>ამოიღეთ ხმა!

>კარგი, დავუბრუნდეთ იმ თემას – ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებას.
თავიდან ვიფიქრე, მე დავწერ მეთქი რამეს, მაგრამ მერე:

1. დამეზარა დაწერა
2. ბევრი სფეროა და ვერ ავირჩიე
3. გამოცდილება არ აღმომაჩნდა
(საჭირო გახაზეთ)

მოდი ეხლა თქვენ შემოგთავაზებთ – ვის რა გაქვთ გასაზიარებელი? დაწერეთ და გაუზიარეთ სხვებს თქვენი ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება.
ყველანი რაღაცის სპეციალისტები ხართ, ყველას გაქვთ რამე, რაც კარგად იცით და გამოგდით – ზოგმა პურის ცხობა იცის, ზოგმა ფოტოების გადაღება, ზოგმა კონდიციონერის დამონტაჟება, ზოგმა დაკაბადონება, ზოგი ამანათებს უკვეთავს (ან ჩამოაქვს), ზოგი კი – კარგი ელექტრიკია ან ხადავიკი, ზოგი ესსეებს წერს, ზოგი კი კითხულობს, ზოგი დიზაინერია, ზოგი მარკეტოლოგი, ზოგიც იურისტი და ზოგიც მთამსვლელი…

ხოდა – დამიკომენტეთ თემები და ყველას მოგცემთ საშუალებას, დაწეროთ ერთი პოსტი თქვენი გამოცდილების შესახებ – გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს!

თუ კომენტარის დაწერა გერიდებათ ან არ იცით, ან თუ პოსტი ზედმეტად დიდია კომენტარისთვის, გამომიგზავნეთ მეილზე – dv0rsky(at)dgiuri.com 

24 thoughts on “>ამოიღეთ ხმა!

  1. >მე მაგალითად ამანათებს ვუკვეთავ და მერე ჩამომდის, მაგრამ რავიცი ეგ გამოცდილებაა??? მინდა ბევრი რამე ვიცოდე და ბევრი გამომდიოდეს, მაგრამ ვერაფრით დავიკვეხნი მგონი.

  2. >ჩემი აზრით შენ დაწერა დაგეზარა, თორემ ძალიან მეეჭვება გამოცდილება და ცოდნა არ გაგაჩნდეს.

  3. >mtashi casvlaze da mosamzadebel rameebze : ))) mament eg ukve miweria mara sheizleba zurgchantis chalagebaze😀 magalitad😀 an sachmlis shezenaze :Dotaxis dekorirebaze😀 uh ramdeni maimunobas vaketeb imdeni rame rom vwero me piradad chemi tavi mombezrdeba da mament egeti tutorialebis cera iseti pontia unda icode rom nagdad chrdeba vinmes😀

  4. >აი იტალიიდან რომ ჩამოხვალ, დაწერე მოგზაურობის გამოცდილება.და მეილზე გამომიგზავნე🙂

  5. >heeei, gaxsovs jer kide rodis gitxari sxvebsac mieci sashualeba daceron shentan tqo?xoda me gagiziarebT ragaceebs periodulad saxlis ashenebis, mere xis dargvis da bolos bavshvis gaketebis shesaxeb ai aqwww.ssakhli.blogspot.comvot

  6. >როგორ არ გახდე ”ნერვასტენიჩკა”-ასეთი სათაურით ”Experience sharing" შეიძლება? :)))))))

  7. >როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ” სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე- სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ, არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:1. მერე რა , რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა ,იმიტომ რომ ფაფა გადაისხა-სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ- სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო ;)3. მერე რა რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები ერთი სული გაქვს დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე,ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან-სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.4. მერე რა რომ სამსახრუში, იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია-სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ; 5. მერე რა რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი-სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.6. მერე რა რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება-სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);7. მერე რა რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ-სამაგიეროდ შეგიძლია 15 გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;8. მერე რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები-ზუსტად იცი,რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს და დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.9. მერე რამ რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობელემით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება-სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომლსაც შეგიძლია დაეყრდნო.და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ-გ ა ი ღ ი მ ე თ!როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ” სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე- სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ, არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:1. მერე რა , რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა ,იმიტომ რომ ფაფა გადაისხა-სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ- სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო ;)3. მერე რა რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები ერთი სული გაქვს დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე,ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან-სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.4. მერე რა რომ სამსახრუში, იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია-სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ; 5. მერე რა რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი-სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.6. მერე რა რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება-სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);7. მერე რა რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ-სამაგიეროდ შეგიძლია 15 გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;8. მერე რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები-ზუსტად იცი,რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს და დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.9. მერე რამ რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობელემით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება-სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომლსაც შეგიძლია დაეყრდნო.და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ-გ ა ი ღ ი მ ე თ!

  8. >ბავშვი სიარულის სწავლებისას მოდუნებული (უფრო სწორედ დამყოლი) ხელით ატარეთ რომ პასუხისმგებლობა თავიდანვე აიღოს.ბავშს დაბანვის წინ ასწავლეთ პირით სუნთქვა და თვალების დახუჭვა როცა წყლის გადავლება მოგიწევთ თავის დაბანვისას.ენა ნუ გისწრებთ, ეცადეთ მნიშვნელოვანი აზრები მის თავში დამოუკიდებლად დაიბადოს და არა თქვენი ბუზღუნით გაიგოს.ახალგაცნობილი ადამიანის სახელი გონებაში მაშინვე დაუკავშირეთ მის სეხნია თქვენ ძველ ნაცნობს.დაურეკეთ მეგობარს, ნათესავებს.იქონიეთ უპირობო სიყვარული შვილების, მშობლების, იქნებ მეუღლის მიმართაც.და მთავარიგაითვალისწინეთ – ცოლქმარი ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილია დედამიწაზე და არავის აქვს უფლება მათ შორის ჩადგომის (რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს მშობლებისთვის და შვილებისთვის, მაინც ასეა).

  9. >isa aq rom contactis usaxuri da patara fanjaraa iq ver chavdeb chems nagvacs , komentarebshi ise ver davaformateb rogorc unda iyos da damde pativio maili momeci😀

  10. >ზურგჩანთის ჩალაგებაზე გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლო იქნებოდა, ველი! :)მე თვითონ კი ვერ წარმომიდგენია სფერო, რაზეც შეიძლება გამოცდილება გავუზიარო ადამიანებს… საინტერესოა… ჰმ, ნუთუ არაფერში დამიგროვებია საკმარისი გამოცდილება?!…

  11. >ეს შენი ბლოგია?! არ ვიცოდი, ყველაზე კარგი ბლოგია ამ ჟანრში ადრე გადავაწყდი და გამიხარდა რო ქართული მსგავსი თემატიკის ბლოგი არსებობს

  12. >კარგი წამოწყებაა პაიჭ! ლებედევის ფურშეტის გავლენაა ვითომ…?! ))არ მცალია ჯერ , მოვიცლი და ძალიან საჭირო თემაზე დავწერ.

  13. >ლებედევის ფურშეტზე არ ვყოფილვარ :)ვაბშე მახატია ეგ ტიპი, ხო იცი🙂

  14. >რა ყველა ამ კომენტარებს ერჩის :(ზოგს ერთი სისტემა არ მოწონს, ზოგს მეორე😦

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s