>ოცი ბლოგი

>შეგნებულად არ მინდოდა დამეწერა გასულ 2010 წელზე, ან 2011 წლის სამომავლო გეგმებზე. არ მიყვარს მსგავსი უწუ-პუწუები და იმიტომ.

თუმცა, 2010 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩევა.

რა მაგის პასუხია და მომეწონა ბლოგერების მორიგი პოსტების სერია.
წლის ბლოგერის დასახელება სისულელეა და არც ვაპირებ, მაგრამ შემოგთავაზებთ იმ ბლოგების ორ-სამ სიტყვიან მიმოხილვას, რომლებიც მომწონს და რომლებსაც ვკითხულობ.
ისე, სხვებსაც ვკითხულობ, მაგრამ ეგენი არ მომწონს.

რიგითობა დაცულია Пщщпду Куфвук-ის მიხედვით. სულ 19 ბლოგია, მეოცე თქვენ ჩაამატეთ:

http://cartveli.blogspot.com/ – კარგად წერს, მაგრამ უცნაური ნიკი აქვს, ქართველიც ლათინური ასოებით დაირქვა. მიჭირს ხოლმე მისი პოსტების ბოლომდე ჩაკითხვა.

http://dance1234.blogspot.com/ – მუსიკა. ბევრი და უცნაური. არ ვიწერ და არც ვუსმენ. უბრალოდ მომწონს, რომ ადამიანი ასეთი შეუპოვრობით და დაუზარელად წერს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ უკომენტებს.

http://david.ge/ – იშვიათი ბლოგია. იშვიათად პოსტავს და…

http://www.blog13th.blogspot.com/ – რიცხვი 13 და დარიჩინი მეც მიყვარს. მეტი არაფერი მაქვს საერთო ამ ბლოგის ავტორთან, ვინაიდან ტიპიური ტურისტი არ ვარ.

http://aninaland.wordpress.com/ – ჯერ ბავშვია და გონია, რომ ყველაფერი ერთი თემის გარშემო ტრიალებს. ცოტა გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს ასე არაა. მერე კიდევ გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს სწორედ ასეა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

http://dodka.ge/ – არაფერზე აღარ წერს, საერთოდ არაფერს აღარ აკეთებს.

http://www.hexsus.com/ – თუ ვინმემ იცით, რა კავშირშია ბოროტი ჯადოქარი და თუთიყუში, მეც მითხარით. ძირითადად კარგად წერს, თუმცა მედია კრიტიკითა დაკავებული, მე კი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო.

http://irunaaway.com/ – ჩემთვის გაუგებარ თემებზე წერს, მაგრამ ავტორს ვიცნობ და მომწონს.

http://katiee.ge/ – მრავალმხრივი ნაცნობობა გვაკავშირებს. ისე კი კარგი ბლოგი აქვს, მაგრამ არ ვკითხულობ ხოლმე პოსტებს. და ხანდახან ზედმეტად სვანური შეკითხვების დასმა იცის ხოლმე (ერთი შეხედვით, აშკარა და ნათელი საკითხების ახსნა მიწევს ხოლმე).

http://landish.ge/ – ღირს ამ სიაში მოსახვედრად, თუმცა რატომ – არ ვიცი.

http://www.lasharela.com/ – პრაღაში შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს. ლექსებით დამამახსოვრა თავი, მაგრამ პოსტები ჯერ ვერ დაამუღამა.

http://letitbe-kalo.blogspot.com/ – მიხარია, რომ ჩემი მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწერალია, ბლოგი არ უვარგა: საიდბარის ვიჯეტებში ნახევარი არ მუშაობს.

http://www.fromgeorgiawithlove.com/ – ჩვენი საჭმელები ამერიკულად და ამერიკული საჭმელები ჩვენებურად.

http://rocko.ge/blog/ – წელიწადში ერთხელ თუ ახსენდება, რომ ბლოგი აქვს.

http://piccolina.ge/ – ვინ არ იცნობს პიკოს? ვინც იცნობს, ხომ კაი და ვინც არ იცნობს, ვერც გაიცნობს – ისე იშვიათად წერს.

http://linguistuss.com/ – ყოველთვის აღვივებს ხოლმე იმის სურვილს, რომ გადაშალო წიგნი და რამე ახალი გაიგო. მაგრამ მერე გახსენდება, რომ ბაზარში ხარ წასასვლელი და წიგნს გვერდზე დებ ხოლმე.

http://theqetino.wordpress.com/ – ჯიპას სტუდენტების ერთობლივი პროექტი. ვითომ კარგად დაიწყეს, მაგრამ უჭირთ გაგრძელება.

http://fiqro.blogspot.com/ – კარგი ფოტოგრაფია, მაგრამ ზარმაცი – გესთ-პოსტების სერიას ველოდები უშედეგოდ.

http://bigcrow.ge/ – ერთადერთი ბლოგი, რომელსაც წუნს ვერ დაუდებ. ნუ, შეიძლება, ავტორის ბრეტელებიანი მაისური არ მოგეწონოთ, მაგრამ ეგეც გემოვნების საკითხია.

Advertisements

>2010 წლის ათი საუკეთესო ბიზნეს-მოდელი

>მარტივი და გენიალური მაგალითებია.
გადმოიღეთ, შემოიღეთ, გააკეთეთ.
ერთი თუ არა, მეორე მაინც იმუშავებს ჩვენთან.
თუ მეორემაც არ გაამართლა, მსგავსი მოდელი მაინც იმუშავებს.
მსგავსი თუ არ გამოდგება – მაშინ ახალი მოიგონეთ.

ახალი, უნიკალური, ქართული ბიზნესი.

>სიითი შემადგენლობა

>

სურათი: გუგლის ძიებიდან სიტყვებზე “სიითი შემადგენლობა

ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილებაც ემატება.
სამაგიეროდ, ტვინის უჯრედები კვდება და წაკითხულს, ნანახს, ნასწავლს და გამოცდილს ვეღარ იმახსოვრებ.

აი, ასეთია ადამიანობის პარადოქსი – გამოცდილება გემატება, მეხსიერება კი გაკლდება.

კიდევ სხვა რამეებიც გაკლდება – კალციუმი ძვლებში, ენერგია და ატფ, გაკლდება ასევე ხალისი და სილაღე. სურვილებიც გაკლდება და უფრო მეტად რეალისტი ხდები. იხსენებ, როგორ დაფრინავდი შენს ოცნებებში, როგორ იპყრობდი აუღებელ მწვერვალებს და გეცინება.
ეხლა შენთვის სულ სხვა მიღწევებს აქვს მნიშვნელობა და იდუმალი, აუსრულებელი სურვილების დევნას მომავალ თაობას უთმობ.

სამაგიეროდ, მშვიდად ზიხარ და აკვირდები, უსმენ, ითვისებ და აანალიზებ გარშემო მიმდინარე პროცესებს. და ერთ რამეს ხვდები – ეს მარტო ადამიანური პარადოქსი არაა, ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა ის, რომ დროსთან ერთად თითქოს გამოცდილება და ცოდნა გვემატება, მაგრამ სამაგიეროდ მეხსიერება გვიმოკლდება და უფრო მეტი რამ გვავიწყდება კიდეც…

ვეღარ ვიხსენებ:

  • ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, როცა გავიზრდებოდი
  • რომელი ზღაპრები მიყვარდა
  • რა ქვეყნებში მინდოდა მემოგზაურა და რატომ
  • რომელი დღესასწაულები მომწონდა
  • რატომ მიყვარდა ტკბილეული და არ მიყვარდა წვნიანი (ვერ ვიტან, როცა ქართულად “სუფს” ეძახიან)
  • რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე (და კონკრეტულად, რომელზე), რის გამოც შემზიზღდა ეს დღე
  • რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული
  • რამდენი მეგობარი დაკარგული
  • რამდენი აუსრულებელი ოცნება დამრჩა
  • ან რამდენი ამისრულდა

კიდევ ბევრ რამეს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ამის სიასაც ვერ ვწერ – დამავიწყდა…