>ქართული ფარისევლობა

>კომპლექსური მოვლენაა ქართული ფარისევლობა. რა მიზეზები აქვს, ბოლომდე ვერ გავიგე, თუმცა ალბათ ყველაზე კარგად მისი დახასიათება შეიძლება სიტყვით – выпендреж.

მესმის, რომ ირანში ქალების ჩაქოლვა საშინელი მოვლენაა, ჩვენთვის საზარელი აღსაქმელია და ამიტომ გვინდა, მსოფლიოს ას ქალაქს შევუერთდეთ და საპროტესტო აქცია გავმართოთ ირანის საელჩოსთან.

მაგრამ მოდი, თვალებში ნაცრის შეყრას თავი დავანებოთ და ქართველ ქალებს მივხედოთ, ქმრებს რომ 24-საათიანი ცემა-ტყეპა აქვთ გამოწერილი.

ირანის საელჩოსთან მდგომ ახალგაზრდებს ალბათ დაავიწყდათ, რამდენ ოჯახურ სცენას არიან პირადად შესწრებულნი?

ნუ გამოგვრჩება მხედველობიდან, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც დგას ოჯახში ძალადობის პრობლემა. მაგრამ მოდი ისიც გავითვალისწინოთ, რომ ისინი ამ პრობლემას წარმატებით ებრძვიან – ეს ხომ იქ ისედაც გამონაკლისია.

ჩვენთან კი ცოლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ლამის ნორმადაა ქცეული. მავანნი ამაყობენ კიდეც, ხალხის თანდასწრებით დედის ტრაკს რომ ახურავენ საყვარელ მანდილოსნებს თავზე.

ასე რომ, საკუთარს მივხედოთ, ირანელები კი არაერთი საუკუნეა, ასე ცხოვრობენ და ცოტა ხანს კიდევ გაიტანენ თავს ჩვენი ჩარევის გარეშე.

ისიც არ დაგავიწყდეთ, იმ საწყალი ქალის ჩაქოლვის მიზეზი რა იყო: ღალატი. აბა დაფიქრდით, ქართველო ბანჯგვლიანო მამრებო, თქვენი მეუღლის ღალატის შესახებ რომ შეიტყოთ, როგორ ხასიათზე დადგებით?
დარწმუნებული ვარ, ვერცერთი ვერ იტყვით გერმანელი ან ფრანგი კაცივით: ეტყობა, აღარ მოვწონდი და ეხლა სხვასთან იყოსო ბედნიერი.

ჩვენს პატრიარქატს მძიმე და შავბნელი წარსული აქვს და ირანისგან შორს სულაც არ ვართ წასული. თუმცა, ამას სხვა დროს მოგიყვებით.

კიდევ გაინტერესებთ ქართული ფარისევლობის შემდეგი მაგალითი? კი ბატონო.
გაიხსენეთ, რუსეთში აგვისტოს ხანძრებს როგორ აშუქებდა ქართული მედია (ძველიც და ახალიც) და მიხვდებით. უფრო სწორად, ვერ მიხვდებით, ვისი მოტყუება გვინდა – სხვისი, თუ საკუთარი თავის?

ერთი-ორჯერ რომ მკითხეს, რას იტყვი იმაზე, მოსკოვი რომ ბოლშია გახვეულიო, ალალად ვუპასუხე – ამ ჩემს ფეხებს-მეთქი. არაო, ამიხსნეს, ჩვენც სულ გვახატიაო, გული კი არ შეგვტკივაო.
ხოდა თუ გკიდია და ერთ ადგილას გახატია, მაშინ ალბათ არც უნდა დაინტერესდე და ზედმეტი ინფორმაციით თავი არ უნდა გამოიტენო.

მე ის უფრო მაინტერესებს, ხანძრების დროს უბრალო მოქალაქეები მეზობელი ქალაქებიდან საკმაოდ დიდი რისკის ფასად რომ ჩადიოდნენ დაზარალებულების, დამწვარ-დაჭრილების და უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების დასახმარებლად, მათ კი მილიცია სხვადასხვა მიზეზებით იჭერდა: მაგალითად “არასანქცირებული ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები” ან მსგავსი.

აი ეს უნდა გვაინტერესებდეს – ავტორიტარული სისტემის აგონიის თუ რეგრესის თუ რეცესიის (თუ რაც ქვია) სიმპტომატური მოვლენები. აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ. უფრო სწორად, მსგავსი მარაზმების თავიდან აცილებაზე.

არა, ჩვენ ხომ ყველაფერზე ვფიქრობთ, გარდა იმისა, რაზეც მართლა უნდა ვიზრუნოთ.

გვაღელვებს მორიგი ქართული ქალური თოქ-შოუს რეიტინგი, ხოლო ნავთობის გაჟონვა მეგობარი სახელმწიფოს სანაპიროზე – ფეხებზე გვკიდია.
გვაღელვებს პურის იმპორტის პრობლემა, როცა ადგილობრივი ხორბლის მოყვანის და წარმოების სისტემაა ასამუშავებელი.
გვაღელვებს მაღალი მოდა, როცა ხალხს საჭმელი უჭირს.
ვნერვიულობთ უცხო ქვეყნების გუნდების სპორტულ შედეგებზე, როცა საკუთარი შვილების სპორტზე შეყვანა და სპორტსმენად აღზრდა გვეზარება.
რამდენი ჩამოვთვალო კიდევ?
მთავარს ხომ მიხვდით?
(ვინც ვერ მიხვდა, გავიაროთ, ნუ გავჩერდებით!)”

Advertisements

20 thoughts on “>ქართული ფარისევლობა

  1. >საინტერესო პოზიციაა თუმცა ჩემი იქ დგომის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რომ იგივე არ მინდა საქართველოში ხდებოდეს არ მინდა ჩემი პირადი ცხოვრება სახელმწიფო განსჯის და დასჯის ფორმას წარმოადგენდეს მინდა ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს. ცოლ ქმრის ცხოვრება მათი პირად საქმეა და არა რელიგიას ამოფარებული ბანდიტებისა და სახელმწიფოსი . შორიდან ვერ ვუყურებ როდესაც ვიღაცას თუნდაც ირანში სასჯელის ფორმად საშუალო ზომის ქვებით ჩაქოლვა აქვს მისჯილი რათა სიკვდილი თანდათან განიცადოს. არ ვარ დაზღვეული რომ იგივეს გაკეთების სურვილი შესაძლოა აქაც არ გაუჩნდეთ. მსავსი ფაქტები არც ჩვენთვისაა უცხო და ოჯახში ძალადობაც მოსული ფორმაა. თუკი იგივეს ირანელი ქალის მაგალითზე გავაპროტესტებთ არ ნიშნავს იმას რომ ქართველი ქალების პრობლემები არ გვაწუხებს .

  2. >ჩემი აზრით ამ აქციის გამართვა და საერთოდაც ამაში მონაწიელეობის მიღება, ერთ ერთი საშუალებაა პოზის მიღების, ადამიანები რომლებიც სევდას იგონებენ, რომ მერე ამით დაიტანჯონ და ამ ტანჯვის პოზით ვიღაცეებს ზევიდან უყურონ. ყალბი პოზები რომლითაც თავს "ისვეცკებენ" და მე ვიტყოდი ცრუ ორიგინალურობით ისეთი ქედმაღლობით დაიკვეხნიან სასაცილოდ არ გეყოპა ადამიანს.

  3. >მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება შენი აზროვნებისა და წერის სტილის მიმართ. გეთანხმები, გეთანხმები და გეთანხმები !!!!სხვისი საქციელის გაპროტესეტებას და დაგმობას, ჯერ საკუთარ თავებში ჩავიხედოთ ჯობია. ირანელების და მუსულმანების გვიკვირს და საქართველოში ქალების პატივიცემა მხოლოდ სადღეგრძელოში , რომ გამოიხატება იმას არავინ აქცევს ყურადღებას.მხოლოდ ერთ მაგალითს მოვყვები: 4 დღე სოფელში მომიწია ყოფნა, როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში იქაც წყლის პრობლემაა (ესეც ქართველების უნიათობის გამო) და წყაროდან წყალს ”ვედრებით” ეზიდებიან, გაგიკვირდებათ და წყლების ზიდვა მხოლოდ ქალების პრეროგატივაა, მთელი დღე სახლის საქმეებით დაღლილი ქალები დღეში მინიმუმ 30-35 ლიტრ წყალს ეზიდებიან, მაშინ როდესაც მთელი სოფლის ბიჭ-კაცები წყაროსთან დგანან და ლაზღანდარობენ. არცერთს არ მოუვა თავში, რომ თუნდაც ერთხელ აუვსოს და სახლში მიატანინოს წყალი თავისივე ცოლს, დას, დედას, ბებიას, ან თუნდაც მეზობელს. სამაგიეროდ საღამოს სახლში სუფრა იშლება და სოფლის კაცები სადღებრძელოებით გვასწავლიან, რომ ” საქართველოში ოდითგანვე ქალის კულტია” დვორსკ, განსაკუთრებით ეს აბზაცი მომეწონა: ”ჩვენთან კი ცოლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ლამის ნორმადაა ქცეული. მავანნი ამაყობენ კიდეც, ხალხის თანდასწრებით დედის ტრაკს რომ ახურავენ საყვარელ მანდილოსნებს თავზე.”

  4. >ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ არ გინდა, პირადი ცხოვრება ვინმეს განსჯის საგნად იქცეს. გაბო, ამაში გეთანხმები 100 %.არადა, სწორედ ამ გზით მიდის ჩვენი საზოგადოება.გინდა გეი-პარადის წინააღმდეგ გალაშქრებით, გინდაც ვიღაც ვაი-მჯღაბნელის წიგნების გამო ხალხის ცემით.ამიტომ ვამბობ, რომ სხვა ქვეყანაზე და სხვა კულტურაზე ზრუნვა კარგია, მაგრამ ჯერ საკუთარს უნდა მივხედოთ. და სხვათა შორის, როგორც ჩვენთვისაა შოკისმომგვრელი ირანში სასჯელის ასეთი ზომის არსებობა, ასევე არის მათთვის შოკისმომგვრელი ზოგიერთი ქართული ტრადიცია ან ქცევის წესი.და კიდევ – როცა რევოლუცია იყო ირანში და ხალხს ქუჩაში ხვრიტავდნენ, მაშინ რა ხდებოდა თბილისში? იყო რამე საპროტესტო აქციები საელჩოსთან?

  5. >შენ იცინე და ეგ წყაროს ამბავი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ ”გავირდნენ” ქართველი კაცები. რათქმაუნდა ყველა არა :)))))))))

  6. >აი, ზუსტად! ფარისევლობა გვჭირს!იმ ქალმა არა თუ უღალატა, მოაკვლევინა ქმარი, ამისთვის იხდიდა სასჯელს. შემდეგ გაათავისუფლეს. მაგრამ ქვეყნის მეორე ნაწილში ისევ დაიჭირეს (ახლა წყაროს ვერ ვპოულობ). სექსუალური ურთიერთობა კი ქმრის მკვლელებთან ჰქონდა. ამ ქალისგან ანგელოზი გამოიყვანეს, რომელიც ნამდვილად არ იყო. და სადღაც დავწერე, რომ როცა სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ ირანის საელჩოსთან, რატომ არ აპროტესტებენ იგივეს მაგალითად აშშ საელჩოსთან? თუ ქვებით მოკვლა უფრო საშინელია, ვიდრე ელექტროსკამის საშუალებით? მე არანაირად და არსად არ ვამართლებ სიკვდილით დასჯას. შინაურ უსამართლობებს მივხედოთ, მართლა, ის ჯობია.

  7. >გავირდნენ კაი იყო :)) რა, მანამდე არ იყვნენ?ახლა ფემინიზმმა და ემანსიპაციამ "გააპრავა" ეს ყველაფერი და თუ ეტყვი, რატო არ მეხმარებიო, დიდი შანსია გიპასუხოს – თანასწორობა თუ გინდა, ეგააო, როგორც ჩემმა ერთმა ჩრდილო-ევროპელმა ჯგუფელმა უპასუხა ბრაზილიელ გოგოს – It's 21st century darling, I'm not gonna help you -ო 😀

  8. >სწორი შენიშვნაა. თუ სიკვდილის დასჯას ვაპროტესტებთ, ყველგან უნდა გავაპროტესტოთ.და არც საქართველოში მომხდარი ჩაქოლვის ფაქტების გამო მინახავს ვინმე ქუჩაში გამოსული :/ საკუთარი თავის ჩათვლით.http://katiee.ge/cicikoreebi/ < აი, ნაკლები ფაქტებია? სულ არ მგონია რომ ნაკლები მნიშვნელობისა და ტრაგიზმის მატარებელია რომელიმე, მაგრამ რა? ვინმეს ადარდებს?

  9. >სიტყვიერი შეურაცხყოფის და დაჩაგვრის პიკია საქართველოში, ნუ ცალმხრივი დაჩაგვრის. მაგრამ, ცემა-ტყეპა მართლა არ მინახავს არსად (საბედნიეროდ) და მომკალით. მსმენია, ისიც მხოლოდ ერთი-ორი შემთხვევა და ორივე დასრულდა განქორწინებით.

  10. >მე სხვას დავამატებდი – პრობლემებთან ბრძოლა გვიყვარს ფეისბუქის ჯგუფებში გაწევრიენებით. პრინციპი: გაწევრიანდი და დაივიწყე. :)აი, ხორბლის პრობლემა მე მაღელვებს. ოღონდ მართლა. 🙂 და ზოგადად სოფლის მეურნეობისაც.ისე კი მაძღარი მომყმარს პურს წვრილად უფშვნიდა და თან აყვედრიდა რად ღორულად სჭამო – ვისაც საჭმელი უჭირს მოდა არ აღელვებს. ვისაც აღელვებს – იმას საჭმელი არ უჭირს.მასლოუს კანონია. 🙂

  11. >ოხ. რას ხედავს ჩემი თვალები. ესეთი დამთხვევა არ გამიგია. ფაქტობრივად ვრცელი შინაარსი ამ პოსტის "საქინემ-პირი-ამოიკერა"http://plakatti.wordpress.com/2010/09/01/საქინემ-პირი-ამოიკერა/იგივე თემა, იგივე ირანელი, შეკითხვებით დამთავრება .ერთია წყაროს მითითება დაგავიწყდათ.. D

  12. >1. სწორედ დანარჩენი მსოფლიოსთვის მიბაძვაა ფარისევლობა.სოლიდარობა, რა თქმა უნდა, არაა ფარისევლობა.2. ნუ განსჯით ასე მარტივად ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს – ბევრი ქართველი ცოლი ეკონომიკურად დამოკიდებულია თავის ქმარზე და უბრალოდ ვერ ბედავს იმას, რომ სასამართლოში უჩივლოს და გაშორდეს. თუ ქალს წასასვლელი არა აქვს, ერთ ჭერქვეშ იცხოვროს იმ ქმართან ერთად, რომელსაც უჩივლა? არაა ეს ასეთი ადვილი.3. თამუნა, ალბათ დაოჯახებული არ ხართ და ამიტომ ამბობთ ასე ხელაღებით: რატომ მიყვებოდა საერთოდო. რეალობა ყოველთვის სულ სხვაა და ხშირ შემთხვევაში რამდენიმეთვიანი ან თუნდაც რამდენიმეწლიანი ვნება, რომელიც ბევრს სიყვარული გონია, ცივდება და გადაიქცევა ხოლმე ტანჯვად ორივე ადამიანისთვის. დამეთანხმეთ, რომ საკმარისზე მეტი ოჯახი იქმნება საქართველოში ვნების და არა გრძნობების გამო.4. სპორტს რაც შეეხება, საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს: არც სახელმწიფოსა და არც საზგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს სპორტის არცერთ სახეობას. მხარდაჭერაში გულშემატკივრობას არ ვგულისხმობ, მე ვამბობ აქტიურ მხარდაჭერაზე, ხელშეწყობაზე.ბევრი ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი სულით და გულით დადიოდა სპორტზე და ენთუზიაზმის მეტი არაფერი გააჩნდა. დროსთან ერთად კი ენთუზიაზმი ნელდება და საჭიროა ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, როგორც მაგალითად დასავლეთის ქვეყნებშია – სპორტსმენებს კარგ სტიპენდიებს აძლევენ, რომ მათ გარკვეულ უმაღლესებში ისწავლონ.მოკლედ, ეს ყველაფერი საქართველოში კვდება ხოლმე, როდესაც ფეხბურთელი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენი 14-15 წლის ასაკს მიაღწევს ხოლმე.მერე კი გვიკვირს, რატომ ვერ თამაშობენ ”ჩვენი ბიჭები” და რატომ არიან მაგრები ”იმათი” გუნდები.

  13. >aqcia adamianis chaqolvis sawinaaghmdegod, albat naklebad sheidzleba farisevlobad chaitvalos ufro albat solidarobis gamoxatulebaa da albat danarcheni msofliostvis mibadzva.dghevandel saqartveloshi qmari , tu cols cema-tyepashi amyofebs, pirvel rigshi albat colis danashaulia.pirveli kitkhva rato miyvebi egets?da meore tu girtyams adeqi sasamartloshi uchivle da gashordi praqtikuli gadawyvetileba chemi azrit.bunebrivia, rogorc yvela qveyanashi saqartveloshic arian skhvadaskhva sportis gulshematkivrebi da amashi gasakviri araferi aris. rac sheekheba shvilebis sportze sheyvanas mgoni bolo dros bavshvebis sakmao raodenoba dakavda sportit, bunebrivia visac amis shesadzlebloba aqvs. saqartvelo ar aris ganvitarebuli qveyana,rom qartvelebi yvela sportsmenebi iyvnen.

  14. >darlin'ატრაკებ და გიხარია, მარტო იმისთვის რომ რამე დაწერო, არ უნდა წერო ხოლმე (უფასო რჩევა 🙂 )მე ვიყავი იმ აქციაზე და მაღელებდა, ოჯახური ძალადობაც მაღელვებს და ჰიროსიმა ნაგასაკის შედეგებიც.მერე? მიცნობ გიცნობ (გვიცნობ) რომ შეგვდექი და ფარისევლებადაც მოგვნათლე? :)პიპეც რა!

  15. >მერე, რამე შედეგი გამოიღო მაგ აქციამ, ან თქვენმა მონაწილეობამ? საერთოდ ვიცით იმ უბედური ქალის ბედი?იმიტომ ვამბობ, ჩვენ ჩვენსას უნდა მივხედოთ-მეთქი, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რაიმე შევცვალოთ.და მეორეც, ირანელი ხალხის მიმართ ქართველს მაინც გენეტიკური ზიზღი და სიძულვილი თუ არა, მინიმუმ ინდიფერენტულობა მაინც უნდა გააჩნდეს. ალბათ.

  16. >ჩვენსას რომ უნდა მივხედოთ ამაში 100%ით გეთანხმები და როცა მანდ ვარ შეძლებისდაგვარად ვაპროტესტებ და ვცდილობ რაღაც შევცვალო.იმ აქციას რაც შეეხება- სამარიაჟოდ და ქულების დასაწერად მგონი არავინ არ იყო მოსული. მე მაღელვებდა (არაპათეტიკურად) იმ ქალის ბედი და დავაფიქსირე კიდეც ჩემი პოზიცია. ინდიფერენტულობაზე და გენეტიკურ ზიზღზე ვერ დაგეთანხმები.21ე საუკუნეში ფეხებზე დავიკიდო ადამიანის ჩაქოლვის ფაქტი -იმიტომ რომ 10 საუკუნის წინ ამ ადამიანის წინაპრები დედას ^$&%&?

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.