>ოცი ბლოგი

>შეგნებულად არ მინდოდა დამეწერა გასულ 2010 წელზე, ან 2011 წლის სამომავლო გეგმებზე. არ მიყვარს მსგავსი უწუ-პუწუები და იმიტომ.

თუმცა, 2010 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩევა.

რა მაგის პასუხია და მომეწონა ბლოგერების მორიგი პოსტების სერია.
წლის ბლოგერის დასახელება სისულელეა და არც ვაპირებ, მაგრამ შემოგთავაზებთ იმ ბლოგების ორ-სამ სიტყვიან მიმოხილვას, რომლებიც მომწონს და რომლებსაც ვკითხულობ.
ისე, სხვებსაც ვკითხულობ, მაგრამ ეგენი არ მომწონს.

რიგითობა დაცულია Пщщпду Куфвук-ის მიხედვით. სულ 19 ბლოგია, მეოცე თქვენ ჩაამატეთ:

http://cartveli.blogspot.com/ – კარგად წერს, მაგრამ უცნაური ნიკი აქვს, ქართველიც ლათინური ასოებით დაირქვა. მიჭირს ხოლმე მისი პოსტების ბოლომდე ჩაკითხვა.

http://dance1234.blogspot.com/ – მუსიკა. ბევრი და უცნაური. არ ვიწერ და არც ვუსმენ. უბრალოდ მომწონს, რომ ადამიანი ასეთი შეუპოვრობით და დაუზარელად წერს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ უკომენტებს.

http://david.ge/ – იშვიათი ბლოგია. იშვიათად პოსტავს და…

http://www.blog13th.blogspot.com/ – რიცხვი 13 და დარიჩინი მეც მიყვარს. მეტი არაფერი მაქვს საერთო ამ ბლოგის ავტორთან, ვინაიდან ტიპიური ტურისტი არ ვარ.

http://aninaland.wordpress.com/ – ჯერ ბავშვია და გონია, რომ ყველაფერი ერთი თემის გარშემო ტრიალებს. ცოტა გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს ასე არაა. მერე კიდევ გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს სწორედ ასეა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

http://dodka.ge/ – არაფერზე აღარ წერს, საერთოდ არაფერს აღარ აკეთებს.

http://www.hexsus.com/ – თუ ვინმემ იცით, რა კავშირშია ბოროტი ჯადოქარი და თუთიყუში, მეც მითხარით. ძირითადად კარგად წერს, თუმცა მედია კრიტიკითა დაკავებული, მე კი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო.

http://irunaaway.com/ – ჩემთვის გაუგებარ თემებზე წერს, მაგრამ ავტორს ვიცნობ და მომწონს.

http://katiee.ge/ – მრავალმხრივი ნაცნობობა გვაკავშირებს. ისე კი კარგი ბლოგი აქვს, მაგრამ არ ვკითხულობ ხოლმე პოსტებს. და ხანდახან ზედმეტად სვანური შეკითხვების დასმა იცის ხოლმე (ერთი შეხედვით, აშკარა და ნათელი საკითხების ახსნა მიწევს ხოლმე).

http://landish.ge/ – ღირს ამ სიაში მოსახვედრად, თუმცა რატომ – არ ვიცი.

http://www.lasharela.com/ – პრაღაში შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს. ლექსებით დამამახსოვრა თავი, მაგრამ პოსტები ჯერ ვერ დაამუღამა.

http://letitbe-kalo.blogspot.com/ – მიხარია, რომ ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწერალია, ბლოგი არ უვარგა: საიდბარის ვიჯეტებში ნახევარი არ მუშაობს.

http://www.fromgeorgiawithlove.com/ – ჩვენი საჭმელები ამერიკულად და ამერიკული საჭმელები ჩვენებურად.

http://rocko.ge/blog/ – წელიწადში ერთხელ თუ ახსენდება, რომ ბლოგი აქვს.

http://piccolina.ge/ – ვინ არ იცნობს პიკოს? ვინც იცნობს, ხომ კაი და ვინც არ იცნობს, ვერც გაიცნობს – ისე იშვიათად წერს.

http://linguistuss.com/ – ყოველთვის აღვივებს ხოლმე იმის სურვილს, რომ გადაშალო წიგნი და რამე ახალი გაიგო. მაგრამ მერე გახსენდება, რომ ბაზარში ხარ წასასვლელი და წიგნს გვერდზე დებ ხოლმე.

http://theqetino.wordpress.com/ – ჯიპას სტუდენტების ერთობლივი პროექტი. ვითომ კარგად დაიწყეს, მაგრამ უჭირთ გაგრძელება.

http://fiqro.blogspot.com/ – კარგი ფოტოგრაფია, მაგრამ ზარმაცი – გესთ-პოსტების სერიას ველოდები უშედეგოდ.

http://bigcrow.ge/ – ერთადერთი ბლოგი, რომელსაც წუნს ვერ დაუდებ. ნუ, შეიძლება, ავტორის ბრეტელებიანი მაისური არ მოგეწონოთ, მაგრამ ეგეც გემოვნების საკითხია.

21 thoughts on “>ოცი ბლოგი

  1. >ჯადოქრისა და თუთიყუშის ფილოსოფიური განმრატებებს არ მოვყვები. მარტივად რომ შევხედოთ ყველა ბოროტ ჯადოქარს ყავს ერთი თუთიყუში, მაგალითად ჯაფარს :)))ისე კი დიდი მადლობა 20-ეულში დასახელებისთვის :))გამიხარდა🙂

  2. >გიგა!მადლობა ასეთი შეფასებისთვის (ოცეულში მოხვედრისთვის) სასიამოვნოა დიდი მეტრისგან.დახასიათების ტექსტს მეც ვეთანხმები: უცნაური ნიკი და ძნელი ჩასაკიტხი..

  3. >ნამუსმა შემაწუხა :))) მარა ჩემს თავთან პირობა მაქვს დადებული, რომ ხშირად დავწერ. ძალიან მესიამოვნა ლისთში რომ მოვხვდი :)) მადლობა

  4. >ანინას და ლინგვისტუსის დახასიათება 10-აინშია… :)ალბათ, სხვებისაც.

  5. >"http://katiee.ge/ – მრავალმხრივი ნაცნობობა გვაკავშირებს. ისე კი კარგი ბლოგი აქვს, მაგრამ არ ვკითხულობ ხოლმე პოსტებს. და ხანდახან ზედმეტად სვანური შეკითხვების დასმა იცის ხოლმე (ერთი შეხედვით, აშკარა და ნათელი საკითხების ახსნა მიწევს ხოლმე).":D ოო მადლი ჰქმენი და თან მარილი მოაყარე ხო :Dმადლობა :*

  6. >შენთან დაკომენტარება ხუთსაათიანი პროცედურაა. ჩემთვის გაუგებარ თემებზე წერს მომეწონა:)

  7. >ირინასი არ იყოს ძლივს ავცდი გუგლის ფასიან რეკლამებს :))ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემი ლექსები დაამახსოვრდა :))როგროც წესი ამბობენ, პოსტები კიდე ჯანდაბას და ეს ლექსები წაიღე და C დისკზე მაინც შეინახე, იქნება ვინდოუსის გადაინსტალირებისას შემოგეფორმატოსო😀

  8. >უიმე დედა, მომიკვდეს თავი, რამდენი ხანია ბლოგი კი არა, საკუთარი თავი აღარ გამხსენებია, გადავყევი ლილოს.

  9. “http://dance1234.blogspot.com/ – მუსიკა. ბევრი და უცნაური. არ ვიწერ და არც ვუსმენ. უბრალოდ მომწონს, რომ ადამიანი ასეთი შეუპოვრობით და დაუზარელად წერს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ უკომენტებს.”

    ბოდიში მოიხადე. რას ჰქვია, არ უკომენტებს და არ იწერს???

    ანინას კარგი შეფასება იყო. ისევე, როგორც ლინგვისტუსის.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s