერე დამეზარა დაკომენტება და დარჩა ასე

  7. >ზუსტად ეგრე მიპასუხეს თიბისიში (ოღონდ სხვა რამეზე) – რა გინდაო, ჩვენ ჩვენსას ვაწვებითო და მაქსიმალურად ვატრაკებთო, ვისაც არ უნდა – ნუ მოაწერს ხელსო.

  8. >არაფერი ნორმალური არაა, მაგ სულაკაურის ხელშეკრულებაშიც მიაქციეთ ყურადღება – მთლიანად საავტორო უფლებას კი არ უნდა გადასცემდე პოსტზე, არამედ მხოლოდ ერთჯერადად აძლევ გამოქვეყნების უფლებას.კალოს ვუთხარი ყველაფერი, თუ რამეა ეგ დაგაკვალიანებთ

  9. >უჰ, მადლობა! და მას, ვინც შეადგინა ეს "კონტრაქტი", ნეტავ რაში უხდიან ხელფასს? სავარაუდოდ, სხვა კონტრაქტებიც ასე ექნება შედგენილი 🙂

  10. >ხო მარა, მაგათ ხელშეკრულების დადების ვალდებულებაც რო აქვთ ხშირ შემთხვევაში? როგორც ბაზარზე დომინირებულ სუბიექტს… აბა ეს ამხელა ლიცენზირება და ბლა ბალ ბლა რისთვისაა? მართო მაგათი 10 000 სავალდებულო საწესდებო კაპიტალი ყველას კიდია… ბანკს აქვს სოციალური ფუნქცია და სხვაზე მეტად ევალება სამართლიანობის დაცვა ხელშეკრულებებშიც კი…. ებრაელი მევახშესავით არ უნდა იქცეოდეს… ებრაელებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ სიტყვაზე ვახსენე, ხშირად მევახშეობენ და…

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.