>საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის ნაკლებად ცნობილი სიახლეები

>მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და სხვა დარგები საკმაოდ კარგი ტემპებით ვითარდება, საკანონმდებლო სფერო ოდნავ ჩამორჩება ამ მოვლენებს.

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი რეფორმის ან თუნდაც მცირე ცვლილებისათვის საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ ასევე იურიდიული საფუძველი, რაც გამოიხატება კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მიღებაში.

არსებობს დარგების მთელი ჩამონათვალი, სადაც კანონთა ცვლილება თითქმის წესად იქცა – ისინი განიცდიან ხშირ და სწრაფ საკანონმდებლო ცვლილებებს. ზოგიერთი დასავლური მეგობარი ქვეყნის მიერ მოვლენილი ექსპერტები აკრიტიკებენ კიდეც ამ სიჩქარეს – ხშირ შემთხვევაში ეს ცვლილებები ნაჩქარევია, დაინტერესებულ პირთა ჩართვა არ ხდება საკანონმდებლო პროცესებში, არ ხდება ექსპერტთა აზრის გათვალისწინება და სხვა.

ამის კონტრარგუმენტად ქართულ მხარეს კი ის მოსაზრება მოყავს, რომ საჭიროა სისწრაფე, რათა მოერგო თანამედროვე საზოგადოების განვითარების ტემპებს, საჭიროა ენერგიული და მიზანდასახული ნაბიჯები იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელო რეფორმები და რეაქციულმა ძალებმა ვერ მოასწრონ წინააღმდეგობის გაწევა.


უახლოეს მომავალში – კერძოდ, ოქტომბერში იგეგმება საქართველოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის შეცვლა. მოდი გამოვტოვოთ პოლიტიკური საკითხები – ისეთი, როგორიცაა ბალანსი და ძალთა გადანაწილება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას შორის და ყველა ჩვენთაგანისათვის უფრო საინტერესო საკითხები მიმოვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, პრესა, ტელევიზია და რადიოც კი ახალ კანონპროექტზე გამუდმებით მოგვითხრობდა, ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას, ცხოვრებას და ყოფას შეეხება ხშირად გაშუქების ღირსიც არ გამხდარა.

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტი, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი საზოგადოებრივი განხილვებიც დასრულებულია.

საზოგადოებრივი განხილვა არის პროცედურა, რომელსაც თვით კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველას – ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს – ეძლევა საშუალება, გაეცნოს კონსტიტუციის პროექტს და თავისი შესაძლო შენიშვნებიც გააცნოს კომისიას.

ვინაიდან ახლა უკვე დაგვიანდა და განხილვაში ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას, მოდი ფაქტის წინაშე მდგომებმა მოკლედ მიმოვიხილოთ ცვლილებები:

პირველი და უმნიშვნელოვანესი – ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოებული უფლებები.
მოკლედ რომ ვთქვათ (და იურიდიული ტერმინოლოგია გამოვტოვოთ), რაიონებისა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობას, ასევე სოფლების საკრებულოებს გაუჩნდებათ როგორც საკუთარი ფინანსები, ასევე გარკვეული თავისუფლება, გადაწყვიტონ ადგილობრივი პრობლემები თბილისისაგან დამოუკიდებლად (და დახმარების გარეშე). თანხების განაწილებასაც ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი შეხედულებით მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ადვილი გახდება სოფლებში გზების და ხიდების შენება, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველა ტერიტორიულ ერთეულს შეეძლება, საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ამის გარანტი კი მხოლოდ ერთი რამ არის – ყველა მოქალაქის აქტიური მონაწილეობა არჩევნებში, ასევე მრავალპარტიული საკრებულო.

თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ პარლამენტის მიერ ჯერ კონსტიტუციის მიღებას, შემდეგ კი ამ კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ძალაში შესვლას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ესაა ექსპროპრიაციის პრობლემა.
ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ – ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება უზენაეს უფლებადაა აღიარებული და მისი ხელყოფა დაუშვებელია, ახალი კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საინტერესო შესაძლებლობას: კანონით ან სასამართლოს ძალით მთავრობას შეუძლია, ნებისმიერ პირს ჩამოართვას ნებისმიერი ქონება და დაასაბუთოს ეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. რასაკვირველია, კონსტიტუცია ითვალისწინებს ასევე ჩამორთმეული ქონების ფინანსურ და სამართლიან ანაზღაურებასაც.

მაგალითად, შენდება ახალი ავტომაგისტრალი და გარკვეული (ტექნიკური თუ სეისმური) პირობების გამო, გზამ აუცილებლად იმ ადგილას უნდა გაიაროს, სადაც თქვენი მამა-პაპისეული სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დგას. სამწუხაროდ, თქვენ ამ ადგილის დათმობა მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ეს. სამაგიეროდ კი მიიღებთ სამართლიან ანაზღაურებას. მაგრამ ვინ იტყვის, რა ღირს თქვენი კარ-მიდამო? იქნებ მოწვეულმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს ეს საკითხი? ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად არის დატოვებული. არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი დავის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს (ბათუმში) – ის დაგეხმარებათ ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაში.

მესამე საკითხი: სასამართლო. 
ძალაუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, სასამართლო არის მესამე ხელისუფლება და უნდა იყოს პარლამენტისა და მთავრობისაგან დამოუკიდებელი, რათა ჭეშმარიტად მიუკერძოებლად და სამართლიანად განახორციელოს მართლმსაჯულება. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ყველაზე დიდი პრობლემა იყო სასამართლო ხელისუფლების კორუფცია. საქართველოს დღევანდელი სასამართლო მოდელი კი მაქსიმალურად დაცულია მსგავსი დაავადებისაგან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი მოსამართლე ახალგაზრდაა და შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილებაც აკლდეს, რეფორმის მომხრეები კი ასაბუთებენ – ახალგაზრდები სუფთები არიან, მათ არ ახსოვთ ის საშინელი კორუმპირებული სისტემა, რაც ადრე არსებობდა და ამიტომ მათი ნდობა შეიძლება.

ასეა თუ ისე, სახელმწიფომ დამატებითი ნაბიჯი გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისაკენ – ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილი და ხელფასი. ამიტომ მათ აღარ შეეშინდებათ სამსახურის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შედეგად უნდა მივიღოთ ისეთი მართლმსაჯულება, რომელზეც ვერავინ მოახდენს ზეწოლას – ვერც მინისტრები, ვერც პროკურორები, ვერც სახელმწიფო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, საკმაოდ კრიტიკულად ვარ მის მიმართ განწყობილი. მგონია, რომ ეს ხელოვნური ელემენტია, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას საერთოდ არ შეესაბამება. თუმცა, ესეც დროის ამბავია – შეიძლება ჩვენმა კანომდებელმა ნელ-ნელა გადაგვიყვანოს კონტინენტალურ-ევროპული სამართლის სისტემიდან ანგლო-ამერიკულ სისტემაზე

სხვა ცვლილებების გასაცნობად ეწვიეთ: http://www.constcommis.gov.ge/

Advertisements

7 thoughts on “>საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის ნაკლებად ცნობილი სიახლეები

  1. >უფრო ადვილი გახდება სოფლებში გზების და ხიდების შენება, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.rac an moxdeba an ara da realurad kontrolic minimumze eqnebaT dakvanili :(sucks

  2. >კანონით ან სასამართლოს ძალით მთავრობას შეუძლია, ნებისმიერ პირს ჩამოართვას ნებისმიერი ქონება და დაასაბუთოს ეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით.OMGmetireba

  3. >თვითმმართველობის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე ცუდი არაფერი მეთქმის. ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის არარსებობა საკმაოდ ართულებდა თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებას. არაა გამორიცხული, ცვლილებების შედეგადაც წარმოიშვას რაიმე სახის პრობლემა, მაგრამ ცდა ღირს…ექსპროპრიაციაზე ლაპარაკიც არ მინდა; მოსამართლეების უვადობა? რა ვიცი, არგუმენტები თითქოს აქვთ, მაგრამ… ეს იმას ნიშნავს, რომ იურისტების უმრავლესობა მოსამართლედ დანიშვნაზე ოცნებას უნდა შეელიოს…

  4. >გიგა, 10 წლით დანიშნული მოსამართლეები დანიშვნის პირველ წელს რომ მაინც შაშინებულები არიან, ეგ როგორ გავიგოთ?

  5. >და მეოთხე წელს?არ მჯერა, რომ დაბადებიდან შეშინებულ ადამიანს რაიმე გაათამამებს, ზე-ძალაუფლების გარდა.

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.