>news about the news

>ცოტაოდენს ვიწუწუნებ, თუ შეიძლება.

სასტიკად არ მომწონს, როცა ქართულ/ეროვნული ახალი ამბები რუსულ სიახლეებს მამცნობენ. ნუ აი არ მაინტერესებს, რამდენი სოფელი დაეწვათ, რამდენია რუსული რუბლის კურსი და რამდენი ყვითელი კალინით იმგზავრა პუტინმა.
სულ ფეხებზე მკიდია მაგათი ეკონომიკა და პოლიტიკა. მართლა.

სამაგიეროდ, სულ სხვა სახის ინფორმაცია მაინტერესებს, რასაც ქართული მედია დღეს ვერ ან არ მაწვდის. იძულებული ვარ, უცხოურ (მათ შორის, რუსულ ენაზე) არხებს ვუყურო და იქიდან გავიგო, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს პლანეტაზე.

მოდი დავარქვათ ამას მედიის თეორიის სიახლე და ვუწოდოთ ”ახალი ამბების დაფარვის ზონის მიღმა დარჩენილი მოვლენები”.
ქართული მედიისათვის ”აადზმდმ” არის:

  • გეოგრაფიული: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აზიის უდიდესი ნაწილი, ავსტრალია და ოკეანია
  • თემატური: მეცნიერება (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ასტრონომია და ასტროფიზიკა), ეკოლოგია, გეოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ინჟინერია, ტექნოლოგიები და სხვა.
მე მართლაც მაინტერესებს, თუ რა პოლიტიკური მოვლენები ხდება ეკვადორისა და კოლუმბიის საზღვარზე, ასევე იმ მილიონი აფრიკელი ბავშვის ბედი, რომელიც ტალახიანი წყლის სმით იწამლება ყოველდღე. მხოლოდ მაინტერესებს – სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები. მაგრამ მაინც მაინტერესებს – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში და სინამდვილეში რა პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა.

სამაგიეროდ, ქართველ ტელეგიგანტებს არ ავიწყდებათ ნიუ-იორკი, პარიზი და მოსკოვი. ასევე არ ავიწყდებათ თემები, როგორიცაა მოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გაერო.

ჩვენს ბეჭრუდ მედია-გიგანტებს კი კვლავ ადგილობრივი მასშტაბის მბჟუტავი ნათურების (ვარსკვლავებს ვერ დავარქმევ) საეჭვო ბიოგრაფიები აინტერესებს. 
სამწუხაროდ, ეს პრობლემა არა მარტო ქართულ მედიას აქვს, არამედ ჩვენს მოძმე (და სამაგალითო) ქვეყანას, დემოკრატიის შუქურასაც. იხილეთ მოკლე ვიდეო:

http://video.ted.com/assets/player/swf/EmbedPlayer.swf

ნეტა როგორ შეიძლება ამ სურათის შეცვლა? ეს ხომ არა მარტო ჟურნალისტების ბრალია, არამედ რედაქტორების, პროდიუსერების, რეკლამის დამკვეთებისა და გადასახადების გადამხდელების.

Advertisements