>ბოლოდროინდელი გატაცებები

>

უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ:

  1. სამსახური
  2. შვილი
  3. ჰობი, რომელსაც ბევრი დრო მიაქვს
  4. სტარკრაფტი2
  5. ლიტერატურა
მაინც დამატებითი გატაცებების მოძალება მჭირს:
  1. ჭადრაკი
  2. სტარკრაფტი2
  3. პროგრამირება
როდის უნდა გამოვნახო ამ ყველაფრისათვის დრო? o_0
თქვენ რა უცნაური გატაცებები გაქვთ, ძვირფასო ფრენდებო/ფოლოვერებო/რიდერებო?
ბარემ, თქვენი ჰობის ჩამონათვალიც გააკეთეთ, იქნებ რამე საინტერესო ვიპოვნო 🙂
Advertisements

>ბოლოდროინდელი გატაცებები

>

უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ:

  1. სამსახური
  2. შვილი
  3. ჰობი, რომელსაც ბევრი დრო მიაქვს
  4. სტარკრაფტი2
  5. ლიტერატურა
მაინც დამატებითი გატაცებების მოძალება მჭირს:
  1. ჭადრაკი
  2. სტარკრაფტი2
  3. პროგრამირება
როდის უნდა გამოვნახო ამ ყველაფრისათვის დრო? o_0
თქვენ რა უცნაური გატაცებები გაქვთ, ძვირფასო ფრენდებო/ფოლოვერებო/რიდერებო?
ბარემ, თქვენი ჰობის ჩამონათვალიც გააკეთეთ, იქნებ რამე საინტერესო ვიპოვნო 🙂

>news about the news

>ცოტაოდენს ვიწუწუნებ, თუ შეიძლება.

სასტიკად არ მომწონს, როცა ქართულ/ეროვნული ახალი ამბები რუსულ სიახლეებს მამცნობენ. ნუ აი არ მაინტერესებს, რამდენი სოფელი დაეწვათ, რამდენია რუსული რუბლის კურსი და რამდენი ყვითელი კალინით იმგზავრა პუტინმა.
სულ ფეხებზე მკიდია მაგათი ეკონომიკა და პოლიტიკა. მართლა.

სამაგიეროდ, სულ სხვა სახის ინფორმაცია მაინტერესებს, რასაც ქართული მედია დღეს ვერ ან არ მაწვდის. იძულებული ვარ, უცხოურ (მათ შორის, რუსულ ენაზე) არხებს ვუყურო და იქიდან გავიგო, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს პლანეტაზე.

მოდი დავარქვათ ამას მედიის თეორიის სიახლე და ვუწოდოთ ”ახალი ამბების დაფარვის ზონის მიღმა დარჩენილი მოვლენები”.
ქართული მედიისათვის ”აადზმდმ” არის:

  • გეოგრაფიული: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აზიის უდიდესი ნაწილი, ავსტრალია და ოკეანია
  • თემატური: მეცნიერება (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ასტრონომია და ასტროფიზიკა), ეკოლოგია, გეოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ინჟინერია, ტექნოლოგიები და სხვა.
მე მართლაც მაინტერესებს, თუ რა პოლიტიკური მოვლენები ხდება ეკვადორისა და კოლუმბიის საზღვარზე, ასევე იმ მილიონი აფრიკელი ბავშვის ბედი, რომელიც ტალახიანი წყლის სმით იწამლება ყოველდღე. მხოლოდ მაინტერესებს – სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები. მაგრამ მაინც მაინტერესებს – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში და სინამდვილეში რა პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა.

სამაგიეროდ, ქართველ ტელეგიგანტებს არ ავიწყდებათ ნიუ-იორკი, პარიზი და მოსკოვი. ასევე არ ავიწყდებათ თემები, როგორიცაა მოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გაერო.

ჩვენს ბეჭრუდ მედია-გიგანტებს კი კვლავ ადგილობრივი მასშტაბის მბჟუტავი ნათურების (ვარსკვლავებს ვერ დავარქმევ) საეჭვო ბიოგრაფიები აინტერესებს. 
სამწუხაროდ, ეს პრობლემა არა მარტო ქართულ მედიას აქვს, არამედ ჩვენს მოძმე (და სამაგალითო) ქვეყანას, დემოკრატიის შუქურასაც. იხილეთ მოკლე ვიდეო:

http://video.ted.com/assets/player/swf/EmbedPlayer.swf

ნეტა როგორ შეიძლება ამ სურათის შეცვლა? ეს ხომ არა მარტო ჟურნალისტების ბრალია, არამედ რედაქტორების, პროდიუსერების, რეკლამის დამკვეთებისა და გადასახადების გადამხდელების.

>ცოტა ისტორიასაც მოვუსმინოთ

>მოგეხსენებათ, საბჭოთა დიზაინი სულაც არ იყო ცუდი, მაგრამ ერთი რამე რუსებს არ გამოსდიოდათ: მანქანების დიზაინი.

ამიტომაც ყველაფერს იპარავდნენ მტრული კაპიტალისტური ქვეყნებიდან.

ამას წინათ მივაქციე ყურადღება ერთ საინტერესო დეტალს:

ცნობილი საბჭოტა ”ზაპოროჟეცი” მოპარული ყოფილა გერმანული მანქანიდან NSU Prinz.

NSU Motorenwerke AG დაარსდა 1873 წელს და 1969 წელს Volkswagen Group-ს შეუერთდა.

ფოლქსვაგენმა კი აიღო და მასში შემავალი ორი ორგანიზაცია გააერთიანა: NSU და Auto Union, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ოთხი ფირმისაგან: AudiWanderer, Horch და DKW (და რომელიც ფოლქსვაგენმა Daimler Benz-ისაგან შეიძინა).

აუგუსტ ჰორხის (ავტოინჟინერი) გვარი გერმანულ კუთხურ ენაზე ნიშნავს იგივეს რასაც ქართული ”გეყურება?” ანუ ”მოსმენას”.
ჰოდა ამდენი ცვლილებისა და შერყწმის შემდეგ ბატონი ჰორხის გვარი თარგმნეს ლათინურად და მიიღეს კომპანიის ახალი სახელი.

ამას აღნიშნავს აუდის ლოგოც: ოთხი რგოლი (Horch, Wanderer, DKW, NSU)