>მაინც აღარ მეძინება და იქნებ დავწერო რამე.

ან არ დავწერ, უბრალოდ აზრებს გადმოვაფრქვევ:

როცა გეძინება, სხვანაირად იწყებ სუნთქვას.
როცა გეღვიძება, სხვანაირად იწყებ ფიქრს.
როცა დადიხარ, სულ არ ფიქრობ – აკეთებ.
როცა რაიმეს გინდა მიწვდე, შეიძლება ცხრა მთას იქით წახვიდე, მაგრამ როცა რამე უკვე გაქვს, თითქოს გავიწყდება, რომ მოვლა უნდა.

ჰემინგუეის უწერია ”კილიმანჯაროს თოვლიანი მთებში”: მაღლა, მთის წვერზე ლეოპარდის გაყინული გვამი ძევსო. არავინ იცის, რა უნდოდა ამსიმაღლეზე ლეოპარდსო, თუმცა შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ის იქ ან საკვებს ეძებდაო, ან მდედრსო.

სადამდე ამძვრალა ეგ ოხერი.

ეხლა ფრენსის მაკომბერიც გამახსენდა ეგრევე. საწყალი.

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ბრძოლა არ მთავრდება – არამედ იწყება მაშინ, როცა შენსას მოიპოვებ. მონაპოვარს შენარჩუნება უნდა.

და ამაში კი ბევრი მოიკოჭლებს.

დღეს დილით. ხვალ ღამით. 48 საათის განმავლობაში.
ზეგ თუ მაზეგ.
მერე ისევ თავიდან.

მერე დასვენება მოდის.
სხვა საქმეებით ივსები.

მერე ისევ რუტინა – ყოველდღიურობა იწყება.

Advertisements

4 thoughts on “

  1. >მე რომ გითხარი ვგიჟდები შენს პოსტებზემეთქი, დამწამე იტალიის გამო ხარ ეგრეო. არადა მართლა ძალიან სასიამოვნო პოსტები გაქვს. ჩამოვედი იტალიიდან by the way

  2. >შეიძლება ითქვას რომ ჩემს გულში იჯექი. მეც დაახლოებით ეგრე ვარ როცა მეძინება და თან რამე კარგის დაწერის სურვილი გამიჩნდება. საინტერესო პოსტი იყო. ვიმედოვნებ რომ მეგობარი ბლოგიდან სტუმარი დაგაინტერესებს და შემოიჭყიტები ჩემთანაც

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.