>”თაობათა ცვლა” იგივ ”მამათა და შვილთა ბრძოლა”

>ამ მოვლენას სხვანაირად ხიდჩატეხილობაც ერქვა.
ძირითადად ლიტერატურულ-იდეური ბრძოლის სახე ქონდა, რომელიც 1860-იან წლებში წამოიწყეს თერგდალეულებმა ილიას მეთაურობით და ჟურნალ ”ცისკრის” მეშვეობით.

მაშინდელი პრობლემატიკა დღევანდელი საქართველოს წინაშე ისევ დგას, მაგრამ მე კონკრეტულად ამ თემას არ ვეხები, ვინაიდან ჩემი ინტერესის სფერო არა წარსული, არამედ მომავალია.

Intermezzo – ეს ბლოგი აღარაა პირადი ხასიათის ჩანაწერების ნაკრები – ის გადაიქცა ერთგვარ ფოტო/ვიდეო პოსტების ნაკრებად, რომლებშიც პერიოდულად ჩემი ნაბოდვარი გამოერევა ხოლმე დღევანდელი ქართული საზოგადოების  გარშემო.

მახსოვს, კარგა ხნის წინ ჩემს ერთ ჯიუტ მეგობართან დავა მქონდა – თუ რას ნიშნავს თაობა და რამდენი წელია თაობებს შორის სხვაობა.
ჩემი გამოთვლებით (რომელიც არა მარტო ჩემია), თაობა დაახლოებით 25-30 წელს მოიცავს.
ჩემი ძმა და მეგობარი მედავებოდა, რომ 30 ბევრია, რომ თაობა მაქსიმუმ 15-18 წელია (ვითომ ქართველების მიერ ნაყვარებ ადრეულ დაქორწინებას ეყრდნობოდა).

მისი გადარწმუნება ვერ მოვახერხე და დიდად არც  მიცდია, მას ჯერ საერთოდ არ ყავს ცოლი და მგონი ამიტომ უჭირს ხოლმე თეორიულ დისკუსიებში მონაწილეობა – მყარ საფუძველს თუ ვერ გრძნობს ფეხქვეშ, რამსები ერევა ხოლმე 😉

მთელი ბალამუტი კი იმის გამო დაიწყო, რომ დავთვალე – შენსა და ქრისტეს შორის სულ რაღაც 66 ადამიანი დგას მეთქი – 2010 მინუს 33 = 1977 წელს. ამას ვყოფთ 30-ზე (ანუ თაობაზე) და გამოდის, რომ 65,9 ადამიანის 30-წლიანი ცხოვრება გვაშორებს ქრისტეს ჯვარცმიდან.

Power Hungry

ისტორია არ მინდა მეთქი და სად წავედი, არა? მკითხველო, ამ პოსტში სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა: ისეთი ახალი ფენომენის შესახებ უნდა მოგიყვეთ, როგორიცაა თაობა Y და თაობა Z.

ამ ყველაფერს წინ კიდევ ერთი თაობა მიუძღვება: Generation X (მეორე სახელი 13th Generation) – ესაა ხალხი, რომელიც დაიბადა 60-იანების დასაწყისიდან 80-იანების დასაწყისამდე (მაქსიმუმ 1981-82 წწ.). მეორე მსოფლიო ომის შემდგომი შობადობის ბუმმა, რომელიც 50-იანების ბოლოს დამთავრდა, დაუდო სათავე ამ თაობას. დიდად არაფრით არ გამოირჩეოდნენ, გარდა იმისა, რომ ვიეტნამის ომი გადაიტანეს, შექმნეს მილიონობით სუბკულტურა, დაიმართეს და გადაიტანეს შიდსი და საერთოდ საინტერესოდ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ, რა ელოდათ მომავალში.

ჩემთვის საინტერესოა მათი შემდგომი ორი თაობა: პირველია Generation Y, რომელსაც ასევე უწოდებენ Millennials, Generation Next ან Net Generation.
მეც ამ თაობის შვილი გახლავართ (ადრეული პერიოდიდან): ჩვენ დავიბადეთ 70-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისამდე ( და სწორედ ჩვენი მონაპოვარია ციფრული კომუნიკაციების, დიგიტალური მედიისა და ტექნოლოგიების გავრცელება (რომლებიც ჩვენმა წინამორბედმა თაობა X-მა გამოიგონა).
სწორედ ჩვენ ვართ ის ლიბერალები, რომლებიც ანგრევენ ათასწლოვან გაქვავებულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და ანადგურებენ გადაგვარებულ ტრადიციებს; ჩვენი თინეიჯერობის დროს დაინგრა საბჭოთა მონსტრი, ჩვენ გადავატრიალეთ თანამედროვე სამყარო და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩვენთაგანი 30 წელს გადაცდა, ზოგი კი მხოლოდ 12 წლისაა, მაინც ყველაფერზე გავლენას ვახდენთ, რაც კი დღეს ხდება. არადა, ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის ყოფილა, რომ გვიან გავიზარდეთ, დაბერება არ გვნდომებია და მაქსიმალურად გავიხანგრძლივეთ ბავშვობა.

და მეორე თაობა, რომელიც არანაკლებ მაინტერესებს და რომელსაც იმედის თვალით ვუყურებ – ესაა ჩემი შვილის თაობა, Generation Z, რომლებიც 90-იანების შუა წლებიდან მოდიან და 2012 წლამდე კიდევ დაიბადებიან. ეს ის თაობაა, რომლებიც უკვე გადატრიალებულ სამყაროში დაიბადნენ, სადაც ფეისბუქსა და გუგლს შორის ომი უკვე დაწყებულია; ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც თოჯინების მაგივრად კომპიუტერებით თამაშობენ (თუნდაც ჯერ გამორთულით); ეს ისინი არიან, ვინც ჩვენზე კარგად იცის, რა უნდა და როდის უნდა.

ჩვენ ციფრული იმიგრანტები ვართ, ჩვენი შვილები კი ციფრული დროის მკვიდრნი.
ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რომ: 
1. საქართველოში განათლების რეფორმა კვლავ პრობლემაა, მინისტრი კი სისხლისმსმელი ბუაა
2. სატელევიზიო თოქ-შოუების ძირითადი თემა ისევ ვიღაც გაურკვეველი ხალხის პირადი ცხოვრების უინტერესო დეტალებია
3. 30-30 ყველა დროის ყველაზე წარმატებული პროექტია
4. 80% ეკლესიას ენდობა, 79 კი – პოლიციას
5. თვეში მილიონი კაცი ინტერნეტით სარგებლობს, მაგრამ მხოლოდ 5% თუ იყენებს მას რეალური საქმისთვის 
6. კაცური კაცობა და მეობა არსებობს, როგორც განცალკევებული მოვლენები
7. ეკლესიები შენდება, კორპუსები კი ინგრევა
8. წინა-, პრე-, პოსტ- და ანტესაარჩევნო დაპირებების პლასტინკა გაიცვითა
9. მიაწერეთ, რაც არ მოგწონთ 😉
ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რამხელა ჩავარდნაა საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების განვითარებას შორის. შეადარეთ, რა თემებია აქტუალური იქ და მათთვის – და რა ხდება ჩვენთან – იმედზე, რუსთავზე, თუნდაც მაესტროზე ჩართეთ.
ვწუხვარ და იმედს ვიტოვებ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. თუ არა და, დაგვენძრა.
ხო, ინდიგო ბავშვებზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჯერ არავის არა აქვს გამოკვეთილი ზებუნებრივი შესაძლებლობები ან სხვა მუტაციები, რითიც homo sapiens-ის განვითარების შემდეგ ეტაპს აღვნიშნავდით.
Advertisements

10 thoughts on “>”თაობათა ცვლა” იგივ ”მამათა და შვილთა ბრძოლა”

  1. >9. ჩვენთან ისევ აქტუალურია ფრაზა: "ეს სად ვცხოვრობთ volume 54834284282423847932" ისე კი 2012 წლის მერე რომ დაიბადებიან, ეგენი generation α იქნებიან??? :Dძალიან კარგი პოსტია და ფრიად აქტუალური საკითხი.

  2. >თქმა არ უნდა, თაობას განსახღვრავს ის, რა ხდება ირგვლივ. სწორედ ამიტომ წლებს ვერ დათვლი ხშირად. 1917 გაყო თაობები. უცებ. შეიძლება განსხვავება სულ 5 წელი ყოფილიყო, მაგრამ სულ სხვა თაობაა. 37-მა. მეორე მსოფლიო ომმა. სსრკ დაშლამ. ამის გარდა ტექნოლოგიამ – თუნდაც, კომპიუტერმა, ინტერნეტის გაჩენამ. ზოგი იტყოდა, რომ თაობებს განსაზღვრავს რამე კულტურული მოვლენა. ვთქვათ, ისეთი წიგნის გაჩენა, როგორიცაა "თამაში ჭვავის ყანაში". ან ვუდსთოქის ფესტივალი.მე დავამატებდი – ასევე რასაც პირობითად ვუწიდებთ "მოდას". არის ტანსაცმელი, რომლის შექმნამ შეცვალა თაობა. და რა თქმა უნდა, ქინდლმა. ;):)

  3. >აი დამთხვევა, 5 წლის, არა, 8 წლის ინტერვალI "ჯიზის ქრაისტ სუპერსტარს " ვუსმენ და შენ პოსტს ვკითხულობ.ნამდვილად 66?, თარსები გამოვსულვართ.ფაქტია, რომ ეკლექტიკური თაობა ვართ:ჩემი დაბადებისას ცოცხხალი იყო ჯიმ მორისონი და ჯენის ჯოპლინი, არ იყო ფერადი ტელევიზია, არ იყო ბურთულიანი პასტა, ავტომანქანებს არ ჰქონდათ მიღებული საბოლოო ფორმა, სოხუმში ნუდისტური პლიაჟი იყო მხოლოდ ქალებისათვის ოღონდ, მღეროდა ზიკინა და კაბზონი, ვიეტნამის ომი ჯერ არ დამთავრებულიყო, პინკფლოიდი, დიფფარფლი და ბიტლები დაძრული იყო სსრკში შემოსაძვრომად ბაბინების სახით, მაგრამ მათ წინ კიდევ 5 წლიანი სახიფათო გზა ელოდათ ბათუმისა და სოხუმის პრიჩალებამდე.მოკლედ..

  4. 9. არ მომწონს თქვენი შეხედულება ეკლესიებთან დაკავშირებით,რა მერე რომ ეკლესიები შენდება და ხალხის 80%ეკლესიებს ენდობა,არ ვიცოდი ამ ყველაფერს ცუდი მხარეც თუ ქონდა………..

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s