>Is e-mail dead? Facebook thinks so.

>
ვია

დღეში ერთი წერილი უნდა დაწერო ხელით.
ჯერ ერთი სიტყვა, მეორე დღეს – ორი, კვირის ბოლოს: წინადადება, თვის ბოლოს – ერთი ფურცელი.

ყოველდღე.
თორემ კალიგრაფია გამიფუჭდა.
მარტო საბუთებზე ხელის მოსაწერად ვიყენებ კალამს.

ამიტომაც გადავწყვიტე შევიძინო პლანშეტი და ასე ვწერო: თან კალიგრაფიას გავიხსენებ, თანაც საქმეს წინ წავიგდებ – ჩემი ნაჯღაბნი ბოლოს მაინც კომპიუტერულ/ციფრულ ინფორმაციად გადაიქცევა.

აი ასეთი პლანშეტი – Wacom Bamboo Pen


9 thoughts on “>Is e-mail dead? Facebook thinks so.

  1. >ნამდვილად, ალბათ მართლაც მოკვდა…. მე მაგალითად ისე მეზარება ხოლმე ვინმეს იმეილის ძებნა… შევდივარ პირისწიგნაკში და იქვე ვინმეს კედელზე ან პირად მესიჯად ვწერ…

  2. >და რა ღირს ეს სიამოვნება?მეც ისე გადავეჩვიე წერას, დღეს დეიდაჩემს 8 დღიან მარტივ დიეტას ვუწერდი და დავიტანჯე, სულ "ხიშტები" დავწერე, იგივე–იგივეთქო, დამეღალა ხელი. თან პასტაც უხეში იყო😦 მარა აშკარად წერას გადავეჩვიე, განსაკუთრებით ქართულად :(ნეტა ახალი ბავშვები, ანუ ეს თაობა საერთოდ თუ ისწავლის წერას, თუ პირდაპირ კომპიუტერზე ისწავლიან აკრებას?

  3. >ეს ვაკომი გაქვს და არ მოგეწონა?რამე სხვა ალტერნატივა ხომ არ იცი?

  4. >70$ ღირს, მგონი არაა ძალიან ძვირი.სკოლაში ალბათ მაინც ხელით წერას ასწავლიან, საერთოდ საჭიროა ეგ. ჯერ-ჯერობით.🙂

  5. >გადავწყვიტე, დავუბრუნდე ძველ ტრადიციას და ბლოგისთვის ჩანახატები ხელით ვწერო

  6. >http://www.youtube.com/watch?v=6IsEXtmqO1kეს მაქვს მე.220 $ დამიჯდა. არაჩვეულებრივი რამაა. საწერად მართალია არ ვიყენებ. უფრო სახატავად ვხვმარობ. მაგრამ ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია .

  7. >აუ მეც მხოლოდ ხელმოწერაზე ვიყენებ და ათასში ერთხელ კონსპექტებს რომ ვაკეთებ, არ მომწონს კალიგრაფია. აუ ეგ მეც მინდა, მაგრამ ძალიან ძვირია. :((((

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s