>

რატომ იციან სპამერებმა მარკეტინგი ყოველთვის უფრო კარგად, ვიდრე ნორმალურმა კომპანიებმა?
რატომ არღვევს ყველა გაზეთი და ტელევიზია კანონს და მაინც იღებს ფოტოს და ვიდეოს სასამართლო დარბაზებში?
რატომ აღლაჭუნებს კევს მაღაზიის გამყიდველი, შენ კი გეუბნება, რომ არა აქვთ?
რატომ არეკლამებენ იმას, რაც გაყიდვაში არა აქვთ?
რატომ ეჩქარება ყველას ყველგან, მაგრამ მაინც აგვიანდება?
რატომ გისიგნალებენ ყვითელზე, მწვანეზე დგანან და წითელზე გადიან?
რატომ გადაგვარდა თავმოყვარეობის გრძნობა?
რატომ გაფუჭდა ფოსტა და ტელევიზია?
რატომ აღარ ისმის ახალ-ახალი ანეკდოტები?
რატომ არის პრესა ყვითელი, გლამური კი ვარდისფერი?
რატომ უნდა ეღირსოს ამ ქალაქს სექსი, ისიც მხოლოდ კინოში, მეორე სერიის სახით?
რატომ არის ყველა შოუ ასეთი მდაბიო შინაარსის და იუმორის მქონე?
რატომ არ გვჯერა იმათი, ვისიც უნდა გვჯეროდეს და რატომ გვჯერა იმათი, ვისიც არ უნდა დავიჯეროთ?
რატომ ვერ გვაჯერებენ ისინი და რატომ ვერ გვაჯერებენ ესენი?
რატომ ლანძღავს ყველა ერთმანეთს?
რატომ უნდა წახვიდე მოუსვლელში და გეგონოს, რომ ამით წაუსვლელებს გააქცევ?
რატომ არ გადაანაწილა მთავრობამ გაზაფხულის ორთვიანი გადაუღებელი წვიმა ისე, რომ ზაფხულშიც გავგრილდეთ?
რატომ იხსნება დაუმთავრებელი შენობები და გზები?
რატომ იხურება გახსნილი რამე-რუმეები?
რატომ ვიმეორებ პოსტს, რომელიც თითქოს უკვე დაწერილი მაქვს*?
რატომ არ გინდათ დაამატოთ კომენტარებში თქვენი კითხვები?

*იმიტომ, რომ ის სხვა დრო იყო – მაშინ პირადი ცხოვრება არ მქონდა, ახლა კი სხვებზე ვზრუნავ, მე კი ყველაფერი შესანიშნავად მაქვს!!!

15 thoughts on “

  1. >რატომ გონია ყველას, რომ ყველაზე ჭკვიანია და არაფერი ესწავლება;რატომ ითვლება, რომ კაცმა თუ ”გაიგულავა” არაუშავს კაცია და ქალმა თჲ გააკეთა იგიევე-ბოზი;რატომ არის მოსახლეობის უმრავლესობა კომპლექსიანი იდიოტი და ცდილობს თავისი კომპლექსების დამალვას სხვისი დაცინვითრატომ დადიან უფრომო ხალხი ტრაკისღარგამოჩენილი ჯინსებით;რატომ არ ბანაობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა;რატომ არ აქვს მერიის შემოყვანილ ავტობუსებს კონდიციონერები

  2. >became a fun for "*იმიტომ, რომ ის სხვა დრო იყო – მაშინ პირადი ცხოვრება არ მქონდა, ახლა კი სხვებზე ვზრუნავ, მე კი ყველაფერი შესანიშნავად მაქვს!!!* !!!!!

  3. >რატომ მოვედი სახლში, 9 ის ნახევარზე, უნდა ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე, აქ რაღაცეებს გადავხედო, პარალელურად რაღაცეები წავიკითხო, მერე წამოვწვე, კინოს ყურებაში ჩამეძინოს ასე 1–2 საათზე, დილას ავდგე 8 ზე სამსახურში წავიდე, ათისნახევრიდან საღამოს 6–7 მდე იქ ვიყო და ვაკეთო უამრავი საინტერესო, ნაკლებსაინტერესო და უინტერესო რამ, და მერე ასე 8 ისკენ სახლში მოვიდე, ვივახშმო, ცოტა აზრზე მოვიდე და უცებ მივხვდე რომ დაღლილი ვარ….

  4. >- შაბათ-კვირა , ახალი წელი და თავზე-მეზობლის დაბ.დღე??

  5. >-რატომ არა ვარ სტიუარდესა, რადგან ამაღლებულზე ვერ ვფიქრობ, მაღლა მაინც ვიფიქრებდი😦

  6. >"რატომ გონია ყველას, რომ ყველაზე ჭკვიანია და არაფერი ესწავლება;რატომ ითვლება, რომ კაცმა თუ ”გაიგულავა” არაუშავს კაცია და ქალმა თჲ გააკეთა იგიევე-ბოზი;რატომ არის მოსახლეობის უმრავლესობა კომპლექსიანი იდიოტი და ცდილობს თავისი კომპლექსების დამალვას სხვისი დაცინვით"+50000000

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s