>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #2

>ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი: ბოლოში გამოყვანილი/აღწერილია ფეისბუქის საშუალო ქართველი მომხმარებლის პორტრეტი🙂

გთავაზობთ სტატისტიკას facebook-ის ქართველ მომხმარებლებზე.
სულ, ყველა სქესისა და ასაკის მიხედვით 386 080 ადამიანია საქართველოდან (ფიზიკურად შედის საქართველოდან, ითვლება IP მისამართის მიხედვით) ან ადგილმდებარეობაში (ქვეყანაში) მითითებული აქვს საქართველო.

ახლა დავშალოთ ეს ციფრი და ვნახოთ დეტალური დემოგრაფიული მონაცემები:
168 340 კაცი (43,6 %)
214 120 ქალი (55,4 %)

ოჯახური მდგომარეობა:

21 400 მარტოხელაა, აქედან:
9620 კაცია
11 680 კი ქალი
14 000 ადამიანი დაოჯახებულია,
6 940 – რაღაც ურთიერთობა აქვთ (ალბათ ”დადიან”)
780 დანიშნულია
განათლება:

3 440 სკოლის მოსწავლეა
660 უმაღლესში სწავლობს
12 480 დამთავრებული აქვს უმაღლესი, აქედან:
6 460 კაცია,
5 940 ქალი.

ასაკი:

13-დან 20 წლამდე სულ 4 340 მომხმარებელია, აქედან:
2 280 კაცია,
1 920 ქალი.
21-დან 35 წლამდე – 6 580 მომხმარებელი, აქედან:
3 460 კაცი
3 160 ქალი.
36-დან 50 წლამდე – 1 160 მომხმარებელი, აქედან:
540 კაცი,
600 ქალი.
51-დან 64 წლამდე – 160 მომხმარებელი

გასაგებია, რომ ყველა რიცხვის ჯამი ერთმანეთს არ დაემთხვევა – ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებლებს არასრულად ან არასწორად აქვთ შევსებული თავიანთი პროფილის ინფორმაცია.

სამაგიეროდ ეს რიცვები მაინც გვაძლევს საშუალებას, გამოვიყვანოთ საშუალო ქართველი პირწიგნაკელი:

ესაა ქართველი ქალი, გნებავთ კდემამოსილი მანდილოსანი. ის მარტოხელაა (არა აქვს მნიშვნელობა, გაშორებულია თუ ქვრივი, გასათხოვარია თუ გაუთხოვარი) – ფაქტია, რომ არ ყავს კაცი. მას დამთავრებული აქვს უმაღლესი (თან მხოლოდ ერთი, თორემ ორი დიპლომი რომ ქონოდა, ტაქსისტი იქნებოდა) და არის 21-დან 35 წლამდე ასაკის.

ვინაიდან ქალებს ასაკს არ ეკითხებიან და არც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება იწვევს ეჭვს, სავარაუდოდ სტანდარტული, საშუალო ქართველი ფეისბუქელი არის 30 წელს გადაცილებული ქალიშვილი. სამწუხარო სურათია, არა? :)))

ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით მოდი ვცადოთ მისი პორტრეტის გამოყვანა – შემომთავაზეთ იდეები!

P.S. სამწუხაროა, რომ რელიგიურ შეხედულებებზე სტატისტიკა არ მოიპოვება… საინტერესო იქნებოდა😉

40 thoughts on “>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #2

  1. >21-დან 30მდე 9 წელია, 30-დან 35-მდე კი მხოლოდ 5. საიდან მოიტანეთ რომ საშუალო ფეისბუკელი 30 წელს გადაცილებულია? პირიქით, 30 წლამდე მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე 30ს გადაცილებული. სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას კი შეეშვით. არავინ გეკითხებათ ვის აქვს აპკი გახეული და ვის არა. ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. ამის დამწერს თავი ყველაზე პრადვინუტი ჰგონიატფუი

  2. >ეს რა კომენტარი დაიწერა პირველი!!!! ვაჰმეე…. საინტერესო კი გამოვიდა ე.წ. კვლევა😛

  3. >რა შუაშია ქალიშვილიდასკვნების გამოტანის უნარი არ გაქვს უფალო დვორსკიმდააროგორ გევასებათ პრადვინუტ ბლოგერებს სხვებზე კაიფითითქოს დღეში 7ჯერ სექსაობდეთ ბრედ პიტთან😀

  4. >ოღჩ!😀 ქალიშვილობის უკვდავი თემა! მარად მწვანე, მარად აქტიუალური :Dშეიძლება არასწორად გავიგე, მაგრამ "არც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება იწვევს ეჭვს" გულისხმობ რომ ყველა გასათხოვარ/გაუთხოვარი ქალიშვილია?🙂 ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი :))))

  5. >და სიტყვის ბოლოს ”თ” რა საჭირო იყო? :P:P ბოლოსდაბოლოს ფეისბუქზე მგონი მეგობრები ვართ :)))

  6. >13 – იმედი მაქვს, რომ ყველა ქალიშვილი არაა.მაგრამ უმეტესობა ხომ არის?🙂

  7. >მე ვამბობ ან ”მადლობთ”, ან ”მადლობა”.მესამე ფორმას არ ვაღიარებ

  8. >ამ ქვეყანაში ყველაზე უწყინარი სტატისტიკაც კი ქალიშვილობის თემამდე მიდის )))))))

  9. >კი, მადლობა და გმადლობთ.მაგრამ მე მაინც მადლობთ-ს ვამბობ.ეგრევე არ მივსდევ სწორ ფორმას ”ახლას” მაგივრად ყოველთვის ”ეხლას” ვამბობ

  10. >Dv0R, ვერ დავეთანხმები 51% მეტად შენს მსჯელობას.1. დავიწყოთ იქედან, რომ იუზერების სადღაც 10-15% არარსებულია, მაღაზია ან "ყველაზე ლამაზი და დერზკი" და ა.შ. შესაბამისად მათ არც სქესი აქვთ, არც ასაკი და თუ აქვთ, ა პრიორი ემთხვევა რომელიმე უკვე არსებული იუზერისას. ანუ ამ მონაცემს უკვე შეცდომაში შევყავართ.2. არასრულად მითითებული მონაცემები, რომელსაც ასევე შეცდომაში შევყავართ3. არასწორად გაკეთებული დასკვნა, რომ ყველა, ვინც ქორწინებაში არ არის ქალიშვილია. (აღ)არაა მასე. დაჟე, 30+ კატეგორიაშიც. 4. და ბოლო : ჩემი 800მდე ფრენდიდან 30+ და ქალიშვილი თითზე ჩამოსათვლელია. ეჭვი მაქვს, შენთანაც ასე იქნება,მაშინ სად არიან ეს საშუალოსტატისტიკური ქართველი ფბ მომხმარებლები?🙂

  11. >1. ამას ვერ დაითვლი, ამიტომ ჩვეულებრივ სტატისტიკაში მოხვდა2. ამასაც ვერაფერს მოუხერხებ3. კარგად წაიკითხე წინადადება და მიხვდები, როგორ არის ფორმულირებული დასკვნა. ვიცი, რომ ყველა ქალიშვილი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ უ მ ე ტ ე ს ო ბ ა ქალიშვილია.4. ფრენდების ამბები არ ვიცი – არავისთვის გამოკითხვა არ ჩამიტარებია.

  12. >რომ ვერაფერს მოვუხერხებთ ვიცი, მაგრამ ცდომილების range-ს რომ ზრდის, უნდა აღინიშნოს.გიგა, რომ ვხედავ, როგორ არასწორად(!) არის ფორმულირებული დასკვნა, მაგას ვამბობ ზუსტად :)) როგორ შეიძლება "საშუალო სტატისტიკური ფეისბუქის ქართველი მომხმარებელი გამოიყვანო " მხოლოდ 11 680 ქალი"-დან მხოლოდ, როცა დასაწყისში შენ თვითონ ამბობ რომ მთლიანად ფბ-ზე 386 080 ქართველი მომხმარებელია, აქედან 214 120 ქალი (55,4 %)-ა და მხოლოდ 11 680-ია მარტოხელა. 11 680 ქალი მომხმარებელთა მთლიანი რაოდებობის – ანუ 386 080-ის რამდენი %ია? შენ ან გვეკაიფები და რა დასკვნაც გინდა იქამდე განზრახ მცდარი მსჯელობით გინდა მიიყვანო საშუალოსტატისტიკური მკითხველი, ან საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლის გამოყვანა მართლა არ იცი, რაც ძალიან მეეჭვება შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე :))

  13. >:)))კაცო, ხომ მიწერია: სავარაუდოდ მეთქი :)და ისე, რას იცავ ამ ქალიშვილებს, ჰა?

  14. >არაფერს არ ვიცავ, ნუ ცვლი თემას🙂 მე არ ვარ ის, ვისაც ამ მსჯელობის და დასკვნების გამო შეიძლება "აეწვას".უბრალოდ, მე ვაკრიტიკებ არასწორ მსჯელობას და დაუსაბუთებელ ვარაუდს მხოლოდ, რომელიც სტატისტიკური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. მეტი არაფერი.

  15. >აი რა სარგებლობა მოაქვს ასეთ პოსტებს: დააფიქრებს ხალხს, დაათვლევინებს პროცენტებს და მიახვედრებს რაღაცას :)))

  16. >მართალი ხარ, ოღონდ მე პროცენტების თვლა აქამდეც მშვენივრად ვიცოდი😀

  17. >კაცი როგორია? უმუშევარი, უსაქმური მთელი დღე ზის კომპთან და არა მარტო დღე, გაუთავებლად აკომენტებს, ლინკავს რაღაცეებს, სურათებს დებს და ითვლება რომ აქტიური ფეისბუქელია🙂🙂🙂 რომლის ოჯახის წევრები ალბათ ვირივით მუშაობენ რომ არჩინონ ეკრანთან არსებული მძორი🙂🙂 რა კარგად დავხატე პორტრეტი🙂🙂

  18. >looooooooolკაი, არა თამუნა, არაა ეგრე საქმე :Dmyauto.ge რომ გეთქვა კიდე ჰო.

  19. >მძორის ამბავში გავაბუქე მაგრამ, ხშირ შემთვევაში ასეა რა, 24 საათი რა უნდა ლინკო, აკომენტო, ასტატუსო გეხვეწები, ყოველ დღე, მთელი ღამე, რამოდენიმე საათი დილით წაუძინებენ და მერე ისევ, მაშინ გამოდის ეს არის მათი სამსახური და ამაში იღებენ ფულს🙂🙂

  20. >საშუალო სტატისტიკურ ფეისბუკელ მამაკაცზე რას იტყვით – მე ეგ უფრო მაინტერესებს🙂

  21. >საინტერესოა. ალბათ ოდნავ ღიპიანი და სიმელოტე-შეპარული, სიგარეტის მწეველი სტუდენტი-მაგისტრანტი.არა?

  22. >არა გამწარება არაფერ შუაშია :)))) ასეთი რამ არ ყოფილა :))) უბრალოდ პორტრეტი დავხატე

  23. >ვინმე ღვთისნიერმა და ხატვის ნიჭით დაჯილდოებულმა იქნებ დახატოთ ეს ტიპაჟები?

  24. >სავარაუდოდ სტანდარტული, საშუალო ქართველი ფეისბუქელი არის 30 წელს გადაცილებული ქალიშვილი. სამწუხარო სურათია, არა? :)))და მერე რა? რას ხედავთ ამაში სამწუხაროს, ვერ ვხვდები? ქალიშვილობა ლამის სამარცხვინო ფაქტად იქცეს. დასავლური სტანდარტებიო და იმ დასავლეთში სხვათაშორის Privacy ერთ-ერთი ფუნდამენტალური საკითხია. შესაბამისად არავის საქმე არაა ვინ იშვერს ფეხებს და ვინ — არა. ყველამ მართლა საკუთარ თავს მიხედოს. აშკარად ჯობია ნებისმიერ შემთხვევაში.

  25. >აბა, რას დაერიენ ამ საწყალ ქალიშვილებს, რას ერჩიან, ვერ გავიგე🙂

  26. >სამწუხარო ისაა, რომ 30 წლის მერე ისევ ქალიშვილია, ვინაიდან სქსობრივი ცხოვრების არ არსებობა 25 წლის ზემოთ არის უამრავი ქალური დაავადების გამომწვევი მიზეზი ,მათ შორის: მკერდის სიმსივნე დ.ა.შ., რომ არაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიურ აშლილობაზე და აგრესიაზე, რომელიც გარშემომყოფებს აგდებს ცუდ მდგომარეობაში, 40 წლის ქალიშვილთან საუბრისას.

  27. >მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავის აქვს სხვისი დაცინვის უფლება.მოდით ჯერ ეს ვისწავლოთ, მერე უფრო რთულ საკითხებზე გადავიდეთ.

  28. >დიმიტრი, მე მაქვს იმის უფლება, რომ საკუთარ ბლოგზე: 1. ვილაპარაკო ნებისმიერ თემაზე, რაზეც მინდა;2. დავცინო ვისაც მინდა;3. გავარჩიო ის თემები, რაც მინდა;4. გავაკრიტიკო ის, რაც მინდა.ჩემი პირადი მოსაზრებაა ის, რომ ე.წ. ”ქალიშვილობის ინსტიტუტი” უნდა გადაშენდეს. და ამას დაცინვით მივაღწევთ, კრიტიკით თუ სექსუალური რევოლუციით – ამას რა მნიშვნელობა აქვს.ხო – სექსუალურ რევოლუციაში ცუდი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფითი რამ მოყვება, მაინც კარგი რამეა.

  29. >მეც ქალიშვილი ვარ კაცო, რა მოხდა მერე :)) და ვამაყობ ჩემი კდემამოსილებით! :))

  30. >კომენტარები პოსტზე არანაკლებ სახალისო იყო, თუ მეტად არა🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s