>დამბალხაჭო

>

წელს ვჭამე, როგორც იქნა – თიანეთში ვიყავი მთელი აგვისტო და იქ გიახელით.

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გემრიელია. ყველსა და ხაჭოს შორისაა, მყრალი არაა ძალიან.

თუმცა მშრალია და ერბო ან კარაქი უნდა დააყოლო, ყელში რომ არ გაგეჩხიროს.

და ძალიან მსუყეა – საგზლად იყენებდნენ მთებში (სამუშაოდ, სანადიროდ, შორ გზაზე თუ მიდიოდნენ).

Advertisements